აბილიფაი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
აბილიფაი - ABILIFY - АБИЛИФАЙ

ფორმა, შეფუთვა:
1. სწორკუთხა, კიდეებმომრგვალებული ცისფერი ტაბლეტები (1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აქტიურ ნივთიერებას). ცალ მხარეს აქვს მარკირება "A-007" და "5".
2. სწორკუთხა კიდეებმომრგვალებული ვარდისფერი ტაბლეტები (1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას). ცალ მხარეს აქვს მარკირება " A-008" და "10".
3. მრგვალი ყვითელი ნაზოლიანი ტაბლეტები (1 ტაბლეტი შეიცავს 15 მგ აქტიურ ნივთიერებას). ცალ მხარეს აქვს მარკირება  "A-009" და "15".
4. მრგვალი თეთრი ან ბაცი ყვითელი ნაზოლიანი ტაბლეტები (1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ აქტიურ ნივთიერებას). ცალ მხარეს აქვს მარკირება "A-010" და "20".
5. მრგვალი თეთრი ან ბაცი ყვითელი ნაზოლიანი ტაბლეტები (1 ტაბლეტში 30 მგ აქტიური ნივთიერებაა). ცალ მხარეს აქვს მარკირება "A-011" და "30".
გასაყიდი ფორმა - 7 ცალი ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ ბლისტერში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 4 ასეთი ბლისტერი.

აქტიური ნივთიერება: არიპიპრაზოლი (არიპიპრაზოლე)

მწარმოებელი: BRISTOL-MYERS SQUIBB Manufacturing Company,  აშშ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიფსიქოზური პრეპარატი (ნეიროლეპტიკი)

სინონიმები: არიპიპრაზოლი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: შიზოფრენიის დროს პრეპარატის თერაპევტულ მოქმედებას განაპირობებს მისი აქტიური ნივთიერების დოფამინური D2  და სეროტონინული 5HT1A რეცეპტორების მიმართ აგონისტური და სეროტონინული 5HT2 რეცეპტორების მიმართ ანტაგონისტური აქტიურობის შერწყმა.

ფარმაკოკინეტიკა: არიპიპრაზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის სისტემის მიერ. სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს 3-5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიომისაწვდომობაა (სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეუცვლელი სახით ხვდება) 87%. საკვების მიღება ამ მაჩვენებელზე გავლენას არ ახდენს. არიპიპრაზოლი ინტენსიურად ნაწილდება ქსოვილებში. თერაპევტული კონცენტრაციის დროს მისი 99%-ზე მეტი უკავშირდება შრატის ცილებს (უმთავრესად ალბუმინებს).  ღვიძლში არიპიპრაზოლის მეტაბოლიზმი ხდება სამი ხარხით: დეჰიდრირებით, ჰიდროქსილირებითა და ედეზალკილირებით.
პრეპარატის აქტიურობა უმთავრესად შეუცვლელი არიპიპრაზოლის არსებობით არის განპირობებული. არიპიპრაზოლის ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 75 საათს უდრის. შეუცვლელი არიპიპრაზოლის დაახლოებით 1% შარდით გამოიყოფა, 18% - განავლით. არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი შეადგენს 0,1 მლ/წთ/კგ, ძირითადად ღვიძლისმიერი გამოყოფის ხარჯზე.

ჩვენება:

  • მწვავე შიზოფრენიული შეტევების მკურნალობა, შიზოფრენიის შემანარჩუნებელი თერაპია;
  • I ტიპის ბიპოლარული დარღვევების მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობა და შემანარჩუნებელი თერაპია I ტიპის ბიპოლარული დაღვევების მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს მანიაკალური ეპიზოდები.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: შიზოფრენიის დროს რეკომენდებულია დაინიშნოს საწყისი დოზა - 10-15 მგ დღეში ერთხელ (კვებისგან დამოუკიდებლად). შემანარჩუნებელი დოზაა 15 მგ/დღ. ბიპოლარული დარღვევების დროს განვითარებული მანიაკალური ეპიზოდების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს 15 მგ/დღ ან 30 მგ/დღ ერთჯერადად (კვებისგან დამოუკიდებლად). საჭიროების შემთხვევაში დოზა უნდა შეიცვალოს მინიმუმ 24-საათიანი ინტერვალით. კლინიკური კვლევის დროს მანიაკალური ეპიზოდების გამოვლენისას ეფექტი თვალსაჩინო გახდა 15-30 მგ/დღ დოზის 3-12 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ. კლინიკურად არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხოება 30მგ/დღ-ზე დიდი დოზით მიღების დროს. შემანარჩუნებელი თერაპია ეფექტურია, თუ I ტიპის ბიპოლარული დარღვევების და მანიაკალური და შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებს 6 კვირის განმავლობაში პრეპარატის 15 მგ/დღ ან 30 მგ/დღ დოზით მიღების ფონზე სიმპტომები არ აღენიშნებათ. პაციენტი პერიოდულად გამოკვლეული უნდა იქნეს შემანარჩუნებელი თერაპიის გაგრძელების აუცილებლობის დასადგენად. თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს პრეპარატის დოზის შეცვლა არ სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ 65 წელს გადაცილებულ პაციენტებს მედიკამენტებს საზოგადოდ მკაცრად განსაზღვრული წესით აძლევენ, ამ კატეგორიის ავადმყოფებს წამლის დოზის კორექცია არ სჭირდებათ.

გვერდითი მოვლენები:
შემთხვევათა 1-10%-ში პრეპარატებს ახასიათებს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ტაქიკარდია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა, უმადობა; ხშირად - დისპეპსია, ღებინება, შეკრულობა;
ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, კრუნჩხვები;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა; თავბრუხვევა, ტრემორი, ექსტრაპირამიდული სინდრომი, ფსიქომოტორული აგზნება, დეპრესია, ნევროზულობა, ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, სუიციდური აზრები, მანიაკალური აზრები, არამყარი სიარული, არეული აზროვნება, პასიური მოძრაობების გაძნელება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, პნევმონია;
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, ყურების ტკივილი;
შარდსასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეუკავებლობა;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სხეულის მასის კლება;
დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიმშრალე, ქავილი, ოფლიანობა, კანის დაწყლულება;
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი და ჭინჭრის ციება).

უკუჩვენება:

  • 18 წლამდე ასაკი;
  • არიპიპრაზოლისა და პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილით ეძლევათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გულის იშემიური დაავადება (ან ადრე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ უჩივიან გულის უკმარისობასა და გამტარობის დარღვევას), ცერებროვასკულარული დაავადება და მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორს (სიმსუქნე, ჰიპოვოლემია და ჰიპოტენზიური პრეპარატების მიღება), ასევე - კრუნჩხვებისადმი მიდრეკილ ადამიანებს, პაციენტებს, რომელთაც აქვთ ჰიპოთერმიის მომეტებული რისკი (მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, გადახურების, ნეიროლეპტიკების მიერ ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარის დარღვევის გამო), პაციენტებს, რომელთაც დარღვეული აქვთ საყლაპავის მოტორული ფუნქცია და ამის გამო იმყოფებიან ასპირაციული პნევმონიის რისკჯგუფში, ჭარბი წონის მქონე ადამიანებს და დიაბეტით დაავადებულებს. ორსულებს ენიშნებათ, თუ თერაპიის პოტენციური სარგებელი სჭარბობს მის პოტენციურ რისკს. უცნობია, გადადის თუ არა არიპიპრაზოლი დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის დოზის შემცირების საჭიროება არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები: ვინაიდან არსებობს სუიციდური აზრებისა და ქმედებისკენ მიდრეკილების საფრთხე, ამიტომ პრეპარატის მიღების პერიოდში აუცილებელია პაციენტზე სამედიცინო მეთვალყურეობა. ნეიროლეპტიკებით თერაპიის ხანგრძლივობასთან ერთად იზრდება გვიანი დისკინეზიის განვითარების რისკი, ამიტომ არიპიპრაზოლის მიღების ფონზე გვიანი დისკინეზიის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა ან შეწყდეს მისი მიღება. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ეს სიმპტომები რამდენიმე ხანს შესაძლოა გაძლიერდეს. ნეიროლეპტიკებით,  მათ შორის არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (ანს),  რომელიც ვლინდება ჰიპერპირექსიით, კუნთების რიგიდულობით, ფსიქოზით და ვეგეტაციური ნერვული სისტემის არასტაბილურობით (არარეგულარული პულსი და არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა, არითმია). ზოგჯერ იმატებს კფკ-ის აქტიურობა, ყალიბდება მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ამ სიმპტომების ან შეუქცევადი ცხელების აღმოცენების შემთხვევაში არიპიპრაზოლის მიღება უნდა შეწყდეს. ატიპური ნეიროლეპტიკების მიღების დროს ზოგჯერ თავს იჩენს ჰიპერგლიკემია, რომელიც დაკავშირებულია კეტოაციდოზთან და შესაძლოა, ჰიპეროსმოლარული კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ატიპური ნეიროლეპტიკების მიღებასა და ჰიპერგლიკემიური ტიპის დარღვევებს შორის კავშირი ნათელი არ არის, ამიტომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ატიპური ნეიროლეპტიკების მიღებისას სისხლში გლუკოზის შემცველობა რეგულარულად უნდა შეუმოწმდეთ, ხოლო პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ამ დაავადების რისკის ერთი ფაქტორი მაინც (სიმსუქნე, დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში), მკურნალობის დასაწყისში და პერიოდულად პრეპარატის მიღების პერიოდშიც უნდა გაუზომონ სისხლში შაქრის დონე. აბილიფაის დანიშვნისას, ისევე, როგორც ნებისმიერი ნეიროლეპტიკის დანიშვნის შემთხვევაში, პაციენტი გაფრთხილებულ უნდა იქნეს საშიშროების შესახებ, რომელიც ავტომობილის მართვას ახლავს თან.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ასთენია, დიარეა და ძილიანობა. ძირითადი ფიზიოლოგიური მაჩვენებლების, ლაბორატორიული მონაცემებისა და ეკგ-ს მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა.
მკურნალობა: შემნარჩუნებელი თერაპია, სასუნთქი გზების ადეკვატური გამავლობის უზრუნველყოფა, ფილტვების ეფექტური ვენტილაცია და სიმპტომური მკურნალობა. გათვალისწინებულ უნდა იქნეს წამლისმიერი რეაქცია. არითმიის გამოსარიცხად დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ეკგ. აუცილებელია პაციენტის მეთვალყურეობა ყველა სიმპტომის გაქრობამდე. პრეპარატის ზედოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია გააქტიურებული ნახშირის (50გ) მიღება.

შენახვის პირობები და გამოყენების ვადა: პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ ადგილას, 15-დან 300C-მდე ტემპერატურაზე. ვარგისია 3 წელი.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად