ა. ტ.10 - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ა. ტ.10 - A.T.10 - А.Т.10

ფორმა, შეფუთვა: შინაგანი მიღებისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე, მოყვითალო, ზეთოვანი სითხე (1 მგ/1 მლ). იყიდება 15 მლ-იანი მინის საწვეთურიანი ფლაკონით, რომელიც მუყაოს კოლოფშია მოთავსებული.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება - დიჰიდროტაქისტეროლი

მწარმოებელი: MERCK KGAA  (გერმანია)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი პრეპარატი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: დიჰიდროტაქისტეროლი
სინონიმები: დიჰიდროტაქისტეროლი, ტაქისტინი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ქიმიური შენებითა და მოქმედების მექანიზმით დიჰიდროტაქისტეროლი ჰგავს ვიტამინ D2-ს, წარმოადგენს D3-ის პროვიტამინს, ეფექტურობით კალციტრიოლის  ანალოგიურია (განსხვავებულია მხოლოდ ეფექტის გამოვლენის სისწრაფე).
ფარისებრახლო ჯირკვლის ჰიპოფუნქციის შემთხვევაში პრეპარატი პლაზმაში კალციუმის დონეს მაღლა სწევს (უფრო ნაკლებად, ვიდრე ერგოკალციფეროლი) ნაწლავთა მიერ მისი შეწოვის გაუმჯობესების ხარჯზე, აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილებიდან მის ტრანსპორტს (დიდი დოზით), აძლიერებს ძვლის ორგანული შენაერთებიდან ფოსფორის მობილიზაციას და თირკმელებით მის გამოყოფას, აქვეითებს მჟავე ფოსფატაზის აქტიურობას, ასტაბილურებს კალციუმის კონცენტრაციას და აკავშირებს მას ძვლოვან ქსოვილთან, კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შემთხვევაში ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას. აქვს რაქიტის საწინააღმდეგო სუსტი (ერგოკალციფეროლთან შედარებით) მოქმედება.
შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება. ტოლერანტობა არ ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა: შეიწოვება სწრაფად, მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში. სისხლში უკავშირდება ალფა-გლობულინებს. დეპონირდება უმთავრესად ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილებში. მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიურ მეტაბოლიტ 25-ჰიდროქსიდიჰიდროტა-ქისტეროლამდე. გამოიყოფა ნაღვლითა და თირკმელებით.

ჩვენება:

  • ჰიპოპარათირეოზი (იდიოპათიური და ოპერაციის შემდგომი)
  • ფსევდოჰიპოპარათირეოზი

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: დღიურ დოზას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, სისხლში კალციუმის დონის გათვალისწინებით.

ჰიპოპარათირეოზის დროს რეკომენდებული დოზები: 0,75-2,5 მგ/დღ რამდენიმე დღის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა - 0,2-1 მგ/დღ (0,5 მგ შეადგენს 15 წვეთს).
შესაძლოა მიღებულ იქნეს დილით, უზმოზე ან ჭამის შემდეგ ბევრ წყალთან ან საჭმელთან ერთად (მაგალითად, დაეწვეთოს პურის ან შაქრის ნატეხზე). პრეპარატის დღიური დოზა შესაძლოა რამდენიმე ულუფად (რამდენიმე ჯერად) განაწილდეს. პრეპარატის მიღების თვითნებური შეწყვეტა არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამორიცხული ალერგიული რეაქციის განვითარება.

უკუჩვენება:

  • ჰიპერკალციემია
  • ჰიპერვიტამინოზი
  • ღვიძლისმიერი ოსტეოდისტროფია ჰიპერფოსფატემიით
  • ჰიპერვენტილაციის შედეგად განვითარებული კუნთების კრუნჩხვები (ჰიპერვენტილაციური ტეტანია)
  • D ვიტამინის შემცველი პრეპარატებისადმი მომეტებული მგრძნობელობა
    სიფრთხილით უნდა იქნეს მიღებული ათეროსკლეროზის, ფილტვების ტუბერკულოზის (აქტიური ფორმის), გულის ქრონიკული უკმარისობის, ჰიპერფოსფატემიის, ფოსფატური ნეფროუროლითიაზის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, საკოდიოზის ან სხვა გრანულომატოზის, ორსულობის, ლაქტაციის შემთხვევებში, ასევე - მოხუცებულ და მცირე ასაკში.

ორსულობის დროს A. T. 10 ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, მაგალითად, მაშინ, როდესაც ჰიპოპარათირეოზით განპირობებული ჰიპოკალციემია არ ემორჩილება მხოლოდ კალციუმის პრეპარატებს. პარალელურად აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი. ორსულობის დროს პრეპარატის დიდი დოზის მიღების შემთხვევაში შესაძლოა ნაყოფს ნაადრევად დაეხუროს ნაკერები და ყიფლიბანდი. დიჰიდროტაქისტეროლი უმნიშვნელო ოდენობით გადის პლაცენტურ ბარიერს. პრეპარატის მიღება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს ლაქტაციის პერიოდშიც, ვინაიდან დიჰიდროტაქისტეროლი (თუმცაღა უმნიშვნელო რაოდენობით) გადადის დედის რძეში. სიფრთხილეს საჭიროებს აგრეთვე პრეპარატის გამოყენება თირკმელების ფუნქციის მოშლის დროს. ხანგრძლივმა ჰიპერკალციემიამ შესაძლოა მოახდინოს ნეფროტოქსიკური გავლენა, გამოიწვიოს შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმელებისა და ქსოვილების კალცინოზი.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს სისხლში კალციუმისა და ფოსფორის შემცველობის კონტროლით (პირველად - მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის მერე, შემდეგ - თვეში 1-2-ჯერ). უმჯობესია, პაციენტი იცავდეს კალციუმით მდიდარ და ფოსფორით ღარიბ დიეტას. პრეპარატის მოქმედება შესაძლოა გაგრძელდეს მოხსნიდან 1 თვის განმავლობაში. 1 მგ დიჰიდროტაქისტეროლის ექვივალენტია 3 მგ (120 ათასი სე) ერგოკალციფეროლი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი: ვინაიდან პრეპარატს აქვს ვიწრო თერაპიული სპექტრი, სისხლში კალციუმის, ფოსფორის, კრეატინინის, შარდმჟავა აზოტისა და მჟავე ფოსფატაზის აქტიურობა თავდაპირველად კვირაში ერთხელ უნდა განისაზღვროს, შემდეგ კი პერიოდულად, ვიდრე არ დასრულდება პრეპარატის თერაპიული დოზით მიღება. კალციუმ-კრეატინინის ინდექსის განსაზღვრა რეკომენდებულია ყოველ 1-3 თვეში ერთხელ პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზებამდე. სისხლში კალციუმის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 8,8-10,3 მგ/100 მლ-ს. CAP არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ/დლ-ს.
ყოველ 3 თვეში უნდა ჩატარდეს ძვლოვანი სისტემის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

ზედოზირება:
სიმპტომები:  ჰიპერკალციემია - უმადობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან შეკრულობა,  მუცლის ტკივილი, არტერიული წნევის მატება, პოლიურია, წყურვილის შეგრძნება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, დეზორიენტაცია, ძილიანობა, სიფითრე, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და განისაზღვროს სისხლში კალციუმის კონცენტრაცია.

მკურნალობა: ჰიპერკალციემიის სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და განისაზღვროს სისხლში კალციუმის კონცენტრაცია. ზედოზირების შემთხვევაში სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰიპერკალციემიას მკურნალობენ ფორსირებული დიურეზის გზით, რისთვისაც ინიშნება დიურეტიკები, უკალციუმო დიეტა, ბისფოსფონატები და კალციტონინი. ექსტრემალურ ვითარებაში (ჰიპერკალციემიური კრიზი) ან თირკმელების უკმარისობის დროს ტარდება ჰემოდიალიზი შრატში კალციუმის კონცენტრაციის დასაქვეითებლად. სისხლში კალციუმის ნორმალიზების შემდეგ აუცილებელია პრეპარატის მიღების განახლება და დოზის კორექცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: რაციონალური იქნება A. T. 10-ის დანიშვნა კალციუმის პრეპარატებთან ერთად. იგი შეუთავსებელია D ვიტამინის შემცველ პრეპარატებთან. თიაზიდური დიურეტიკები ხელს უწყობს ჰიპერკალციემიის განვითარებას. არ არის რეკომენდებული ფენოტეროლთან კომბინაცია.

შენახვის პირობები და გამოყენების ვადა: პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 18-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. ვარგისია 5 წელი.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად