ამებიაზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ამებიაზი - Amoebiasis - амебиаз

ამებიაზი ნაწლავთა დაავადებაა, რომელსაც ამებათა ოჯახის ერთუჯრედიანი პარაზიტი იწვევს. მას ახასიათებს მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება, სხვადასხვა ორგანოში აბსცესის განვითარება და ხანგრძლივი მიმდინარეობა.
ინფექციის მთავარი წყაროა ცისტების გამომყოფი ადამიანი (მატარებელი). მწვავე პერიოდში ცისტები არ გამოიყოფა, ამიტომ ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის. საშიშროება თან სდევს გამოჯანმრთელების დასაწყისს, თუ მკურნალობა ჯეროვნად არ ჩატარდა. წლების განმავლობაში მატარებელი განავალთან ერთად გამოყოფს ცისტებს, რომლებიც დიდხანს ძლებენ გარემოში. ისინი უპირატესად ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებული სასმელი და სამეურნეო წყლის, დაბინძურებული მწვანილისა და ხილ-ბოსტნეულის, სურსათის, ჭუჭყიანი ხელების, საოჯახო ნივთების, ცისტის მატარებელთან კონტაქტის მეშვეობით გადაეცემა.

არსებობს ამებიაზის რამდენიმე კლინიკური ფორმა:

  • ნაწლავური ამებიაზი. პათოლოგიური ცვლილებები ხდება მხოლოდ მსხვილ ნაწლავში. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 1-3 კვირას, იშვიათად - 4 თვეს. ზოგჯერ ამებიაზის დადგენა შეუძლებელია, რადგან გამოვლინების გარეშე გადაიზრდება მატარებლობაში. ინკუბაციის ბოლო დღეებში თავს იჩენს უმადობა, საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, მუცლის ტკივილი. დაავადება იწყება ფაღარათით და მუცლის მოვლითი ტკივილით. ენაზე ჩნდება თეთრი ნადები. პირველ დღეებში დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 3-5-ს აღწევს, განავალი თხელია, ლორწოიანი, ტკივილი ლოკალიზებულია ბრმა ნაწლავის არეში ან დიფუზურია. მდგომარეობა თანდათან მძიმდება. დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 8-10-მდე იმატებს. ფეკალურ მასასთან ერთად გამოიყოფა ჟელესებრი ლორწოიან-სისხლიანი მასა. მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება ახალ-ახალი წყლულები, იწყება დამღლელი და შემაწუხებელი ჭინთვები. ამებიაზს, თუ გართულება არ დაერთო ან კომბინირებული ფორმა არ ჩამოყალიბდა, ტემპერატურის მატება არ ახასიათებს. 2-3 კვირაში (მსუბუქ შემთხვევაში - უფრო ადრე) ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს.
    ცუდად ნამკურნალევ ავადმყოფს, თუ იგი ცისტის მატარებელი დარჩა, გარეგანი (გაციება, ცუდი კვება) და შინაგანი (ავიტამინოზი) ფაქტორების გავლენით პერიოდულად უვითარდება ამებიაზის რეციდივი, რაც წლობით გრძელდება და ხშირად სდევს თან ნაწლავური თუ ნაწლავგარე გართულებები, მაგალითად, პერიკოლიტი (ღრმა წყლულების გამო ანთებით პროცესში პერიტონიუმის ჩართვა), აპენდიციტი, ამებომა და პოლიპი, პერფორაცია (ღრმა წყლულით ნაწლავის კედლის გახვრეტა), პერიტონიტი. ეს გართულებები ამძიმებს ნაწლავთა ამებიაზის მიმდინარეობას.
  • ნაწლავგარე ამებიაზი. იგი ნაწლავთა ამებიაზის გართულების შედეგია. ამ დროს პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება ღვიძლში, ფილტვში, თავის ტვინში, კანსა და სხვა ორგანოებში. ამის მიხედვით, განასხვავებენ ამებურ ჰეპატიტს, ღვიძლის, ფილტვის, თავის ტვინის, თირკმლისა და კანის ამებურ აბსცესს. ყველაზე ხშირია ღვიძლის ამებური აბსცესი, რომელსაც წინ უძღვის ამებური ჰეპატიტი და მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. იწყება მაღალი (39-400ჩ) ტემპერატურით, შემცივნებითა და ოფლიანობით. ღვიძლი საგრძნობლად არის გადიდებული. მარჯვენა ფერდქვეშა არე გამობერილი და შეხებისას მტკივნეულია. ტკივილი გადაეცემა მარჯვენა მხრის სახსარში. სისხლში აღინიშნება ცვლილებები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.
    ნაწლავური ამებიაზი შეიძლება გართულდეს კანის ამებიაზით. ეს იშვიათი, მაგრამ არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე გართულებაა. ამ დროს ვითარდება კანის ანთება ანუსის გარშემო და მის მიმდებარე არეში და უხვი სისხლიან-ჩირქოვანი გამონადენი.
  • სხვა ორგანოთა (ფილტვის, ტვინის, თირკმლის და სხვა) ამებიაზი კიდევ უფრო იშვიათია, მაგრამ ძალზე საშიში, მძიმედ მიმდინარეობს და არასასურველი პროგნოზი აქვს.

არ არის გამორიცხული ამებიაზის შერწყმა სხვა დაავადებებთან (უმეტესად - დიზენტერიასთან, ბალანტიდიაზთან, წყლულოვან კოლიტთან). ნაწლავთა ამებიაზისა და ბაქტერიული დიზენტერიის ერთდროული მიმდინარეობა მძიმეა, ხანგრძლივი, ძნელად ამოსაცნობი და განსაკურნებელი. დიზენტერიასთან ამებიაზის კომბინაციას ახასიათებს უეცარი დასაწყისი, ტემპერატურის მატება, ინტოქსიკაციის ნიშნები, ფაღარათის გახშირება, განავალში ჩირქის სიჭარბე, ჭინთვების სიმპტომის ადრეული აღმოცენება, მუცლის ჩავარდნა. მდგომარეობა დიდხანს არ უმჯობესდება.
ცისტების მატარებლობისას კლინიკური სიმპტომი თავს არ იჩენს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურად. მატარებლებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ლაბორატორიული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში - სანაცია.

დიაგნოსტიკა. ამებიაზის დიაგნოზი ძირითადად ლაბორატორიულ კვლევებს (განავლის ანალიზს) ემყარება. მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია რენტგენომანოსკოპია, რომლის მეშვეობითაც ათვალიერებენ სწორ და სიგმოიდურ ნაწლავს და იღებენ გამოსაკვლევ მასალას უშუალოდ ნაწლავის კედლიდან და წყლულიდან. დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ჩივილებს.

მკურნალობა. ამებიაზის სამკურნალო მრავალი ეფექტური საშუალება დაავადების კლინიკური ფორმისა და სტადიის შესატყვისად შეირჩევა. თუ დაავადება დროულად გამოვლინდა, მაშინ მისი მკურნალობა წარმატებით დასრულდება. ზოგჯერ, გართულების შემთხვევაში, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

 

 

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად