აბსცესი ყბა-სახის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

აბსცესი ყბა-სახის - Jaw, Dentoalveolar abscess - челюстно-лицевой абсцесс

ყბა-სახის არეში ჩამოყალიბებული შემოფარგლული ჩირქგროვა უმეტესად კბილების დაავადების გართულებაა. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ფურუნკული, ანგინა, სახის კანის ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება, გაუტკივარების მიზნით გაკეთებული ინექციისას ქსოვილებში ინფექციის მოხვედრა და ა.შ. აბსცესი შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის სისხლით ან ლიმფით გავრცელებამ ზოგადი ინფექციური დაავადებების (გრიპის და სხვათა) დროს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ჩვეულებრივ, აბსცესს წინ უძღვის პერიოდონტიტისთვის დამახასიათებელი კბილის ტკივილი. ეს ტკივილი აღმოცენდება განსაზღვრული კბილის არეში და კბილის კბილზე დაჭერისას ძლიერდება. მცირე ხნის შემდეგ რბილი ქსოვილები შუპდება და მაგრდება. თუ აბსცესი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ წარმოიქმნა, ეს ადგილი გამოიბერება და წითლდება. ასეთივეა სურათი კანის ახლოს (სახეზე ან ქვედა ყბის არეში) მდებარეობისას. პროგრესირებად ჩირქოვან პროცესს თან სდევს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ტემპერატურის მატება, მადის დაქვეითება, ძილის დარღვევა.

დაავადებულ კბილთან არსებული ინფექციის კერის მოსასპობად და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩირქგროვის გახსნა. სხვაგვარად, არ არის გამორიცხული, შემოფარგლული ანთებითი პროცესი გავრცელდეს და ფლეგმონაში გადაიზარდოს.
აბსცესის შემდგომ განვითარებას შესაძლოა ჩირქის გარეთ ან პირის ღრუში ჩაღვრა მოჰყვეს. ჩირქის გამოსვლა მწვავე გამოვლინებებს აქრობს. ტკივილი ცხრება, აღდგება სახის კანი/პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, საერთო მდგომარეობა სტაბილური ხდება. ასეთი გამოსავალი სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან პროცესი გრძელდება, ოღონდ ქრონიკულ სტადიაშია გადასული და მოგვიანებით შესაძლოა გამწვავდეს, რასაც ფისტულიდან ჩირქდენა, პირიდან უსიამოვნო სუნი, დაშლის ტოქსიკური პროდუქტებისადმი ორგანიზმის სენსიბილიზაცია (მგრძნობელობის მომატება) მოჰყვება.

მკურნალობა. სტომატოლოგთან დროული ვიზიტი აუცილებელია, ვნაიდან პროცესი სწრაფად პროგრესირებს, მანამდე კი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება, პირის ღრუში თბილი სითხის გამოვლება, ყბაზე თბილი საფენების დადება. ანტიბიოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება არ შეიძლება.

 

 

დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება