ასისთავა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ასისთავა - Centaurium umbellatum Gilib - Золототысячник
ასისთავა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არის ცნობილი როგორც სამკურნალო მცენარე. იგი ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 15-35 სმ, წვრილი ფესვით. ფესვთანური ფოთლები ქმნიან როზეტს. ღერო წვრილია, ოთხწახნაგოვანი, შეფოთლილი, დატოტვილი, რომელიც თავდება ფარისებრი თანაყვავილედით. ყვავილები პატარაა, მუქი ვარდისფერი. როზეტის ფოთლები უკუკვერცხისებრია, ბლაგვი, 5 რკალისებური ძარღვით; ღეროს ფოთლები მოპირისპირეა, ნახევრადღერომხვევი, წაგრძელებულკვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, სიგრძით დაახლოებით 3 სმ, სიგანით 1-1,5 სმ, 3-5 ძარღვით. ყველა ფოთოლი კიდემთლიანია.
ყვავილები ქმნიან ფარისებრ ყვავილედს. ჯამი ხუთკბილიანია, მოყვითალო-თეთრი, თითქმის ორჯერ უფრო მოკლეა ვიდრე გვირგვინი. ყვავილი ლურსმნისებრია, მუქი ვარდისფერი, ყვავილობის წინ და ყვავილობის მერე ზამბარისებურად ეხვევა. ნასკვი ზედაა, ნაყოფი – მოგრძო კოლოფია, წვრილი თესლით.
ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. ხარობს მდელოებზე, ტყის პირებში.
ასისთათვას კახეთში დედამიწის ნაღველას და ხოროსანს ეძახიან, ფშავში – ხოროშანს, გურიაში – ხინახინას, აჭარაში – ხინას, სამეგრელოში – ჭამს.
ნედლეულად იყენებენ მცენარის მიწისზედა ნაწილს. მას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც როზეტის ფოთლებს ჯერ არ დაუწყიათ გაყვითლება და გახმობა. მცენარეს ჭრიან დანით ან ნამგლით. უფრო ხშირად კი მიწიდან აძრობენ ფესვებიანად, კრავენ პატარა კონებად, ფესვებს აჭრიან (ზოგჯერ როზეტთან ერთად) და კიდებენ თოკზე გასაშრობად, ან თხელ ფენად აწყობენ.
ასისთავას ყველა ნაწილი მდიდარი გლიკოზიდებითა და ალკალოიდური ნივთიერებებით (0,6-1%), რომელთა შორის ყველაზე მეტია ფსევდოალკალოიდი გენციანინი. მიწისზედა ნაწილი შეიცავს აგრეთვე ფლავონურ გლიკოზიდ ცენტაურეინს. ვიტამინ C-ს. ბეტა ამირინს, აცეტატს.
ასისთავას ნაყენის სახით იყენებენ მადის მოსამატებლად, პერისტალტიკის გასაძლიერებლად.
ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე.
კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაცივებისა და ციების დროს იყენებენ ასისთავას ნახარშს.
დიდი დოზებით ასისთავას პრეპარატების მიღება იწვევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას.
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება