D-კალცინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

D-კალცინი - D-CALCIN - Д-КАЛЬЦИН


სავაჭრო დასახელება
D-კალცინი,
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”, თურქეთი
წამლის ფორმა
გრანულები.
აღწერილობა: მოთეთრო-კრემისფერი გრანულები ვანილინის არომატით.
შემადგენლობა
5 გ გრანულები შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
კალციუმ-მაგნიუმის ფიტატი 125მგ
კალციუმის გლუკონატი 375მგ
D2 ვიტამინი 3000სე
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ვანილინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები მინერალურ ნივთიერებებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
D-კალცინი _ მინერალების და D2 ვიტამინის კომპლექსი, კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორი.
კალციუმ-მაგნიუმის ფიტატი (ფიტინი) _ ფოსფორის რთული ორგანული ნაერთი, რომელიც შეიცავს კალციუმისა და მაგნიუმის მარილების ნარევს. აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილის ზრდასა და განვითარებას. ფოსფორი _ მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც შედის ცილების, ნუკლეინური მჟავების, ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში. ფოსფორის ნაერთები მონაწილეობას იღებენ ენერგიის ცვლაში (ადენოზინტრიფოსფორმჟავა და კრეატინფოსფატი ენერგიის აკუმულატორებია), მათ გარდაქმნასთან დაკავშირებულია კუნთებისა და გონებრივი მუშაობა, ორგანიზმის ცხოველქმედების უზრუნველყოფა. ფოსფორი გავლენას ახდენს გულისა და თირკმელების მუშაობაზე.
კალციუმის გლუკონატი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, ავსებს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტს. კალციუმი შეადგენს ძვლოვანი ქსოვილის საფუძველს, ააქტიურებს რიგი მნიშვნელოვანი ფერმენტების მოქმედებას, მონაწილეობს ორგანიზმში იონური წონასწორობის შენარჩუნებაში, მოქმედებს პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებში.
D2 ვიტამინი არეგულირებს ორგანიზმში ჩა2+-ის და ფოსფორის ცვლას. მისი აქტიური მეტაბოლიტები (კერძოდ, კალციტრიოლი) ადვილად აღწევს უჯრედულ მემბრანებში და უკავშირდება სამიზნე ორგანოების უჯრედებში სპეციალურ რეცეპტორებს, რაც ხელს უწყობს კალციუმშემაკავშირებელი ცილების სინთეზის აქტივაციას, Ca2+-ის და ფოსფორის (მეორადად) შეწოვის გაადვილებას ნაწლავებში, მათი რეაბსორბციის გაძლიერებას თირკმელების პროქსიმალურ მილაკებში, ასევე ძვლოვანი ქსოვილის მიერ მათი მიტაცების ზრდასა და ძვლოვანი ქსოვილიდან მათი რეზორბციის პრევენციას.
გამოყენების ჩვენებები
_ რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
_ კალციუმის ცვლის დარღვევები, თანმდევი ოსტეოპათიით, სპაზმოფილიით, პარესთეზიებით, ტრემორით, ძვალწარმოქმნის პროცესების დარღვევით და კბილების ამოჭრის შეფერხებით, ორგანიზმის ინტენსიური განვითარების პერიოდში ზრდის შეფერხებით;
_ სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა;
_ მდგომარეობები, რომლის დროსაც იზრდება მოთხოვნილება D ვიტამინსა და კალციუმზე:
• ბავშვები, რომლებიც არიან ძუძუთი კვებაზე და/ან ნაკლებად იმყოფებიან ჰაერზე;
• ბავშვები, რომლებიც არიან ხელოვნურ კვებაზე D ვიტამინის დეფიციტით;
• მალაბსორბციის სინდრომი, ქრონიკული დიარეა, გასტრექტომია;
• ვეგეტარიანული დიეტა, მკაცრი დიეტა გახდომის მიზნით;
• ნერვული სისტემის გამოფიტვა;
• სტეატორეა;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ავადმყოფები, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ჰორმონული პრეპარატებით, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით, იმუნოდეპრესანტებით, ალუმინის შემცველი ანტაციდებით, დიურეტიკებით.
მიღების წესი და დოზები
D-კალცინი მიიღება პერორალურად.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა _ 1000-2000 სე დღე-ღამეში (საზომი ჭიქის 1/4-1/2).
რაქიტისა და ისტეომალაციის პროფილაქტიკა _ 400 სე დღე-ღამეში (1 ყავის კოვზი).
რაქიტისა და ოსტეომალაციის, კვების რაციონში D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ:
_ მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 1000-2000 სე (საზომი ჭიქის 1/4-1/2);
_ ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 1000-4000 სე (საზომი ჭიქის 1/4-1).
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, გადადიან D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზების (400 სე) მიღებაზე მოზრდილებსა და ბავშვებშიც.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი მიღებით გამოწვეული ოსტეომალაციის სამკურნალოდ:
_ მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 1000-4000 სე (საზომი ჭიქის 1/4-1);
_ ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 1000 სე (საზომი ჭიქის 1/4).
რადგანაც D ვიტამინის მოქმედებისადმი მგრძნობელობა შესაძლოა ვარირებდეს, საჭიროა დოზირების დარეგულირება კლინიკური რეაქციის მიხედვით. საერთო ნორმის შესაბამისად Са × Р (მგ/დლ) არ უნდა აღემატებოდეს 58-ს შრატში.
წინააღმდეგჩვენებები
_ ჰიპერკალცემია;
_ D ჰიპერვიტამინოზი;
_ ჰიპერფოსფატემია;
_ ჰიპერპარათირეოდიზმი.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკალცემია.
განსაკუთრებული მითითებები
D-კალცინის მიღებისას აუცილებელია D ვიტამინის სხვა წყაროებიდან მიღების გათვალისწინება.
პროფილაქტიკური გამოყენებისას გასათვალისწინებელია დოზის გადაჭარბების ალბათობა, განსაკუთრებით ბავშვებში.
მაღალი დოზების ხანგრძლივ გამოყენებას მივყავართ ქრონიკულ D ჰიპერვიტამინოზამდე.
სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პირებმა თირკმლის უკმარისობით. მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია კალციუმის შარდით გამოყოფის და კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი პლაზმაში (კალციურიის შემთხვევაში, რომელიც აღემატება 7,5 მმოლს/დღე-ღამეში (300 მგ/დღე-ღამეში), აუცილებელია დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა).
გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა პაციენტში მგრძნობელობა D ვიტამინის მიმართ ინდივიდუალურია და რიგ პაციენტებში თერაპიული დოზების მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი. ახალშობილებში D ვიტამინის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება იყოს განსხვავებული, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს მგრძნობიარე დაბალი დოზების მიმართაც კი. ბავშვებში, რომლებიც იღებენ D ვიტამინს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მატულობს ზრდის შეფერხების გაჩენის რისკი. D ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის უმჯობესია დაბალანსებული კვება.
ხანდაზმულ ასაკში მოთხოვნა D ვიტამინზე შეიძლება გაიზარდოს D ვიტამინის აბსორბციის შემცირების, ინსოლაციის დროის შემცირების, თირკმლის უკმარისობის სიხშირის ზრდის შედეგად.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ტუბერკულოზის აქტიური ფორმებით და სარკოიდოზით (გრანულომების შესაძლო კალციფიკაციის გამო).
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
D-კალცინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული D ვიტამინის მაღალი დოზებით მიღება ტერატოგენული მოქმედების, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გამოვლენის ალბათობის გამო.
სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ D-კალცინი მეძუძურ ქალებს _ დედის მიერ მაღალი დოზებით მიღებულმა პრეპარატმა შესაძლოა, გამოიწვიოს დოზის გადაჭარბების სიმპტომები ბავშვში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ტოქსიკურ მოქმედებას ასუსტებენ: A ვიტამინი, ტოკოფეროლი, ასკორბინის მჟავა, პანთოტენის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი. D ჰიპერვიტამინოზის დროს შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება და არითმიის რისკის გაზრდა, რაც განპირობებულია ჰიპერკალცემიის განვითარებით (მიზანშეწონილია საგულე გლიკოზიდის დოზის კორექცია).
ბარბიტურატების (მათ შორის, ფენობარბიტალი), ფენიტოინის და პრიმიდონის ზეგავლენით შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს მოთხოვნილება ერგოკალციფეროლზე (ზრდიან მეტაბოლიზმის სიჩქარეს). ხანგრძლივი თერაპია Aლ3+ და Mგ2+-შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენების ფონზე ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლში და ინტოქსიკაციის რისკს. კალციტონინი, ეთიდრონის და პამიდრონის მჟავების წარმოებულები, პლიკამიცინი, გალიუმის ნიტრატი და გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ამცირებენ ეფექტს. ზრდის ფოსფორშემცველი პრეპარატების აბსორბციას და ჰიპერფოსფატემიის რისკს. ნატრიუმის ფტორიდთან ერთდროული გამოყენებისას ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 საათისა, ტეტრაციკლინის პერორალურ ფორმებთან _ არანაკლებ 3 საათისა. არ არის რეკომენდებული კალციუმისა და D ვიტამინის შემცველ სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან ერთდროული გამოყენება.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: შეკრულობა, დიარეა, მადის დაკარგვა, მეტალის გემო პირში, გულისრევა, ღებინება, წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე, დაღლილობა, სისუსტე, ფოტოსენსიბილიზაცია, არითმია.
მკურნალობა: უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა, დიდი რაოდენობის სითხის მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება, საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.
გამოშვების ფორმა
გრანულების 75 გ პლასტიკურ ქილაში ხრახნიანი თავსახურით.
1 ქილა საზომ ჭიქასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250 ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

 

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად