რადოფენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

რადოფენი - RADOFEN - РАДОФЕН

ზოგადი ინფორმაცია

რადოფენი ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – სერატიოპეპტიდაზა + კალიუმის დიკლოფენაკი. Serathiopeptidase + Diclofenac potassium.

მწარმოებელი ფირმა – SR MEDICARE PVT.LTD (ინდოეთი).

რადოფენის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

რადოფენი. RADOFEN გამოდის 10მგ/50მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს: სერატიოპეპტიდაზას 10 მგ.

კალიუმის დიკლოფენაკს 50 მგ.

რადოფენის აქტიური ნივთიერებები

სერატიოპეპტიდაზა + კალიუმის დიკლოფენაკი . Serathiopeptidase + Diclofenac potassium.

რადოფენის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ოსტეოართრიტი, მწვავე და ქრონიკული
  • ართრიტი რევმატოიდული
  • ართრიტი ქრონიკული
  • სპონდილოზი
  • დისმენორეა პირველადი

აღწერა:

ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) მოქმედებენ როგორც ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-1 და 2 (ცოგ-1 და ცოგ-2) ინჰიბიტორები, ცოგ-1 ინჰიბირების პროცესი არაკეთილად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, მაშინ როდესაც ცოგ-2 ინჰიბირების პროცესი დადებითად მოქმედებს ანთების საწინააღმდეგო აქტივობაზე. დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს (აასპ) და მიეკუთვნა ციკლოგენაზა-2-ის ინგიბიტორებს, ამგვარად, ნაკლებ ტოქსიკურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ. ციკლოოქსიგენაზა მონაწილეობს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზში, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ანთების, ტკივილისა და ცხელების განვითარებაში. დიკლოფენაკი გამოიყენება როგორც ანალგეტიკი, ანტიპირეტიკი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

სერატიოპეპტიდაზა არის ძლიერი პროტეოლიზური ფერმენტი

ერთის მხრივ სერატიოპეპტიდაზა ასუსტებს ტკივილს, ამასთან, არ თრგუნავს პროსტაგლანდინების აქტივობას და არ ახდენს ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. სერატიოპეპტიდაზა (როგორც იმუნოლოგიურად აქტიური ფერმენტი) მიეკუთვნება ბიოლოგიური სითხეების ალფა-2 მაკროგლობულინებს.

სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს ატეროსკლეროზული ფოლაქების დაშლის პროცესს, არტერიული კედლების ჯანმრთელი უჯერებისთვის საფრთხის შეუქმნელად. გამაგრებული, ვიწრო არტერიული კედლები წარმოადგენენ ერთობლივ შედეგს მიკროსკოპული ტრავმებისა და იქ მიმდინარე დაჟანგული ლიპიდების ანთებითი პროცესებისა. სერატიოპეპტიდაზა ახდენს გავლენას, როგორც ანთებით პროცესზე, ასევე მკვდარი ფოლაქების დაშლაზე. ქოლესტერინის ბლოკატორებისაგან განსხვავებით, სერატიოპეპტიდაზა ასუფთავებს არტერიულ კედლებს მკვდარი უჯრედებისგან, ქოლესტერინის სინთეზის დაურღვევლად. სინამდვილეში, სერატიოპეპტიდაზას მიღების დროს, ქოლესტერინის დონემ შეიძლება მოიმატოს, რადგან ხდება მისი მოწყვეტა არტერიების კედლებიდან ორგანიზმიდან შემდგომი გამოდევნისათვის (ქოლესტერინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და სტერეოიდული ჰორმონებისა და ორგანიზმის ძირითადი შინაგანი ორგანოების საჭირო კომპონენტს). გერმანელმა ექიმმა დოქ. ჰანს ნეიპერმა გამოიყენა სერატიოპეპტიდაზა გულით ავადმყოფ პაციენტებში არტერიების დაცობის სამკურნალოდ, ამტკიცებს, რომ სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, და აგრეთვე ხელს უწყობს ვარიკოზული ვენების შევიწროებას.

ჩვენებები:

- მწვავე და ქრონიკული ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა;

- ქრონიკული ართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის პროფილაქტიკა;

- სპონდილოზის მკურნალობა;

- როგორც ტკივილგამაყუჩებელი და პირველადი დისმენორეას დროს, სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღების საჭიროების შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები:

ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

ცნობილია შემთხვევა, როდესაც დიკლოფენაკი გახდა ასაკოვან ქალებში ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი გამოყოფის სინდრომის მსგავსი სიმპტომების გამოვლენის მიზეზი.

ხანგრძლივი გამოყენებისას შეიმჩნევა პირის სიმშრალე.

შესაძლებელია ღებინება, გულის რევა, ანორექსია, ტკივილები და არასასიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრალურ მიდამოში, მეტეორიზმი, შეკრულობა, დიარეა; ცალკეულ შემთხვევებში – ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციები.

იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა; მიდრეკილების მქონე პაციენტებში შესაძლებელია შეშუპებები.

შესაძლებელია კანის გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენება:

რადოფენი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის, სერატიოპეპტიდაზას მიმართ.

დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია პაცინეტთათვის. რომელთაც აქვთ ასთმა, ჭინჭრის გამონაყარი და სხვა ალერგიული ტიპის რექციები, რომლებიც ჩნდება ასპირინისა და სხვა (აასპ) გამოყენების შემდეგ. დიკლოფენაკის გამოყენებამ ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი, მძიმე რეაქციები, ძალიან იშვიათად ლეტალური შედეგი. სისხლის კოაგულაციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის და აგრეთვე სხვა (აასპ), ორსულობის ბოლო ვადებში მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის დახურვა ნაადრევად.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისათვის. ყოველ 8 საათში 50 მგ დოზის მიღებისას, აქტიური ნაწილაკები აღწევენ დედის რძეში, მაგრამ მცირე კონცენტრაციით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

ხანდაზმულები

ასაკი არ მოქმედებს სერატიოპეპტიდაზასა და დიკლოფენაკის აბსორბაციაზე, მეტაბოლიზმსა და ექსკრეციაზე.

თუმცა (აასპ) უნდა გამოყენებულ იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან ისინი მეტად არიან მიდრეკილები გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიმართ. კერძოდ, რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზის დანიშვნა სუსტი, ასაკოვანი და დაბალი წონის პაციენტებისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

დიკლოფენაკის ტრიამეტერენთან შეთავსებით მიღებისა და დიკლოფენაკის ციკლოსპორინთან შეთავსებით მიღებისას შეიმჩნეოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად