ვაგინორმ - C® - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ვაგინორმ - C® - VAGINORM - C® - ВАГИНОРМ - C®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ასკორბინის მჟავა

წამლის ფორმა: ვაგინალური ტაბლეტები

1 ვაგინალური ტაბლეტის შემდგენლობა :

აქტიური ნივთიერება : ასკორბინის მჟავა …………  250 მგ

დამხმარე ნივთიერებები : პოლიმეთილსილოქსანი 10 მგ , ლაქტოზას მონოჰიდრატი 670 მგ, ჰიპრომელოზა 60 მგ , მაგნიუმის სტეარატი 10 მგ .

აღწერილობა:

თეთრიდან ღია - ყვითელი შეფერილობით თეთრამდე ოვალური ტაბლეტები .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტისეპტიკური .

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ასკორბინის მჟავა ამცირებს საშოს pH - ს, ბაქტერიების ზრდის ინჰიბირებით და ხელს უწყობს საშოს pH -ისა და ფლორის ნორმალური მაჩვენებლების აღდგენასა და შენარჩუნებას (Lactobacillus acidophilus, Lactobacillus gasseri ).

ამგვარად , საშოს pH - ის შემცირებისას რამოდენიმე დღის განმავლობაში ხდება ანაერობული ბაქტერიების ზრდის გამოხატური დათრგუნვა , ასევე ნორმალური ფლორის აღდგენა (Lactobacillus acidophilus, Lactobacillus gasseri ).

ფარმაკოკინეტიკა:

მცირე რაოდენობით ვლინდება სისტემურ სისხლმიმოქცევაში, გამოიყოფა თირკმლებით .

ჩვენებები:

-           ქრონიკული და რეციდივირებადი ვაგინიტი ( ბაქტერიული ვაგინოზი , არასპეციფიური ვაგინიტი ),  განპირობებული ანაერობული ფლორით ( საშოს შეცვლილი pH - ის შედეგად ).

-           საშოს დარღვეული მიკროფლორის ნორმალიზებისათვის .

უკუჩვენებები:

-           ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ;

-           კანდიდოზური ვულვოვაგინიტი .

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის .

გამოყენების წესი და დოზები:

ინტრავაგინალურად . 1 ვაგინალური ტაბლეტი შეიყვანება საშოში ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში ოდნავ მოხრილი ფეხებით ერთხელ საღამოს ძილის წინ . მკურნალობის კურსი შეადგენს 6 დღეს . შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსები .

საჭიროების შემთხვევაში თერაპიის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს .

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება .

ძალიან იშვიათად (<1/10000) – ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ .

იშვიათად (<1/100, > 1/1000 შემთხვევა ) შესაძლებელია საშოში წვის შეგრძნება ან ქავილი , ლორწოვანიგამონადენის მომატება , ჰიპერემია , ვულვის შეშუპება .

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის .

რთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სალიცილატები ასტიმულირებენ ორგანიზმიდან C ვიტამინის გამოყოფას . ესტროგენები აუმჯობესებენ C ვიტამინის ბიოშეღწევადობას . C ვიტამინი აქვეითებს ანტიკოაგულანტების აქტივობას .

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ თრგუნავს საშოს სოკოვანი ფლორის ზრდას .

ციკლის შუა ან მენსტრუალური სისხლდენების გამო ვაგინორმ C- ს გამოყენებაში შესვენებების გაკეთება საჭირო არ არის .

C ვიტამინი ცვლის შარდში გლუკოზას შემცველობის სურათს ისევე , როგორც სისხლის შრატში ტრანსამინაზების , დეჰიდროგენაზას ლაქტატისა და ბილირუბინის შემცველობის სურათს .

ისეთი გამოვლინებები , როგორიცაა წვის შეგრძნება და ქავილი შეიძლება განპირობებული იყოს თანმხლები ასიმპტომური სოკოვანი ინფექციით . ამიტომ ამ სიმპტომების გამოვლენისას უნდა ჩატარდეს ანალიზი სოკოვანი ინფექციის გამოსარიცხად .

გამოშვების ფორმა:

ვაგინალური ტაბლეტები 250 მგ . 6 ვაგინალური ტაბლეტი პვქ / პვდქ / ალ ბლისტერში . 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი .

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

შენახვის პირობები:

ინახება შრალ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე .

წარმოებულია: არტეზან ფარმა გმბჰ და კო . კგ ,

გერმანია .

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად