ეარლითი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ეარლითი - EARLITI - ЭАРЛИТИ

მწარმოებელი : შპს “ ნეოფარმი “.

აღწერილობა :

მოყვითალო ფერის, თავისებური სუნის მქონე ერთგვაროვანი მასა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული , ტკივილგამაყუჩებელი , ცხვირის ფილტრაციის უნარის გამაუმჯობესებელი.

მალამო ინტრანაზალური და გარეგანი გამოყენებისთვის .

შემადგენლობა: ( გ /10 გ )

აქტიური ნივთიერებები :

სულფანილამიდი  .................................   0,55 გ ;

ქლორამფენიკოლი   ...............................   0,454 გ ;

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი  ......  0,3 გ ;

დამხმარე ნივთიერებები :

უწყლო ლანოლინი , ვაზელინი - 10 გ - მდე ;

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

სტრეპტოციდი – ანტიბაქტერიული საშუალებაა სულფანილამიდების ჯგუფიდან . ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით სტრეპტოკოკების , მენინგოკოკების , გონოკოკების , პნევმოკოკების , ნაწლავის ჩხირის და ზოგიერთი სხვა ბაქტერიების მიმართ .

ქლორამფენიკოლი მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებს მიეკუთვნება . ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ , მოქმედებს სულფანილამიდებისადმი მდგრადი ბაქტერიების შტამებზე. ამიტომ მათი ერთობლივი გამოყენება იძლევა საუკეთესო ანტიმიკრობულ ეფექტს .

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი ანტიჰისტამინური და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მქონე საშუალებაა , რომელიც ეფექტურად გამოიყენება ალერგიული ვაზომოტორული, მწვავე რინიტებისას, რინოსინუსოპათიებისას.

კომბინირებული მალამო ,, გრიპ . სტოპ . ივა .” ამცირებს ანთებად შეშუპებას, აიოლებს სუნთქვას, აუმჯობესებს ცხვირის ფილტრაციის უნარს, ხსნის ცხვირის, ყელის და ყურის ტკივილს, ყურებში შეგუბების მოვლენებს და სხვა უსიამვნო შეგრძნებებს,   ორგანიზმს ეხმარება ადგილობრივად დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიების ) მოსპობაში.

იმავე მექანიზმებით მალამო ეფექტურად მოქმედებს ადგილობრივად ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული დამწვრობების და კანის ზედაპირის სხვა ჩირქოვან - ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ .

ნაზალურ მალამოს აქვს შემდეგი უპირატესობა სხვა ნაზალურ წამლის ფორმებთან
( წვეთები, სპრეი )შედარებით :

•მოქმედების ხანგრძლივდება წამწამოვანი ეპითელიუმის სატრანსპორტო ფუნქციის შენელების ხარჯზე .

•ცხვირის ლორწოვანი გარსის დაცვა გამოშრობისაგან და პათოგენური ფაქტორებისგან.

ფარმაკოკინეტიკა:

ცხვირის ნესტოებში შეზელის შემდეგ , მალამო შესუნთქული ჰაერის ნაკადთან ერთად ღრმად ვრცელდება ყელის მიმართულებით, მოქმედებს როგორც ცხვირის, ასევე ცხვირხახის ლორწოვან გარსზე 5-6 საათის განმავლობაში.

ინფიცირებულ ჭრილობებზე და კანის დაზიანებულ უბნებზე დოლბანდით დატანისას მალამო მოქმედებს 24-48სთ .

ჩვენება:

•რინიტი ;

•ინფიცირებული ჭრილობები ;

•დამწვრობები ;

•კანის ჩირქოვანი დაავადებები ;

უკუჩვენება:

სოკოვანი დაავადებები , სისხლმბადი ორგანოების , თირკმელების დაავადებები , ალერგიული განწყობა მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ ;

ორსულობის , ლაქტაციის პერიოდში ; 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ;

ჭარბი დოზირების , ან პრეპარატის შემთხვევით პერორალურად მიღებისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს !!!

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში , რომლებიც მართავენ ავტომობილს ;

სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ ასაკში ;

ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების შემთხვევაში საჭიროა ამის თაობაზე ექიმის ინფორმირება .

პრეპარატით მკურნალობისას არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე . არაკონტროლირებადმა მკურნალობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას !

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები მალამოში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ,გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ცვლილებები სისხლში.

მიღების წესი და დოზირება:

გამოყენება ხდება მალამოს ცხვირის ნესტოებში შეზელის გზით 3-4- ჯერ დღეში .

ერთჯერადი დოზაა - 0,05 გ მალამო თითოეულ ნესტოში, მაქსიმალური დღიური დოზა – 0,4 გ;

გარეგანად - დაინფიცირებული ჭრილობების და კანის სხვა ჩირქოვანი დაავადებების სამკურნალოდ დაიტანება სტერილური საფენით ერთ ან ორ დღეში ერთხელ .

გამოშვების ფორმა :

10 გ მალამო მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში . ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფშიინსტრუქციასთან ერთად .

გაცემის რეჟიმი :

(II ჯგუფი ) რეცეპტით .

ვარგისიანობის ვადა:

2   წელი.

შენახვის წესი:

ინახება 2-8 °C ტემპერატურულ პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე .

ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად