მაჟეზიკი–სანოველი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

მაჟეზიკი–სანოველი - MAJEZIK - sanovel - МАЖЕЗИК-САНОВЕЛЬ

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი:

Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc.
შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- ფლურბიპროფენის (flurbiprofen)  100მგ-ს.
მღებავი აგენტი: ტიტანის დიოქსიდი
კლინიკო-ფარმაკალოგიური ჯგუფი:
ანთების საწინაარმდეგო არასტეროიდული საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ფლურბიპროფენი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა. იგი ფენილალკანოის მჟავას წარმოებულია და გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთებისა და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ ფლურბიპროფენი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აღწევს მაქიმალურ კონცენტრციას პლაზმაში დაახლოვებით 1,5 საათში. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. ფლურბიპროფენის უმეტესი ნაწილი განიცდის მეტაბოლიზმს. შარდთან ერთად გამოიყოფა პრეპარატის 20% თავისუფალი და შეკავშირებული სახით, ხოლო 50% -- ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების სახით. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99%-ს.
ჩვენებები:
-თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია;
-დისმენორეა;
-რევმატოიდური ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზებული სპონდილიტის, ართრალგიის, ართროზის, მწვავე რადიკულიტის და ლუმბაგოს გადაუდებელი და ხანგრძლივი მკურნალობა;
-პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ქირურგიული ოპერაციებისა და რბილი ქსოვილების ტრავმებისას;
-პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ოტოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
უკუჩვენებები:
* ფლურბიპროფენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟღავნებენ მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს.
უსაფრთხოების ზომები:
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით ინიშნება:
-პაციენტებში, რომლებიც მუდმივად მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, რადგან მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარება;
-პაციენტებში ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით;
-პაციენტებში გულის უკმარისობით, ჰიპერტონიით და სხვა დაავადებებით შესაძლებელი შეშუპებისა და სითხის შეკავების შესაძლო განვითარების გამო;
პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პოტენციური რისკით, რადგანაც შესაძლებელია ფლურბიპროფენმა გაახანგრძლივოს სისხლისდენის დრო.
ორსულობა, ლაქტაცია:
ორსულთა B კატეგორია:
ფლურბიპროფენის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, რადგანაც სათანადო კვლევა ადამიანებში ჩატარებული არ არის. პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები უარყოფითად მოქმედებენ ახალშობილზე, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.
გვერდითი მოვლენები:
კლინიკური კვლევის დროს აღწერილი გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას. შესაძლებელია განვითარდეს დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ურტიკარია, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევა, რინიტი, სხეულის წონის ცვალებადობა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არასასურველი კომბინაციები:
ფლურბიპროფენმა შესაძლოა შეამციროს ფუროსემიდის მსგავსი პრეპარატების დიურეზული ეფექტი.
სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად შესაძლებელი სისხლდენის რისკის გამო.
ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 50%-ით. ამიტომ მათი ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.
დოზირება და მიღების წესი:
რეკომენდებული დღიური დოზები:
გაყოფილი დოზა შეადგენს 150-დან 200მგ-მდე დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 300მგ-მდე.
დისმენორეა:
საწყისი დოზაა 100მგ, შემდგომში 50 ან 100მგ ყოველ 4-6 სთ-ში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ აღემატება 300მგ-ს.
ჭარბი დოზირების მკურნალობა:
ფლურბიპროფენის მიმართ სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების სიპტომებია: სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია.
შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბნელ, ნესტისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილად ოთახის ტემპერატურაზე 30°C - მდე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
შეფუთვა
შეფუთვაში 15 და 30 შემოგარსული ტაბლეტი.
გაიცემა ექიმის რეცეპტით
მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად