კალცინორმ - D3 - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
კალცინორმ - D3 - CALCINORM – D3 - КАЛЬЦИНОРМ - D3

მწარმოებელი: Ponroy Vytarmonil Industries, საფრანგეთი

საერთაშორისო დასახელება:

colecalciferol, calcium carbonate

კლინიკურ- ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები; D3 ვიტამინის პრეპარატები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20
აქტიური კომპონენტები:

კალციუმის კარბონატი ...................................  1250 მგ

(ექვივალენტურია კალციუმის - 500მგ),

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინ D3) ....................  5მკგ (200სე)

2 მგ ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის სახით.

დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, მალტოდექსტრინი, ლიმონის არომატი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის აღწერა: მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტი, ლიმონის არომატით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლებში, კბილებში, ფრჩხილებში, თმებში, კუნთებში). იგი ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს, ავსებს რა კალციუმისა და ვიტ. D3- ის დეფიციტს ორგანიზმში, იგი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისთვის. კალციუმი ხელს უწყობს ნერვული გამტარობისა და კუნთების კუმშვადობის რეგულაციას და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.
ფარმაკოდინამიური თვისებები:
ვიტამინი D3 ზრდის ნაწლავის მიერ კალციუმის აბსორბციას. კალციუმის და ვიტამინ D3- ის მიღება ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას (პთჰ), რომელიც წარმოადგენს ძვლის მომატებული რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნის) სტიმულატორს.
ფარმაკოკინეტიკა:
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილი ნაწლავის მიერ. კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში D - ვიტამინ დამოკიდებული ტრანსპორტული მექანიზმის მეშვეობით.
ჩვენებები:
• კალციუმის ან ვიტამინი D3- ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
• ოსტეოპოროზის (მენოპაუზის დროს, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და ა.შ.) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. კალციუმის და ვიტამინ D3- დეფიციტის დროს:

მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 5-დან 12 წლამდე - 1-2 ტაბლეტი დღეში.

3-დან 5 წლამდე ბავშვებში დოზირება განისაზღვრება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ტაბლეტი შეიძლება გაიწუწნოს ან დაიღეჭოს ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია: (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (შარდში ან სისხლში კალციუმის მაღალი შემადგენლობა).
უკუჩვენება:
• ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაცია);
• ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი შემცველობა);
• ნეფროლითიაზი;
• ვიტამინ D3-ის ჰიპერვიტამინოზი;
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
• თირკმლის მწვავე უკმარისობა;
• ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
• სარკოიდოზი;
პრეპარატი არ ინიშნება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილე მიღებისას: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია:
დღე-ღამის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1500მგ კალციუმს და 600სე ვიტამინ D3- ს.
ორსულობის დროს პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს წარმოქმნილმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გონებრივი და ფიზიკური განვითარების დეფექტები.
ვიტამინ D3- მ და მისმა მეტაბოლიტებმა შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში, რის გამოც აუცილებელია გავითვალისწინოთ კალციუმის და ვიტამინ D3- ს მიღება სხვადასხვა წყაროებიდან დედისა და ბავშვის მიერ.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, ლაქსატიური ეფექტი, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სინკოპე, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ზედმეტი დოზის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში სისხლძარღვების და ქსოვილის კალცინოზი.

მკურნალობა: ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, დიურეზულების (მაგ. ფუროსემიდის), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატების მიღება.

ჭარბი დოზირების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დახმარებისთვის მიაკითხეთ ექიმს. ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომების განვითარების შემთხვევაში სასურველია შემოწმდეს სისხლში კალციუმის და კრეატინინის კონცენტრაცია. სისხლის შრატში კალციუმის და კრეატინინის მაღალი კონცენტრაციის დროს საჭიროა შემცირდეს პრეპარატის დოზა ან დროებით შეწყდეს პრეპარატის მიღება.
ჰიპერკალციურიის შემთხვევაში, რომელიც აჭარბებს 7,5მმოლ-ს დღე-ღამეში, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
• ვიტამინ D3- ის აქტიურობა შეიძლება შემცირდეს მასთან ერთად ფენიტოინის ან ბარბიტურატების მიღების გამო.
• ერთდროულად გულის გლიკოზიდების მკურნალობის დროს აუცილებელია ეკგ-ს და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი.
• კალციუმის და ვიტ. D3- ის მიღებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტეტრაციკლინების შეწოვა, ამიტომ ტეტრაციკლინების რიგის პრეპარატების მიღებასა და კალცინორმ -D3- ის მიღებას შორის შუალედი უნდა იყოს არა უმცირესი 3 საათი.
შენახვის პირობები და ვადები:
გამოყენების ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად