ელევიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ელევიტი - ELEVIT - ЭЛЕВИТ

მწარმოებელი: BAYER CINSUMER CARE, შვეიცარია, წარმოებულია როტენდორფ ფარმა გმბხ, გერმანია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული, მონაცრისფრო-ყვითელი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს ზოლით გადატეხვისთვის; სუნი არ აქვს ან ოდნავ იგრძნობა.

1 ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი A .........................    3600 სე
ვიტამინი D3 ........................... 500 სე
ვიტამინი E ............................    15 მგ
ვიტამინი C ...........................   100 მგ
ფოლიუმის მჟავა .................      0.8 მგ
ვიტამინი B1 ........................     1.6 მგ
ვიტამინი B2 ........................     1.8 მგ
ვიტამინი B6 .........................    2.6 მგ
ვიტამინი B12 ........................   4 მკგ
ნიკოტინამიდი  ......................  19 მგ
ბიოტინი ...............................  0.2 მგ
კალციუმის პანთოტენატი .....    10 მგ
მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები:
კალციუმი ..................    125 მგ
მაგნიუმი ...................    100 მგ
ფოსფორი .................    125 მგ
რკინ ა........................     60 მგ
თუთია .......................    7.5 გ
სპილენძი ...................    1 მგ
მანგანუმი ...................    1 მგ
კალციუმი – კალციუმის ფოსფატის და კალციუმის პანთოტენატის სახით; მაგნიუმი –  მაგნიუმის ოქსიდის, მაგნიუმის ფოსფატის, მაგნიუმის სტეარატის სახით;

ფოსფორი – კალციუმის ფოსფატის, მაგნიუმის ფოსფატის სახით;

რკინა – რკინის ფუმარატის სახით;

თუთია – თუთიის სულფატის სახით;

სპილენძი – სპილენძის სულფატის სახით;

მანგანუმი – მანგანუმის სულფატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 6000, პრეციროლ ატო 5, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელი -გლიკოლატი, პოვიდონი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლ 400, ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
კლინიკურ–ფარამაკოთერაპიული ჯგუფი:

მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება. პოლივიტამინო-მინერალური კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ელევიტ პრონატალი წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს, რომელიც შეიცავს 12 ძირითად ვიტამინს, 4 მინერალს და 3 მიკროელემენტს. ვიტამინების რაოდენობა შეესაბამება დოზებს, რომლებიც რეკომენდებულია ორსული და მეძუძური ქალების საკვები რაციონისთვის. პრეპარატში შემავალი მინერალების რაოდენობა, რკინის გარდა, რეკომენდებულ დოზებზე დაბალია.

ელევიტ პრონატალი სპეციალურად არის შექმნილი ნორმალური ორსულობის უზრუნველსაყოფად, მიკროელემენტების ოპტიმალური დოზირების დაცვით. ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ელევიტ პრონატალი ავსებს იმ ვიტამინების და მიკროელემენტების მოთხოვნილებას, რომელიც აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის.

ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების და მხედველობის როგანოების ნორმალურ ფუნქციას.
ვიტამინი B1 ახდენს გულის მუშაობის ნორმალიზაციას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს კანის, კბილების, ღრძილების სტრუქტურის და ფუნქციის შენარჩუნებას, ახდენს ზეგავლენას ერითროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 მონაწილეობს ერითროპოეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

B ჯგუფის ვიტამინები მონაწილებენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ფორმებს, ხელს უწყობენ გულისრევის და ღებინების შეტევების დაქვეითებას ორსულებში ტოქსიკოზის დროს.

ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვით პროცესებში, შემაეთებელ ქსოვილში ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში და ქსოვილების რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ახდენს კაპილარების გამტარობის ნორმალიზაციას. ვიტამინი C ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, დაბლა სწევს ანთებით რეაქციებს.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორსულების ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში. მისი უკმარისობისას ბავშვებში ვითარდება რაქიტი, ხოლო მოზრდილებში ძვლის ქსოვილში მცირდება კალციუმის შემცველობა (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი E წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს. ის ხელს უშლის სისხლის მომატებული შედედების განვითარებას და დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე. მონაწილეობს ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, უჯრედების ზრდის პროცესში, ჩონჩხის კუნთების, გულის და სისხლძარღვების, სასქესო ჯირკვლების ფუნქციებში. ვიტამინი E-ს ნაკლებობა ორსულობის ადრეულ სტადიებზე შეიძლება გახდეს სპონტანური აბორტის მიზეზი.
ბიოტინი მონაწილეობას ღებულობს ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს ცილის შეთვისებას.
კალციუმის პანთოტენატი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესში.
ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს ერითროპოეზს.
ნიკოტინამიდი მონაწილეობას ღებულობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, უზრუნველყოფს წყალბადის და ფოსფატის გადატანას.
კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხის და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურ მუშაობაში. ის ასევე ხელს უწყობს რკინის აბსორბციას.
მაგნიუმი მონაწილეობს კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში, ასევე მონაწილეობას ღებულობს ცილების სინთეზში.
რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის მოლეკულის ნაწილს, მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგბადის გადატანაში და ახდენს ანემიის პრევენციას ორსულებში, განსაკუთრებით II და III ტრიმესტრში.
ფოსფორი კალციუმთან ერთად, მონაწილეობს ძვლების და კბილების ფორმირებაში, ასევე ენერგეტიკული ცვლის პროცესებში.
მანგანუმი ხელს უწყობს ძვლების სწორ მინერალიზაციას.
სპილენძი აუცილებელია ერითროციტების ნორმალური ფუნქციისთვის და რკინის ცვლისთვის.
თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისთვის და ქსოვილების რეგენერაციისთვის, შედის ზოგიერთი ჰორმონის, მათ შორის ინსულინის შემადგენლობაში, ამცირებს მთელი რიგი საშვილოსნოსშიდა ანომალიების ალბათობას.
გამოყენების ჩვენება:
ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალური ნივთიერებების და მიკროელემენტების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის, მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება:
გამოყენების წინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ქალებში, ორსულობამდე, ორსულობის დროს, მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია 1 ტაბლეტი პრეპარატის შიგნით მიღება დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით. პრეპარატის მიღების კურსი ისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.

უკუჩვენება:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება A ან/და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზის, სისხლში კალციუმის მომატებული დონის, შარდთან ერთად კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის, და შარდკენჭოვანი დაავადების, ასევე რკინის შეთვისების დარღვევის დროს.
გვერდითი მოქმედება:
შეიძლება აღინიშნოს დარღვევევბი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობა), მაგრამ ეს დარღვევები არ საჭიროებენ პრეპარატის მოხსნას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დოზის გადაჭარბება:
ელევიტ პრონატალის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების და მინერალების დოზის გადაჭარბების ალბათობა, რეკომენდირებული დოზით მიღების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრეპარატი შეიცავს რკინას და კალციუმს, ამის გამო აფერხებს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, ასევე ანტიმიკრობული საშუალებების – ფტორქინოლონების შეწოვას.

C ვიტამინი აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდით ეფექტებს (მათ შორის კრისტალოურიას).

რკინის შეწოვას ამცირებენ ანტაციდური პრეპარტები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს, ასევე ქოლესტირამინს. თიაზიდების ჯგუფის შარდმდენებთან ერთად დანიშვნისას მატულობს ჰიპერკალციემიის ალბათობა.

სხვა პრეპარტების ელევიტ პრონატალთან ერთად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებელია დაახლოებით 2 საათიანი ინტერვალის დაცვა.

განსაკუთრებული მითითებები :
თუ პრეპარატს იღებენ რეკომენდირებული დოზებით, განსაკუთრებული მითითებანი საჭირო არ არის. შესაძლებელია შარდის შეღებვა ყვითლად, რაც გაპირობებულია პრეპარატში რიბოფლავინის შემცველობით.
შენახვის პირობები:
25°C ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
2 წელი. არ შეიძელბა პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად