გასტალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

გასტალი - GASTAL - ГАСТАЛ

სერთაშორისო დასახელება:

ALUMINIUM HYDROXYDE, MAGNESIUM CARBONATE, MAGNESIUM HYDROXYDE

მწარმოებელი: PLIVA CRACOW, PHARMACEUTICAL COMP,პოლონეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

#30 ტაბლეტი

1 ტაბლეტი შეიცავს
450 მგ ალუმინის ჰიდროჟანგს –მაგნიუმის კარბონატის გელს,
300 მგ მაგნიუმის ჰიდროჟანგს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გასტალი – წარმოადგენს ბუფერულ ანტაციდს, რომელიც ამცირებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასა და აქვეითებს ამ უკანასკნელის შედეგად გამოწვეულ არასასურველ რეაქციებს კუჭის მხრივ (ტკივილი, გულძმარვა და სხვა). გასტალის ოპტიმალური ანტაციდური ეფექტი მდგომარეობს მჟავიანობის დაქვეითებაში, აგრეთვე მოქმედების ეფექტის მოკლე ვადაში მიღწევასა და ამ მოქმედების ხანგრძლივად შენარჩუნებაში (2 სთ). პრეპარატის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ალუმინის ჰიდროჟანგი -მაგნიუმის კარბონატის გელი წარმოადგენს ბუფერულ ანტაციდურ ნივთიერებას, რომელიც აქვეითებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას ფიზიოლოგიური მნიშვნელობის ფარგლებამდე (pH 3-5), რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალურ პროცესს ჰიპერსეკრეციის გარეშე. ალუმინის ჰიდროჟანგი უზრუნველყოფს კუჭის წვენში პეფსინის ადსორბციას და პრეციპიტაციას და ამგვარად შექცევადად ხელს უწყობს მის ინაქტივაციას.
მაგნიუმის ჰიდროჟანგი წარმოადგენს არაბუფერულ ანტაციდურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი გამანეიტრალებელი მოქმედება. იგი ავლენს საფაღარათო ეფექტს. ალუმინის ჰიდროჟანგთან კომბინაციით პრეპარატის ანტაციდური ეფექტი ძლიერდება და ყაბზობის შესაძლებლობა მცირდება.

ფარმაკოკინეტიკა:
ალუმინის ჰიდროჟანგი კუჭის წვენის ქლორწყალბადმჟავასთან რეაქციის შემდეგ ტუტე არეში რეაგირებს ფოსფატებსა და კარბონატებთან. იგი ორგანიზმიდან გაუხსნელი მარილების სახით გამოიყოფა ფეკალიებით. ნორმალური თირკმელების მქონე პაციენტებში პრეპარატი არ ახდენს სისტემურ მოქმედებას, ვინაიდან იგი მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები:
კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა (გულძმარვის ან მის გარეშე).
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- მწვავე და ქრონიკული გასტრიტი;
- დისპეფსია;
- კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევით, ალკოჰოლის, ყავის, ტკბილეულის გამოყენებით.
- გულძმარვა, მათ შორის ორსულებში, ხანდაზმულებსა და ყველა იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ეფექტურ ანტაციდურ საშუალებებს, რომლებიც არ იწვევენ ობსტიპაციას და სხვა არასასურველ გვერდით მოვლენებს.

მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში პრეპარატი მიიღება 1-2 ტაბლეტის ოდენობით 4-6-ჯერ დღეში, საკვების მიღებიდან დაახლოვებით 1 სთ-ის შემდეგ, აგრეთვე საღამოს ძილის წინ. გულძმარვის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ზემოთაღნიშნული დოზის შესაბამისად საკვების გამოყენების მიუხედავად.
6-დან 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატი მიიღება მოზრდილების მისაღები დოზის ნახევარი. გასტალის ტაბლეტი რეკომენდებულია ნელ-ნელა გაიწუწნოს, წინააღმდეგნაჩვენებია მისი მთლიანად გადაყლაპვა.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ყაბზობა. რეკომენდებულ დოზებში აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება. ძალიან იშვიათად ადგილი აქვს ალერგიულ რეაქციებს (ურტიკარია, პრურიტი, დერმატიტი, კოლიტი).

უკუჩვენება:
თირკმელების მძიმე ფორმის დაზიანება (მწვავე და ქრონიკული); ალუმინისა და მაგნიუმის მარილების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი გამოიყენება გულძმარვის ნიველირებისთვის, ხანდაზმულებში ჰიპერაციდულობის დროს და სხვა კატეგორიის პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროება ეფექტური ანტაციდური საშუალებების გამოყენება ყაბზობისა და სხვა შესაძლო არასასურველი მოვლენების განვითარების გარეშე.
სხეულის წონაში დაკლებულ და კახექსიით შეპყრობილ პაციენტებში, აგრეთვე ბავშვებში საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენისას.
პრეპარატი მაღალი დოზებით სიფრთხილით ინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
გასტალი ყოველთვის მიიღება საკვების მიღებიდან ერთი სთ-ის შემდეგ, ვინაიდან სწორედ ამ დროს მისი მოქმედების ეფექტი მნიშვნელოვნად მატულობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გასტალი, როგორც ყველა სხვა ანტაციდური საშუალება, მოქმედებს სხვა პრეპარატების შეწოვაზე. პრეპარატი აძლიერებს ლევოდოპას, აცეტილსალიცილის და ნალიდიქსის მჟავას ეფექტს. მეორეს მხრივ იგი თრგუნავს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, იზონიაზიდის, პროპრანოლოლის, ნაპროქსენის, ქინიდინის, დიგოქსინს, და რკინის პრეპარატების ეფექტს. ზემოთაღნიშნული საშუალებები უნდა მივიღოთ გასტალის მიღებიდან არა ნაკლებ 2 სთ-ის შემდეგ ან საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე.

შენახვის პირობები და ვადები:
5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ინახება მშრალ და სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეეტს 15-25oC ტემპერატურაზე.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად