ამპისიდი (ტაბლეტები:0.375გ-0,750გ) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

ამპისიდი (ტაბლეტები:0.375გ-0,750გ) - AMPISID - АМПИСИД

საერთაშორისო დასახელება:

SULTAMICILLIN

მწარმოებელი: მსტაფა ნევზატ ილაჩ სანაი
იენიბოსნა სტამბული; თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: სულტამიცილინი (ამპიცილინი+სულბაქტამი)

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ნახევრადსინთზური პენიცილინი + ß-ლაქტამაზას ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.375გ - 0,750გ სულტამიცილინის ტოსილატის დიჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერება ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სულტამიცილინი წარმოადგენს ამპიცილინისა და სულბაქტამის ეთეროვან ნაერთს, შეკავშირებულს მეთილენის ჯგუფის საშუალებით.

ამპიცილინი, 6-ამინოპენიცილინის მჟავის წარმოებული, არის ბაქტერიციდული ეფექტის მქონე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და გრამ(-) აერობებზე და ანაერობებზე; თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას ახორციელებს უჯრედოვანი მემბრანის მუკოპეპტიდების ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ამპიცილინი არ არის მდგრადი ß-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ, ადვილად იშლება,რაც განაპირობებს უეფექტო მკურნალობას.
სულბაქტამი არის პენიცილინის ბირთვის წარმოებული; შეუქცევადად აინჰიბირებს ß-ლაქტამაზას, რომელიც წარმოადგენს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის საფუძველს ცეფალოსპორინების და პენიცილინების მიმართ.
ß-ლაქტამაზების ინჰიბირებით, რომლებსაც  გამოყოფენ ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, სულბაქტამი ავლენს სინერგიულ მოქმედებას. სულტამიცილინი in vitro მოქმედებს ß-ლაქტამაზა მაპროდუცირებელ და არამაპროდუცირებელ გრამდადებით Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus pyogenes. და გრამუარყოფით  Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Esherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Neisseria gonorrhoeae, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Morganella morganii. მიკრობებზე, აგრეთვე ანაერობულ მიკროორგანიზმებზე: კლოსტრიდიები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები და ბაქტეროიდები (B.fragilis  ჩათვლით ).
ამპიცილინი უკავშირდება სისხლის ცილებს 28%-ით, სულბაქტამი-38%-ით. მიღების შემდეგ სულტამიცილინი ჰიდროლიზდება 1/1-ზე ამპიცილინისა და სულბაქტამის სახით. საკვების მიღება არ მოქმედებს ბიოშეთვისებაზე, რომელიც შეადგენს ინტრავენური ბიოშეთვისების 80%-ს. სულტამიცილინის მიღების შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლში 2-ჯერ მეტია ვიდრე ამპიცილინისა (იმავე დოზით). ნახევრად დაშლის პერიოდი ამპიცილინისა და სულბაქტამის შესაბამისად შეადგენს 0,75 და 1 სთ.

50-75% გამოიყოფა შარდით. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის  დარღვევით და მოხუცებში ეს პერიოდი ხანგრძლივდება. სულტამიცილინი მაღალ კონცენტრაციას აღწევს ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში და სითხეებში; ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღმოჩნდება თავ-ზურგ-ტვინის სითხეში (თავის ტვინის გარსების ანთების დროს).

ჩვენება:
გამოიყენება სულტამიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს.
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
-სასუნთქი გზების ინფექციები;
-ინტრააბდომინალური ინფექციები;
-გინეკოლოგიური ინფექციები;
-შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები.
ასევე გამოიყენება ბაქტერიული სეპტიცემიის, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და გონოკოკური ინფექციის დროს, წინასაოპერაციო პროფილაქტიკისათვის, ასევე სეფსისის რისკის შემცირების მიზნით აბორტების და საკეისრო კვეთის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილთათვის: დღიური დოზა 0,375გ-0,750გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. დოზა შეირჩევა პროცესის სიმძიმის მიხედვით.

ბავშვებს 30 კგ-ზე მეტი წონით ეძლევა მოზრდილის დოზა.

ბავშვებს 30 კგ-ზე ნაკლები წონით 50მგ/კგ-ზე ორ მიღება- ზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-14 დღე. ტემპერატურისა და კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება 2 დღე.
ß-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული მწვავე რევმატიზმის და გლომერულონეფრიტის გართულების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 10 დღე.

იმ შემთხვევაში თუ კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია, მიღებათა შორის ინტერვალი იზრდება.

გაურთულებელი გონორეის დროს სულტამიცილინი მიიღება დოზით 2,25გ (6X 0,375გ) ერთჯერადად. თერაპიული კონცენტრაციის შესანარჩუნებლად შესაძლებელია 1გ პრობენემიციდის გამოყენება.

წინააღმდეგჩვენება:
ამპისიდი არ გამოიყენება პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

თავისებურება:
სულტამიცილინით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია. ასეთი ტიპის ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება აღინიშნოს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზის დეტალური შეკრება.

ალერგიული რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და ანტიჰისტამინური პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყება.
მიუხედავად პენიცილინების არატოქსიურობისა, ხანგრძლივი დანიშვნისას აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების (თირკმელები, ღვიძლი, ჰემოპოეზის სისტემა) ფუნქციების კონტროლი. სულტამიცილინს არ ახასიათებს კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები. არ გამოიყენება მონონუკლეოზით დაავადებულებში.
გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეაქციები:
..: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
-კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, მულტიფორმული ერითემა.
-ჰემატოლოგიური: აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ლეიკოციტების, ლიმფოციტების, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ან ლიმფოციტების, მონოციტების, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება.
ეს ცვლილებები ატარებს გარდამავალ ხასიათს და სისხლის სურათი ნორმალიზდება პრეპარატის მოხსნისას.

შენახვის პირობები:
მშრალ ადგილას (არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე)
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,375გ-0,750გ №10

გამოშვების სხვა ფორმები:
ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,375გ
ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,750გ
ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 1.5გ
ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 0,375გ
ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 0,750გ
ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 1.5გ
ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,750გ №10
ამპისიდი სუსპენზია 0,25გ/5 მლ 40 მლ №1 ფლაკონი.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: რეცეპტით

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად