ქიფენადინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ქიფენადინი - QUIFENADINE - КВИФЕНАДИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. იგი ამცირებს ჰისტამინის შემცველობას ქსოვილებში ჰისტამინის გამააქტივებელი ფერმენტის - დიამინოოქსიდაზას აქტივაციით. მას გააჩნია ანტიალერგიული, ქავილის  საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება. პრეპარატს ახასიათებს მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა, არ გააჩნია გამოხატული სედაციური და საძილე მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს ახასიათებს დაბალი ლიპოფილობა. იგი ცუდად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ჩვენებები

  • თივის ციება, პოლინოზი, ალერგიული რინიტი, მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია წამლის და საკვების მიღებასთან.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში - 20-50 მგ 3-4-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-20 დღეს. აუცილებლობისას იგი მეორდება.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მგ 2-3-ჯერ დღეში;

3-დან 8 წლამდე ასაკის - 1-15 მგ 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები.

ცნს-ის მხრივ: სუსტად გამოხატული სედატიური მოქმედება.

ეფექტები, რომლებიც გამოწვეული ანტიქოლინერგული თვისებებით: პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას.

♦ პრეპარატი მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.

♦ რეკომენდებულია სისტემატური მკურნალობის წინ დადგინდეს იწვევს თუ არა ქიფენადინი სედაციურ ან საძილე მოქმედებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კლინიკური მონაცემები სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია.

დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად