გალანტამინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
გალანტამინი - GALANTAMINE - ГАЛАНТАМИН

ფრმაკოლოგიური თვისებები

გალანტამინის ჰიდრობრომიდი წარმოადგენს აქტიურ შექცევად აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორს, რომელიც ზრდის პოსტსინაფსური მემბრანის მგრძნობელობას აცეტილქოლინის მიმართ.

ჩვენებები

ანესთეზიოლოგიაში და ქირურგიაში:

  • არადეპოლარიზაციული მიორელაქსანტების ეფექტის მოსახსნელად;
  • ნაწლავების და შარდის ბუშტის პოსტოპერაციული პარეზის და შარდის რეტენციის შემთხვევაში;

ნევროლოგიაში:

  • პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების (ფებრილური პერიოდის დამთავრების და აღდგენის დროს);
  • ნევრიტების, მიოპათიის, მიასთენიის, კუნთების პროგრესული დისტროფიის. ბავშვთა ცერებრული დამბლის, მშობიარეთა დამბლის, ნიქტურიის, ინსულტის ნარჩენი მოვლენების, იმპონტენციის ზოგიერთი ფორმის დროს;

ფსიქიატრიაში:

  • ოლიგოფრენიის დროს;

ფიზიოთერაპიაში:

  • სმენის ნერვის და სხვა ნერვების ნევრიტების შემთხვევაში ელექტროფორეზისას.
  • მაობლიტირებელი ენდარტერიტის, ანგიონევროზების, დისჰიდროზის და ნეიროდერმიტების დროს;

რენტგენოლოგიაში:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დიაგნოსტიკისათვის.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შეჰყავთ პარენტარალურად: კანქვეშ, კუნთებში, ინტრავენურად.

მკურნალობას იწყებენ მინიმალური ეფექტური დოზით, რომელმაც თანდათანობით ზრდიან. ნივალინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის კანქვეშ შეადგენს 10 მგ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - კანქვეშ:

1-დან 2 წლამდე - 0.25-1.0 მგ;

3-დან 5 წლამდე - 0.5-5.0 მგ;

6-დან 8 წლამდე - 0.75-7.5 მგ;

9-დან 11 წლამდე - 1.0-10.0 მგ;

12-დან 15 წლამდე - 1.25-12.5 მგ;

15 წლის ზევით - 1.25-12.5 მგ.

პრეპარატის ამტანიანობა ბავშვებში საკმაოდ მაღალია.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების თავისებურებაზე და შედაგენს 40-60 დღეს. კურსის გამეორება შეიძლება 2-3-ჯერ ინტერვალით 1-1.5 თვე. მაღალი თერაპიული დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე. როგორც კურარეს საწინააღმდეგო საშუალება ნივლინი შეჰყავთ ინტრავენურად:

მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-20 მგ-ს.

კუნთებში პრეპარატი შეყავთ მოზრდილებში ქოლეცისტოგრაფიის და ქოლანგიოგრაფიის დროს დოზით 1.0-5.0 მგ.

ბავშვებში მხრის წნულის დამბლის დროს პრეპარატი ინიშნება კუნთებში მზარდი დოზით 0.5-5.0 მგ დღეში 40 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ძლიერი სალვაცია, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, იშვიათად ბრადიკარდია.

თვალის წვეთების გამოყენებისას: კონიუნქტივიტის მსუბუქი შეწითლება, ქავილი;

ცნს-ის მხრივ: ნერვიულობა, აგზნება, მხედველობის დარღვევა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ბრონქული ასთმა, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სტენოკარდია, გულის დეკომპენსაცია, ეპილეფსია, ჰიპერკინეზი, ნაწლავების სპასტიური გაუვალობა ან საშარდე გზების ობტურაცია.

განსაკუთრებული მითითებები

თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს აუცილებელია დოზის შემცირება. გალანტამინით მკურნალობა ტარდება კომპლექსში ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან ერთად, რომლებიც უნდა დაიწყოს პრეპარატის გამოყენებიდან 1-2 საათის შემდეგ.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის სადღეღამისო დოზა მცირდება ან მკურნალობა წყდება 2-3 დღით. შემდეგ ინიშნება უფრო მცირე დოზები.

ჭარბი დოზირებისას აღინიშნება პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნების ნიშნები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, მძიმე შემთხვევაში: კრუნჩხვები, კომა გაძლიერებული სეკრეცია.

თერაპია ამ შემთხვევებში სიმპტომატური საშუალების გამოყენებაა; წყალ-მარილოვანი ხსნარების გადასხმა, დიურეზის ფორსირება. აუცილებლობის შემთხვევაში სუნთქვის და გულსისხლძარღვთა სისტემის ხელოვნური მართვა. ანტიდოტის სახით ინიშნება ატროპინის მაღალი დოზები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- ნივალინს ახასიათებს ანტაგონისტური მოქმედება ქოლინობლოკატორების (ატროპინი, ჰომატროპინი), განგლიობლოკატორების (პენტამინი, პახიკარპინი), არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების (ტუბოკურარინი და სხვა) მიმართ.

- ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები ამცირებენ ნივალინის თერაპიულ ეფექტს მიასთენიის დროს.

- ნივალინის და სუქსამეთონიუმის ერთდროული მოქმედებისას აღინიშნება მათი მოქმედების პროლონგირება.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად