ფაქტორი IX - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
ფაქტორი IX - FACTOR IX - ФАКТОР IX

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს კოაგულაციის IX ფაქტორის გაწმენდილ კონცენტრატს, რომელიც უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს სხვა ფაქტორებს. პრეპარატით მკურნალობისას კოაგულაციის IX ფაქტორის კონცენტრაცია იზრდება, რაც ამცირებს სისხლდენის განვითარების რისკს.

ჩვენებები

  • სისხლდენის ეპიზოდების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რომელიც გამოწვეულია IX ფაქტორის თანდაყოლილი და შეძენილი დეფიციტით (ჰემოფილია B. IX ფაქტორის ინჰიბიტორთან ერთად, IX ფაქტორის შეძენილი დეფიციტი გამოწვეულია IX ფაქტორის ინჰიბიტორის სპონტანური განვითარებით).

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი დოზით 1 სე/კგ-ზე ზრდის IX ფაქტორის დონეს 0.8%-ით. სასურველი დოზა გამოითვლება ფორმულით: სხეულის წონა (კგ) X სასურველ მაჩვენებელზე(IX ფაქტორის) X 1.2 საჭიროა რეგულარული დაკვირვება IX ფაქტორის დონეზე. რათა განისაზღვროს მისი თერაპიული დოზა.

მსუბუქი ჰემართროზების, კუნთებიდან და პირის ღრუდან სისხლდენის დროს IX ფაქტორი უნდა შეადგენდეს ნორმის 20-40%-ს. იგი კეთდება 24 საათში ერთხელ სისხლდენის შეჩერებამდე.

გამოხატული ჰემართროზის და ჰემატომის დროს IX ფაქტორი უნდა უტოლდებოდეს ნორმის 30-60% რომელიც კეთდება 24 საათში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება 3-4 დღე.

სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენისას IX ფაქტორი უნდა შეადგენდეს ნორმის 60-100 %. ინფუზია ტარდება ყოველ 8-24 საათში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მცირე ოპერაციების დროს IX ფაქტორის დონე ნორმის 30-60%-ს უნდა უტოლდებოდეს, რომელიც შეჰყავთ 24 საათში ერთხელ. დიდი ოპერაციების შემთხვევაში IX ფაქტორის დონე 80-100% უნდა შეადგენდეს, რომელიც შეყავთ ყოველ 8-24 საათში 7 დღის განმავლობაში.

ორგანიზმის რეაქცია მკურნალობის მიმართ ინდივიდუალურია.

ჰემოფილიის დროს ხანგრძლივი პროფილაქტიკისთვის ინიშნება პრეპარატის 10-25 სე/კგ-ზე 3-4 დღის ინტერვალით.

მკურნალობის არაეფექტურობისას საჭიროა IX ფაქტორის ინჰიბიტორის არსებობის დადგენა. თუ ინჰიბიტორის არსებობა დგინდება, მაშინ დამატებითი დოზით IX ფაქტორის დანიშვნა გაანეიტრალებს ინჰიბიტორს. თუ ინჰიბიტორის დონე მაღალი (>10 ბეტეზდას ერთეული), საჭიროა პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრაციის ან გააქტივებული VII ფაქტორის გადასხმა.

დანიშვნის წესი:

ხსნარი მზადდება მხოლოდ გამოყენების წინ. იგი შეყავთ ინტრავენურად. გამოუყენებელი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.

განზავების წესი:

გამხსნელი თბება ოთახის ტემპერატურამდე, სპირტით ადეზინფიცირებენ გამხსნელის და კონცენტრატის რეზინის სახურავს, ხვრეტენ გამხსნელის რეზინის ხუფს ორწვერა ნემსით, მოაბრუნებენ ფლაკონს და ათავსებენ კონცენტრატს ფლაკონის ზევით. ნემსის მეორე ბოლოთი გახვრეტენ კონცენტრატის რეზინის ხუფს, რის შედეგადაც გამხსნელი შეიწოვება კონცენტრატის ფლაკონში ვაკუუმის მოქმედების გამო. მოხსნიან ნემსს და ოდანავ შეანჯღრევენ გახსნილ ფლაკონს. მეორე „საჰაერო“ ნემსით გახვრეტენ რეზინის ხუფს რის შემდეგაც ნებისმიერი ქაფი ხსნარის ზედაპირზე გაქრება. აძრობენ „საჰაერო“ ნემსს და მესამე „ფილტრიანი“ ნემსით იღებენ საჭირო რაოდენობის ხსნარს ი/ვ ინფუზიისათვის (მაქსიმალური სიჩქარე 2 მლ/წთ).

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია მომატებული ზემგრძნობელობის რეაქციების განვითარება.

ალერგიული ანამნეზის და IX ფაქტორის ინჰიბიტორის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ნეფროზული სინდრომის განვითარება.

იშვიათად შესაძლოა IX ფაქტორის მაინჰიბირებელი ანტისხეულების გაჩენა.

პრეპარატით მკურნალობა ნაკლებად იწვევს თრომბოემბოლურ გართულებას, თუმცა მისი მაღალი დოზებით მკურნალობის და თრომბოზების რისკის არსებობის დროს შესაძლოა თრომბოზების განვითარება.

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში და დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

კლინიკური გამოკვლევებით არ დასტურდება პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის დროს. იგი ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები

ინექცია: ინფუზიის დროს მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისას ინფუზია წყდება. მსუბუქი რეაქციის შემთხვევაში გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, ხოლო ჰიპოტენზიური რეაქციის დროს ტარდება შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა.

თრომბოზების განვითარების რისკის შემთხვევაში IX ფაქტორის დონე ნორმის 60%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს. დისემინირებულ ინტრავასკულურ კოაგულაციაზე ეჭვის დროს პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პრეპარატი პლაზმისგან მზადდება, ამიტომ მისმა გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციური დაავადებების ტრანსმისია. ინფექციის გამოყენების გადატანის რისკის შესამცირებლად, საჭიროა პლაზმის ვირუსის არსებობაზე გამოკვლევის ჩატარება, მათი ინაქტივაცია - შესაბამისი პროცედურის ჩატარება. პროცედურა არაეფექტურია პარვოვირუს 19 შემთხვევაში, რომელიც განსაკუთრებით საშიშია იმუნოდეფიციტის და ორსულობის პირობებში.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის სასურველი სხვა პრეპარატებთან მისი შერევა ინექციის დროს.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად