ნისტაგმი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ნისტაგმი - nystagmus - нистагм
ნისტაგმი (ნყსტაგმუს) თვალების სპონტანური რხევითი მოძრაობაა. განასხვავებენ მის რამდენიმე სახეს: ციმციმისებურს, კლონურს (ბიძგისებურს) და შერეულს; მიმართულების მიხედვით - ჰორიზონტალურს, ვერტიკალურს, წრიულსა და დიაგონალურს (მიმართულება ფასდება რხევის სწრაფი ფაზის მიხედვით); ამპლიტუდის მიხედვით - დიდს, საშუალოს და მცირეს (რხევის ამპლიტუდა შეიძლება იყოს 15, 10, 5 გრადუსი). რხევითი მოძრაობის სიხშირემ წუთში შესაძლოა 100-საც კი მიაღწიოს.
ნისტაგმი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეძენილი ნისტაგმი უსუფთაო მხედველობითი აღქმით (თუმცა გამორიცხული არ არის, ცენტრალური მხედველობის სიმახვილე მაღალი იყოს) და თავბრუხვევით მიმდინარეობს, თანდაყოლილ ნისტაგმს კი თავბრუხვევა თან არ ახლავს.
ნისტაგმს შეიძლება ჰქონდეს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი გენეზი. მისი განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესებისა და სიმსივნური დაავადებების შედეგად თავის ტვინის ან მისი მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებამ. გარდა ამისა, ნისტაგმი შეიძლება აღმოცენდეს ორივე თვალში ცუდი მხედველობის გამო, ოპტიკური გარემოს ანომალიის, თვალის სისხლძარღვების, ბადურა გარსისა და მხედველობის ნერვის დაზიანების შემთხვევაში.
ნერვული სისტემის ცენტრალური უბნების დაზიანებისას ვითარდება კორტიკული, ვესტიბულური, დიენცეფალური, ისტერიკული და სხვა სახის ნისტაგმები. მხედველობის ნერვის პერიფერიული ნაწილის ან სმენითი ანალიზატორის დაზიანება იწვევს ოპტიკურ ან ლაბირინთულ ნისტაგმს.
არსებობს ფიზიოლოგიური ნისტაგმიც, რომელსაც მიეკუთვნება ოპტიკინეტიკური, ლაბირინთული და ნისტაგმის მსგავსი რხევები (თვალის უკიდურეს ნაწილებში). როგორც ცნობილია, ოპტიკინეტიკური ნისტაგმის საფუძველზე შეიძლება პატარებში მხედველობის სიმახვილის შემოწმება, ლაბირინთული ნისტაგმის შესწავლა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგალითად, კოსმონავტების ვესტიბულური აპარატის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში.
ნისტაგმის მკურნალობა რთულია და ხშირად უშედეგოც. მთელი ძალისხმევა მიმართულია მისი გამომწვევი მიზეზის მოხსნისკენ. მკურნალობის შედეგად, რომელიც გულისხმობს მხედველობის სიმახვილის გაზრდას (ამბლიოპიის მკურნალობა, სათვალით კორექცია, რეფლექსოთერაპია, კატარაქტის ექსტრაქცია, კერატოპლასტიკა და სხვა) და კუნთის ტონუსის აღდგენას, ნისტაგმის შემცირება შესაძლებელია.
ოპერაციული მკურნალობა მხოლოდ ჰორიზონტალური მიმართულების ნისტაგმის შემთხვევაშია შედეგიანი.


ნისტაგმის ფორმები

1. თანდაყოლილი ნისტაგმი
თანდაყოლილ ნისტაგმთან ერთად ხშირად შეინიშნება რეფრაქციისა და ფერის აღქმის მანკი, ალბინიზმი ან თანდაყოლილი კატარაქტა. ასეთ ავადმყოფთა უმრავლესობას ბადურა გარსი დაზიანებული არ აქვს. თანდაყოლილი ნისტაგმის მიზეზია ტვინის ღეროს არეში თვალის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა.
თანდაყოლილ ნისტაგმს უმეტესად აღმოაჩენენ ბავშვის დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ, როცა მხედველობის ბინოკულარული ფიქსაცია უკვე ფორმირებულია.
ასეთ ნისტაგმს, წესისამებრ, ჰორიზონტალური მიმართულება აქვს. თვალის მოძრაობა ვერტიკალური მიმართულებით ინტაქტურია. აღწერილია აუტოსომურ-დომინანტური ტიპით დამემკვიდრებული ჰორიზონტალური ნისტაგმი, რომელიც ვერტიკალურ კომპონენტებსაც შეიცავს.
ნისტაგმის თანდაყოლილი ფორმის შემთხვევათა უმრავლესობას რხევების მრავალფეროვნება ახასიათებს. თვალების დახუჭვისას ნისტაგმი რამდენადმე სუსტდება. ხშირად ამ მდგომარეობაში სრულიად განსხვავებული ტიპის ნისტაგმი ფიქსირდება, ვიდრე გახელილი თვალების დროს.
თანდაყოლილი ნისტაგმის მქონე ადამიანები პოულობენ თვალების ისეთ მდგომარეობას, როდესაც ნისტაგმი მინიმალურად არის ნგამოხატული. როცა არჩეული მდებარეობა არ ემთხვევა შუა ხაზს, მას თან ახლავს ტორტიცოლლის ოცულარის.

2. ლატენტური ნისტაგმი
ლატენტური ნისტაგმი არის თანდაყოლილი ფიქსაციური ნისტაგმის ფორმა, რომელსაც ოჯახური გამოვლინება ახასიათებს. ლატენტური ნისტაგმი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ბინოკულარული ინტერფერენციის ფიქსაციისას, მაგალითად, ცალი თვალის დახუჭვის ან ორი მხედველობის ველის გამაცალკევებელი ორმხრივ ამოზნექილი ლინზების გამოყენების დროს. ნისტაგმი ყოველთვის მიმართულია ფიქსირებული თვალის მხარეს.

3. თავისუფალი ნისტაგმი
თავისუფალი ნისტაგმი გამოწვე ულია თვალის მამოძრავებელი კუნთების დაძაბვით ფიქსაციისა და კონვერგენციის (თვალების ერთმანეთთან მიზიდვის) დროს. რხევის სიხშირე წამში 10-17-ია. უნდა მოხდეს დიფერენცირება მიოკლონიისგან, რომელიც ვლინდება თვალდახუჭულ მდგომარეობაშიც, მაგრამ არა კონვერგენციის დროს. მას ისტერიკულ ნისტაგმს და თვალის ტრემორსაც უწოდებენ.

4. თვალების მიოკლონია, თვალის კაკლების ცეკვა
თვალების მიოკლონიის დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება თვალების მაღალი სიხშირით (წამში 13-ჯერ) მოძრაობა ჰორიზონტალური მიმართულებით. ზოგჯერ ამას აქვს სერიული ხასიათი (რხევათა ჯგუფებს შორის ინტერვალი სხვადასხვაა) და ვლინდება როგორც თვალგახელილ, ისე თვალდახუჭულ მდგომარეობაში.

5. რბილი სასის მიორიტმია და თვალის ნისტაგმი
რბილი სასისა და ენის მიორიტმიას ხშირად თან ახლავს იმავე სიხშირის ნისტაგმი. ასეთ ავადმყოფებს კბილის ფესვები დაზიანებული აქვთ. მიორიტმია ძილის დროსაც არ ქრება და მედიკამენტებით მისი კუპირება ძალიან ძნელია.

6. ნისტაგი სპასნიუს ნუტანს-ის დროს
ეს ნისტაგმის თანდაყოლილი ფორმაა. ვლინდება 6 თვის ასაკში, ახასიათებს კეთილსაიმედო მიმდინარეობა და გრძელდება დაახლოებით 12 თვე. ამ დროს ნისტაგმს თან ახლავს თავის ქნევა ან წრიული მოძრაობა. გვხვდება შეტევისებური ფორმაც. აღმოცენდება მხედველობის ფიქსირების მომენტში ან განსაზღვრული მიმართულებით გახედვისას.

7. უსინათლოთა ნისტაგმი (უსინათლოთა თვალების მოძრაობა)
ნისტაგმის ეს ფორმა აქვთ უსინათლოებს (როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი სიბრმავის შემთხვევაში) და საკმაოდ ხანგრძლივია. ნისტაგმს განაპირობებს არა სინათლის გამაღიზიანებლის უკმარისობა, არამედ თვალის მდებარეობაზე ვიზუალური კონტროლის უქონლობა. თვალის კაკლების მოძრაობა არაკოორდინირებულია, ზოგჯერ დისოცირებული. ძილის დროს ნისტაგმი არ აღინიშნება.

8. შეტევისებური ნისტაგმი
შეტევისებურ ნისტაგმს უმეტესად ეპილეფსიური ხასიათი აქვს.

9. დისოცირებული ნისტაგმი მხედველობის ფიქსირების დროს
ნისტაგმის ეს ფორმა გვხვდება ცალმხრივი ან ორმხრივი წინა ინტერნუკლეარული ოფთალმოპლეგიის დროს, აქვს ჰორიზონტალური მიმართულება და თვალის გარეთ განზიდვისას უკეთ არის გამოხატული, ვიდრე შიგნით მიზიდვისას. ზოგჯერ მხოლოდ თვალის მაქსიმალური განზიდვისას ვლინდება მონოოკულარული ჰორიზონტალური ნისტაგმი. წინა ინტერნუკლეარული ოფთალმოპლეგიის განვითარება მოსალოდნელია ცალმხრივი დემიელინიზაციის, სიმსივნისა და სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში, ხოლო ორმხრივისა - დემიელინიზაციის ან ტვინის გავრცობილი სიმსივნური დაავადების დროს.

10. ბრუნე-სტიუარტის ტიპის დისოცირებული ნისტაგმი
ეს ნისტაგმი უფრო ძლიერად არის გამოხატული დაზიანების მხარეს. აქ იგი უფრო უხეშია და აქვს რხევის ფართო ამპლიტუდა (ცენტრალური და პერიფერიული ვესტიბულური ნისტაგმის ნარევია). ვლინდება ტვინის აბსცესის, სიმსივნის და სხვათა დროს. დიაგნოსტიკისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

11. ალტერნატიული ნისტაგმი
ალტერნატიულ ნისტაგმს ახასიათებს რხევის ამპლიტუდისა და მოძრაობის მიმართულების ცვლილება. მიმართულება შეიძლება იცვლებოდეს ყოველ წუთს 20-წამიანი შუალედებით. ამ შუალედებში თვალები ისვენებს. ზოგიერთი ავტორის აზრით, ნისტაგმის ეს ფორმა თანდაყოლილია, ზოგიერთი კი მის აღმოცენებას სიმსივნეს, დემიელინიზაციას და ტვინის ღეროს ტოქსიკური ხასიათის დაზიანებას უკავშირებს.

12. თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანების დროს განვითარებული ნისტაგმი
ამ ტიპის ნისტაგმი ვლინდება, მაგალითად, მიასთენიის დროს. თუ დაზიანებულია ცალი თვალი, მაშინ ნისტაგმი მხოლოდ ჯანმრთელი თვალის დახუჭვისას აღმოცენდება. ეს ნისტაგმი გარდამავალია, გრძელდება რამდენიმე საათიდან დღემდე და გაივლის პროზერინის შეყვანის შემდეგ.

13. მედიკამენტური ნისტაგმი
მედიკამენტური ნისტაგმი ყველაზე ხშირად ვლინდება ბარბიტურატების შეყვანისა და ალკოჰოლის მოხმარების დროს. ბარბიტურატების დიდი დოზის შეყვანისას შეინიშნება თვალის კაკლების ნელი და ტონური რხევა. ბარბიტურატების ანესთეტიკური დოზის შეყვანის, ასევე - ღრმა კომის დროს შესაძლოა ვესტიბულური რეაქცია მთლიანად დაირღვეს. ამ შემთხვევაში თვალები ცენტრალურ მდგომარეობაში შეშდება, თუმცა ეს შექცევადია და უგონო მდგომარეობის ან ანესთეზიის სიღრმეზეა დამოკიდებული.

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად