ჰარტილი ® - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
ჰარტილი ® - HARTIL ® - ХАРТИЛ ®

საერთაშორისო დასახელება:

RAMIPRIL

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: რამიპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ-ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 7 ტაბ., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

ჰარტილი 1.25 მგ:

1 ტაბ.

რამიპრილი ...............  1.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.

ჰარტილი 2.5 მგ:

1 ტაბ.

რამიპრილი .........    2.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

ჰარტილი 5 მგ:

1 ტაბ.

რამიპრილი ...........  5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

ჰარტილი 10 მგ:

1 ტაბ.

რამიპრილი ............ 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.

ჩვენებები:

  • პრეპარატი განკუთვნილია არტერიული ჰიპერტონიის, გულის და თირკმლის ზოგიერთი დაავადების აგრეთვე, მათი გართულებების სამკურნალოდ (მაგალითად: მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის დროს).

მიღების წესი და დოზირება:

ჰარტილი ყოველთვის უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას მთლიანად, დაუღეჭავად, სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით (დაახლოებით ერთი ჭიქა). ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად.

თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვაგვარად, ჩვეულებრივი დოზებია:

მოზრდილები:

ჰიპერტენზია: რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ დღეში ერთხელ (ყოველდღიურად ჰარტილის 2.5 მგ-იანი 1 ტაბლეტი), თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით, ექიმს შეუძლია დოზის მომატება, დღიური დოზის გაორმაგებით ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2.5-5 მგ-ს დღეში (ყოველდღიურად 2.5 მგ-იანი ან 5 მგ-იანი ჰარტილის 1 ტაბლეტი). მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.

გულის უკმარისობა: რეკომენდებული საწყისი დოზაა 1.25 მგ დღეში ერთხელ (ყოველდღიურად ჰარტილის 1.25 მგ-იანი 1 ტაბლეტი). თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით, ექიმს შეუძლია დოზის მომატება დღიური დოზის გაორმაგებით ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ. პრეპარატის 2.5 მგ-ზე მეტი დოზის საჭიროებისას ამ დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადად ან შესაძლებელია მისი გაყოფა 2 მიღებად. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული გულის უკმარისობა: პრეპარატის მიღებას, ჩვეულებრივ იწყებენ მიოკარდიუმის ინფარქტიდან 2-9 დღის შემდეგ. რეკომენდებული საწყისი დოზა, პაციენტის მდგომარეობისა და მიოკარდიუმის ინფარქტიდან გასული დროის გათვალისწინებით - შეადგენს 1.25 მგ-ს ან 2.5 მგ-ს დღეში 2-ჯერ (ჰარტილის 1.25 მგ-ანი 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან ჰარტილის 2.5 მგ-ანი 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ). თერაპიული ეფექტის მიხედვით, შეიძლება საწყისი დოზის გაორმაგება 2.5 მგ-მდე დღეში 2-ჯერ ან 5 მგ-მდე დღეში 2-ჯერ (2.5 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 5 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ). თუ პაციენტი ვერ იტანს მომატებულ დოზას, ექიმს შეუძლია მისი შემცირება. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული გულის მძიმე უკმარისობის დროს არსებობს პრეპარატ ჰარტილის გამოყენების მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება.

არადიაბეტური ან დიაბეტური ნეფროპათია: რეკომენდებული საწყისი დოზაა 1.25 მგ დღეში ერთხელ (ყოველდღიურად 1.25 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი). თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით, შეიძლება დოზის მომატება, დღიური დოზის გაორმაგებით ყოველ 2- 3 კვირაში ერთხელ. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს.

მიოკარდიუმის ინფარქტის ინსულტის ან გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილის პროფილაქტიკა:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს რამიპრილის 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ (ყოველდღიურად 2.5 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი). საწყისი დოზის კარგად ატანის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია დოზის გაორმაგება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ (5 მგ-იანი ჰარტილის 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან 2.5 მგ-ანი ჰარტილის 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ). რეკომენდებულია დოზის განმეორებითი გაორმაგება მკურნალობის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ შემანარჩუნებელი დოზის მისაღწევად - 10 მგ დღეში ერთხელ (10 მგ-იანი ჰარტილის 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან 5 მგ-ანი ორი ტაბლეტი დღეში ერთხელ).

ბავშვები:

ბავშვებისათვის ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილების სიმცირის გამო, არ არის მიზანშეწონილი მათთვის ჰარტილის დანიშვნა.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:

ამ პრეპარატის გამოყენება ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ დიურეზულებს და/ან აღენიშნებათ გულის უკმარისობა, აგრეთვე, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია უფრო დაბალი საწყისი დოზის გამოყენება.

თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაქვეითების დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს. არსებობს ამ პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილება თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას შეიძლება ერთნაირი სიხშირით აღინიშნოს პრეპარატ ჰარტილის შემცირებული ან გაძლიერებული ეფექტი. ამიტომ ავადმყოფები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით საჭიროებენ გულდასმით სამედიცინო მეთვალყურეობას. მკურნალობის დროს მაქსიმალური დღიური დოზა ასეთ შემთხვევებში არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მგ-ს.

თუ პაციენტი იღებს შარდმდენ საშუალებებს, პრეპარატ ჰარტილის მიღების დაწყებამდე ექიმს შეუძლია მათი შეწყვეტა ან 2-3 დღით ადრე შარდმდენი პრეპარატების დოზის შემცირება. ავადმყოფებისათვის, რომლებიც მცირე ხნის წინ იღებდნენ დიურეზულებს, ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს.

მძიმე ჰიპერტენზიის  დროს და იმ შემთხვევაში, როდესაც არტერიული წნევის მომატებას შეუძლია ზიანის მიყენება ორგანიზმისთვის (მაგალითად: კორონარული ან თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროვება), ასევე, სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის საწყისი დარღვევის სრული კომპენსაციის შეუძლებლობის დროს, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (1.25 მგ დღეში).

გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰარტილსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, შეწყვეტილ უნდა იქნას ჰარტილის ტაბლეტების მიღება (პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან გამოძახებულ უნდა იქნას სასწრაფო დახმარების ბრიგადა):

♦ ხელების, ფეხების, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პაციენტს აქვს ძალიან მძიმე, შეშუპებითი ალერგიული რეაქცია. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. რის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და იშვიათად ვითარდება. მათი გამოვლენისას უნდა შეწყდეს ყველანაირი პრეპარატის მიღება, რომელიც შეიცავს აგფ-ინჰიბიტორებს.

ჭინჭრის ციება

♦ ჭინჭრის ციება, ასევე, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის გამოვლინება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და შემდგომი მკურნალობა გაგრძელდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

♦ სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მთელ ტანზე გამოხატული გამონაყრის განვითარებისას.

იშვითად აღინიშნება მძიმე გვერდითი მოვლენები. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მათგან ნებისმიერის განვითარებისას:

♦ პრეპარატის პირველი დოზის ან მაღალი დოზის პირველი მიღების შემდეგ, ან შარდმდენი საშუალებების დამატების დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი თავბრუსხვევა, უგუნებობა, გონების დაკარგვის გარდამავალი მდგომარეობა (ზოგიერთ პაციენტში, მაგალითად: მძიმე ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, სითხის ან ნატრიუმის დეფიციტის, თირკმელთა სისხლძარღვების ძლიერი შევიწროებისა და შარდმდენი თერაპიის დროს, პრეპარატის პირველი დოზის მიღებამ ან მომატებული დოზის პირველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი, შოკში გარდამავალი დაქვეითება);

♦ პირის და ხახის ლორწოვანი გარსების დაზიანება, მორეციდივე ინფექციები შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენების გამოხატულება სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: სიყვითლე, კანის ქავილი, თიხის ფერი განავალი, შარდის გამუქება, ძლიერი ცხელება (ეს სიმპტომები შეიძლება ღვიძლის მძიმე დაზიანებასა და/ან მექანიკურ სიყვითლეზე მიუთითებდეს);

♦ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება (ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს პანკრეატიტზე).

ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი მოვლენების გარდა, პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები ორგანოთა ცალკეული სისტემის მხრივ:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძირითადად, მკურნალობის კურსის დასაწყისში, სისხლძარღვთა გაფართოებისა და არტერიული წნევის დაცემის შედეგად - თუნდაც თუ ის არ არის საჭირო დონეზე ნაკლები - შეიძლება აღინიშნებოდეს მეხსიერების დაქვეითება (ზოგჯერ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით), რეაქციის შენელება, დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა. შესაძლებელია ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება, ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაცემა და თავბრუსხვევა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის დროს), გულისრევა, ოფლიანობა, შუილი ყურებში, მხედველობის და სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, შფოთვა, უძილობა, ძილიანობა და გონების დაკარგვა. იშვიათ შემთხვეველში შეიძლება განვითარდეს გულის რითმის დარღვევა. ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს პერიფერიულ სისხლძარღვთა ფუნქციის მორეციდივე დარღვევა.

♦ ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, კორონარული არტერიების დაავადებების ან თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროვების დროს, შეიძლება განვითარდეს სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა.

♦ თირკმლოვანი გვერდითი მოვლენები: პრეპარატ ჰარტილის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თირკმელების ფუნქცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენა შეიძლება შარდის მოცულობის შემცირებისა და თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების მომატების მიხედვით (შარდოვანისა და კრეატინინის დონე). პრეპარატის მიღების დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს შარდის მოცულობის შემცირება. პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს არსებული პროტეინურია შეიძლება გაძლიერდეს, თუმცა თირკმელებით ცილის გამოყოფა შეიძლება, ასევე, შემცირდეს.

♦ კანი, სისხლძარღვები და ალერგიული რეაქციები: იშვიათად სახის მძიმე, ხახის და ხორხის შეშუპების შემთხვევების გარდა, შესაძლებელია კანის შემდეგი რეაქციები: წამოხურება კანის ზოგიერთ ადგილას, კონიუნქტივიტი, კანის ქავილი, ურტიკარული ელემენტები, გამონაყარი კანზე, თმის ცვენა, რეინოს სინდრომის რეციდივი ან გამწვავება (სისხლმიმოქცევის დარღვევა თითებში). როგორც ყველა სხვა აგფ-ინჰიბიტორი, ჰარტილს შეუძლია გამოიწვიოს ფსორიაზისმაგვარი დარღვევები, კანის ფოტოსენსიბილიზაცია და ონიქოლიზი (ფრჩხილების დაშლა).

♦ შესაძლებელია ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ვასკულიტი, ცხელება და სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება.

სუნთქვის ორგანოების მხრივ: ხშირად ვითარდება მშრალი ხველა. იგი ძლიერდება ღამით და მწოლიარე მდგომარეობაში, ხშირად აღინიშნება ქალებსა და არამწეველებში. გარდა ამისა, შესაძლებელია რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი და ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, პირის ლორწოვანი გარსის მაღალი მგრძნობელობა ან ანთება, საჭმლის მონელების დარღვევა, ფაღარათი, ყაბზობა, გულის რევა და ღებინება, გასტრიტისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭში. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ნაღვლის შეგუბება, ხანდახან კი სიცოცხლისათვის საშიში ჰეპატიტი.

სისხლის ფორმულა: შეიძლება მოხდეს ერითროციტების რიცხვისა და ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება, ზოგჯერ ჰემოლიზური ანემიის შედეგად, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რიცხვის შემცირება.

სხვა გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია წვივების შეშუპება, წონასწორობის დარღვევა, თავის ტკივილი, ნერვული აგზნება, შფოთვა, ტრემორი, ძილის დარღვევა, გაბრუება, უმადობა, გუნება-განწყობის დარღვევა, არასასიამოვნო შეგრძნებები, გემოვნების შეგრძნებების დაქვეითება ან დაკარგვა, კუნთების სპაზმი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება.

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება:

ამ პრეპარატის მიღების დროს თირკმლის ფუნქციის მახასიათებელმა პარამეტრებმა ( სისხლის შრატის კრეატინინი და შარდოვანა) და კალიუმის დონემ სისხლის შრატში შეიძლება მოიმატოს, ნატრიუმის დონე კი სისხლის შრატში შემცირდეს. შეიძლება მოიმატოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის ფერმენტების, ბილირუბინის დონემ; ალერგიული რეაქციების დროს შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების ზოგიერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება. ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება პათოლოგიური იმუნური რეაქციები (ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები). შეიძლება შემცირდეს ერითროციტების რიცხვი, ჰემოგლობინის დონე და, ასევე, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები:

არ შეიძლება ამ ტაბლეტების მიღება თუ:

* პაციენტს აქვს მაღალი მგრძნობელობა რამიპრილის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

* ამ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლინდა სახის, ტუჩების, ენის ან ფეხების შეშუპება.

* თირკმლის არტერიის მძიმე, ორმხრივი (ან ცალმხრივი, ერთი თირკმლის შემთხვევაში) შევიწროვება.

* დაბალი არტერიული წნევის დროს.

* ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

* თუ ერთდროულად დანიშნულია მადესენსიბილიზიებელი პრეპარატები მწერების ნაკბენზე ალერგიის სამკურნალოდ.

სათანადო კლინიკური გამოცდილების უქონლობის გამო არ არის მიზანშეწონილი პრეპარატ ჰარტილის დანიშვნა:

* ბავშვებში;

* ავადმყოფებში თირკმლის მძიმე დაავადებით;

* ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჰარტილი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, ამიტომ მისი მიღების დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. პრეპარატ ჰარტილის მიღებისას საჭიროა დაორსულების პროფილაქტიკა კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდის გამოყენებით.

თუ დაგეგმილია ბავშვის ჩასახვა პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია ორსულობის დადგომამდე, რადგან აუცილებელი იქნება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შეცვლა და იმ საშუალების მიღება, რომელიც არ შეიცავს აგფ-ინჰიბიტორს.

თუ ორსულობა დადგება პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად (ყოველ შემთხვევაში - პირველი ტრიმესტრის დამთავრებამდე) მისი შეცვლა პრეპარატით, რომელიც არ შეიცავს აგფ-ინჰიბიტორს ნაყოფის დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად.

არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

ამ ტაბლეტების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით შემდეგ შემთხვევებში:

◄ მძიმე ავთვისებიანი ჰიპერტენზიის დროს;

◄ გულის უკმარისობის დროს (განსაკუთრებით სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში);

◄შარდმდენი საშუალებების მიღების შემდეგ;

◄ სითხის ან მარილების სავარაუდო ან არსებული დეფიციტის დროს;

◄თირკმლის არტერიის გამოხატული შევიწროვების დროს;

◄ თირკმლის დაავადების დროს;

◄ თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ;

◄ ღვიძლის დაავადების დროს;

◄გულის ზოგიერთი სარქვლოვანი მანკის დროს;

◄ იმუნიტეტის დარღვევის და სისხლის სისტემის დაავადების დროს;

◄ თავის ტვინის ან კორონარული სისხლძარღვების შევიწროვების დროს;

◄ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენ პრეპარატებს, აგრეთვე, გულის უკმარისობის დროს ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციების დარღვევის თანადართვისას.

პრეპარატი ჰარტილით მკურნალობის დროს აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი. განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული ყველა გამოკვლევის ჩატარება.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: არტერიული წნევის დაქვეითებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ყურადღების კონცენტრაციასა და პაციენტის რეაქციაზე. ეს განსაკუთრებით ვლინდება თერაპიის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების შემდეგ. ამის შესახებ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

შეზღუდვის ან აკრძალვის ხარისხი ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე ექიმმა უნდა განსაზღვროს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ:

ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტებში ლაქტოზის შემადგენლობის გათვალისწინება.

- ჰარტილი 1.25 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 79.5 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

- ჰარტილი 2.5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 158.8 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

- ჰარტილი 5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 96.47 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

- ჰარტილი 10 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1932.გ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

ჭარბი დოზირების სიმპტომები: გამოხატული ჰიპოტენზია, შოკი, თირკმლის უკმარისობა, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება.

ჰარტილის ერთი დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში: ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად არ უნდა იქნას მიღებული ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად; პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ექიმი ან ფარმაცევტი ინფორმირებული უნდა იყოს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც პაციენტი ამჟამად იღებს ან რამდენიმე ხნის წინ იღებდა რეცეპტით თუ ურეცეპტოდ, რადგან სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტის შეცვლა.

საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ აქტიურ ნივთიერებებს:

- ალოპურინოლს; ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ ნივთიერებებს; სტეროიდებს; პროკაინამიდს; ციტოსტატურ ნივთიერებებს; ანტიდიაბეტურ პრეპარატებს (ინსულინი ან პერორალური საშუალებები); ანტიჰიპერტენზულ საშუალებებს; შარდმდენს; ნიტრატებს; ანტიდეპრესანტებს; ანტიკოაგულანტებს; ლითიუმს; არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს; პრეპარატებს ნატრიუმის მაღალი შემცველობით; ალკოჰოლს.

თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება ამის შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად