ფელოჰექსალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
ფელოჰექსალი - FELOHEXAL - ФЕЛОГЕКСАЛ

საერთაშორისო დასახელება:

FELODIPINE

მწარმოებელი: HEXAL AG

მოქმედი ნივთიერება: ფელოდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ანტაგონისტი; დიჰიდროპირიდინების ჯგუფი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ფელოდიპინი ........  5 მგ

1 ტაბ.

ფელოდიპინი .......   20 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი მიეკუთნება კალციუმის ანტაგონისტებს დიჰიდროპირიდინების ჯგუფიდან. ფელოდიპინი უზრუნველყოფს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითებას და გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება როგორც მონოთრაპიისას, ისე კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან. ფელოდიპინს აქვს გამოხატული სელექტურობა სისხლძარღვების გლუვი კუნთების მიმართ მიოკარდთან შედარებით.

ფელოდიპინის თერაპიული ეფექტი არის დოზადამოკიდებული. სხვა თვისებებს შორის აღნიშნავენ უმნიშვნელო დიურეტიკულ მოქმედებას. ტაბლეტი–რეტარდის მოქმედების ხანგრძლიობა შეადგენს – 24სთ–ზე მეტს.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზას და მკურნალობის ხანგრძლიობას განსაზღვრავს ექიმი. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ გაზრდით წამლის დოზას!

ფელოდიპინის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5მგ.დღეში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ სადღეღამისომდე – 10 მგ. ერთ მიღებაზე. ინდივიდუალობიდან გამომდინარე, ზოგიერთ პაციენტში საწყისი დოზა შეიძლება შემცირდეს 2.5მგ–მდე დღეში ერთჯერ. (მაგალითად გარდატეხის ასაკის ავადმყოფებში და ა.შ.). ტაბლეტის მიღება უმჯობესია დილით, უზმოზე ან მსუბუქ საკვებთან ერთად.

დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი  საკვები  უნდა გამოირიცხოს. ტაბლეტების მიღება ხდება მთელი სახით არ უნდა დაიფხვნას ან დაიღეჭოს.. არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის მიყოლება.

გვერდითი ეფექტები:

ყველაზე ხშირად აღინიშნა სიცხის შეგრძნება, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, განსაკუთრებით მკურნალობის დასწყისში, დოზის გაზრდისას ან მაღალი დოზის მიღებისას. დარეგისტრირდა პერიფერიული შეშუპებები (შეშუპების ხარისხი დამოკიდებული იყო დოზაზე). აღინიშნა სტენოკარდიის შეტევები, განსაკუთრებით მკურნალობის დასწყისში.

პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სტენოკარდიის შეტევები, ფელოდიპინით მკურნალობისას შეიძლება  გახშირდეს; შეტევები ხდება უფრო გრძელი და მძიმე. იშვიათად აღინიშნა თავბრუსხვევა, სისუსტე, ჰიპოტენზია, მათ შორის ორთოსტატული, გულისწასვლა, გულისცემის გაძლიერება, ტაქიკარდია, დისპნოე, დაღლილობა, პარესთეზია, ტრემორი, მიალგია, ართრალგია, კუჭ–ნაწლავის მოშლილობა (მათ შორის ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი), წონაში მომატება, ოფლიანობა, პოლაკიურია, კანის ალერგიული რეაქციები (მათ შორის ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ფოტომგრძნობელობა), ღრძილების ჰიპერპლაზია, გინგივიტი. იშვიათ შემთხვევაში, ცალკეული შემთხვევების ჩთვლით (<0.001%); ღვიძლის ფუნქციის დარღვევა(ტრანსამინაზების დონის მომატება), ექსფოლიატიური დერმატიტი, ცხელება, ერექციის დარღვევა, გინეკომასტია, მიოკარდის ინფარქტი, არითმია, მენორაგია. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ გვერდითი რეაქციები უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად ქრება.

ნებისმიერი არასაურველი რეაქციის გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს  და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს!

უკუჩვენებები:

მიოკარდის მწვავე ინფარქტი (დაავადების დაწყებიდან 4–8 კვირამდე), კარდიოგენული შოკი, არასტაბილური სტენოკარდია, გამოხატული აორტო/მიტრალური სტენოზი, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის ობსტრუქციული ფორმა,  ფელოდიპინისა და ტაბლეტის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ ინდივიდულური მგრძნობელობა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია (ფელოდიპინი ექკრეტირდება დედის რძეში).

ფელოდიპინის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიღების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აუცილებელია ექიმს ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ან განსაზღვრული გაქვთ მიღება (ურეცეპტოც და ექიმის დანიშნული). წამლების არაკონტროლირებად გამყენებას შეუძლია დიდი ზიანის მოტანა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ერთდროული მიღება ფელოდიპინის და პრეპარატების: ციმეტიდინი, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები – იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები – ერითრომიცინი, ტელიტრომიცინი ან აივ–პროტეაზას ინჰიბიტორები იწვევს ფელოდიპინის კონცენტრაციის  გაზრდას პლაზმაში. ფელოდიპინის და გრეიფრუტის წვენის ერთდროული  მიღება ფელოდიპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ზრდის 2–ჯერ. მითითებული კომბინაციები წარმოადგენს უკუჩვენებას.

ერთდროული მიღება ისეთი პრეპარატებისა, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ბარბიტურატები (მათ შორის ფენობარბიტალი) და რიფამპიცინი, აქვეითებს ფელოდიპინის ეფექტურობას. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება კრაზანას მიღებისას.

აქედან გამომდინარე, ამგვარი კომბინაციების აუცილებლობისას დგება პრეპარატის დოზის კორექციის საკითხი. ამვე დროს გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული კომბინაციების გონივრულობა

ფელოდიპინის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით. ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია გააძლიეროს ფელოდიპინის ანტიჰიერტენზიული ეფექტი. ფელოდიპინის ნიტრატებთან მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ფელოდიპინის არტერიულ წნევაზე მოქმედება და გულის შეკუმშვათა სიხშირე.

კლინიკურად მნიშვნელოვანი უარყოფითი ინოტროპული ეფექტი ფელოდიპინისათვის არ არის დამახასიათებელი. ამასთან ერთად, პაციენტებში, რომელებიც მიეკუთვნებიან გულის უკმარისობის განვითარების რისკის ჯგუფს პრეპარატის მიღებამ ბეტა–ადრენობლოკატორებთან ერთად  შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია და გულის უკმარისობის შესაბამისი სიმპტომატიკა.

ფელოდიპინს შეუძლია პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის მომატების. გარდა ამისა, ციკლოსპორინს შეუძლია დათრგუნოს ფელოდიპინის მეტაბოლიზმი, რაც წამოადგენს ფელოდიპინის ტოქსიურობის გამოვლენის პოტენციურ რისკ–ფაქტორს. ფელოდიპინთან ერთდროული მიღებისას პლაზმაში მატულობს დიგოქსინის კონცენტრაცია, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მსგავსი კომბინაციისას; ფელოდიპინისა და ანტიარითმულების ურთიერთქმედებაზე არასაკმარისი ინფორმაციის გამო (ამიოდარონი, ქინიდინი და სხვა), აუცილებელია სიფრთხილე მათი ერთდროული მიღებისას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიპტომები ალბათ განპირობებულია პროლონგირებული სატემური ზემოქმედებით და სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების პერფუზიის დარღვევით. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, ჰიპოქსია კოლაფსი გონების დაკარგვით, კარდიოგენული შოკი. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმს მიმართოთ.

მიღების თავისებურებები:

მკურნალობის წინ გაესაუბრეთ ექიმს! ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის დოზა არ გაზარდოთ. მკურნალობის ხანგრძლიობას განსაზღვრავს ექიმი. გარდატეხის ასაკის ავადმყოფებმა შეიძლება გამოავლინონ დიდი მგრძნობელობა პერპარატისადმი მინიმალური დოზირების შემთხვევაშიც კი. არტერიული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილებში,  გამოხატული გულის უკმარისობის დროს, ჰემოდიკურად მნიშვნელოვანი აორტალური და მიტრალური სტენოზისას, ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის ობსტრუქციული ფორმისას, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევისას (კლირენსი <30მლ/წთ) პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი/რისკი შეფასებისას და მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და მუდმივ კლინიკურ კონტროლს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მნიშვნელოვანი გაძლიერება, რაც მოითხოვს დოზირების კორექტირებას და მუდმივ კლინიკურ დაკვირვებას.

ფელოდიპინის სიფრთხილით მიღებაა საჭირო ავადმყოფებში, რომლების ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, ავთვისებიანი ჰიპერტენზიისა ან ჰიპოვოლემიისას (მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება), რამდენადაც სისხლძარღვების გაფართოებას შეუძლია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება გამოიწვიოს. ცალკეულ შემთხვევაში ფელოდიპინით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია ჰიპერტენზიული კრიზის განვითარება გამოიწვიოს.

ფელოდიპინს შეუძლია მნიშვნელოვანი ჰოპოტენზიის გამოწვევა (ვაზოდილატაციური ეფექტი) შემდგომი ტაქიკარდიით, რომელსაც შეუძლია ცალკეულ პაციენტებში გამოიწვიოს მიოკარდის იშემია.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

ფელოდიპინით მკურნალობა მოითხოვს რეგულარულ სამედიცინო კონტროლს. ცალკეულ შემთხვევაში ფელოდიპინს შეუძლია ისეთი გავლენა მოახდინოს პაციენტის რეაქციებზე, რომ მანქანის და ტექნიკის მართვის უნარი დარღვეული იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის დასწაყის ეტაპსა და დოზის მომატებას, ან ერთდროულად ალკოჰოლის მიღებას.

როგორც კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების მიღებისას, პაციენტებში გინგივიტით ან პარადონტიტით აღინიშნა ღრძილების მცირე ჰიპერპლაზია. მითითებული ჰიპერპლაზიისგან შეიძლება თავის დაცვა ან უკიდურეს შემთხვევაში მდგომარეობის შემსუბუქება პირის ღრუს საფუძვლიანი ჰიგიენით.

ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ავადმყოფები უიშვიათესი მემკვიდრული დარღვევით, გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის უკმარისობა ან გლუკოზის ან გალაქტოზის შეწოვის დარღვევა, აღნიშნული პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე არ უმეტეს 250C ტემპერატურისა.

ვადა: ტაბლეტები 5 მგ – 3 წელი; ტაბლეტები 10მგ – 4 წელი.

პრეპარატის არ მიიღება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად