ფებროფიდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
ფებროფიდი - FEBROFID - ФЕБРОФИД

საერთაშორისო დასახელება:

KETOPROFEN

მწარმოებელი: Medana Pharma S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის 2.5%: ტუბში 30 გ და 50 გ

100 გ

კეტოპროფენის ლიზინის მარილი ........ 2.5 გ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიეთილენგლიკოლი 200, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კეტოპროფენი ეკუთვნის არასტეროიდული ჰორმონების ჯგუფს, გელის სახით კარგად აღწევს კანში და ახდენს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ფებროფიდ გელი უზრუნველყოფს სახსრების, მყესების, იოგების, კუნთების, კანის, ვენების, ლიმფური სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების დაზიანებების ადგილობრივ მკურნალობას.

სახსრების სინდრომის დროს იწვევს ტკივილის შუსუსტებას სახსრებში უმოძრაო მდგომარეობის და მოძრაობის დროს, დილას სახსრების შებოჭილობის და შეშუპების შემცირებას. გელის ბიოშეღწევადობა არის 5%. კეტოპროფენის შეწოვილი ნაწილი ებმება სისხლის პლაზმის ცილებს დაახლოებით 99%. პრეპარატის მეტაბოლიზირება ხდება ღვიძლში. მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

არ კუმულირდება ორგანიზმში.

ჩვენებები:

გამოიყენება ადგილობრივად, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, სიმპტომური მკურნალობის დროს:

  • ტკივილები ხერხემალში, ნევრალგია, მიალგია;
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (მათ შორის ართრიტი, ბურსიტი, სინოვიტი, ტენდინიტი, ლუმბაგო);
  • ტრავმები გართულებების გარეშე, კერძოდ სპორტული ტრავმები, ამოვარდნები, ნაღრძობი, იოგების ან მყესთა დაჭიმვა ან გაწყვეტა, დაჟეჟილობა, ტრავმის შემდგომი ტკივილები;
  • კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ვენების (ფლებიტი, პერიფლებიტი), ლიმფური სისხლძარღვების, ლიმფური კვანძების (ლიფანგიიტი, ზედაპირული ლიმფადენიტი) ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

დღეში 2-3-ჯერ გელი მცირე რაოდენობით (3-5 სთ) დაიტანება კანზე მტკივნეულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილება.

არ არის საჭირო მშრალი სახვევის დადება, ვინაიდან გელი კარგად შეიწოვება კანში, არ გააჩნია სუნი, არ შეიცავს საღებავ ნივთიერებებს, არ ტოვებს ცხიმიან ლაქებს, არ სვრის ტანსაცმელს.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ეგზანთემა, პურპურა.

ყველა თანამდევი (უჩვეულო) ეფექტის წარმოშობის შესახებ, მათ შორის რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

* მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;

* სველი დერმატოზები, ეგზემა, ინფიცირებული დაჟეჟილობა, ჭრილობები, დამწვრობები;

* ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაცია.

კეტოპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმები აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის I და II ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

! ორსულობის III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

! არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსზე და თვალებში. არ  გამოიყენება კანის დაზიანებულ ადგილებზე.

♦ ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავადმყოფებში ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობით.

♦ გამონაყარის წარმოშობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.

მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიკური მოწყობილობის მართვის უნარზე:

არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ კანზე გარეგანი გამოყენების დროს არ არსებობს.

შეცდომით პრეპარატის შინაგანი მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების სიმპტომები, ისევე როგორც სისტემური გამოყენების დროს.

- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ეთანოლთან, კორტიკოტროპინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლული და სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან.

- ერთდროული დანიშვნა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, ჰეპარინთან, თრომბოლიტიკებთან, ანტიაგრეგანტებთან, ცეფაპერაზონთან, ცეფამანდოლთან ზრდის სისხლდენის რისკს.

- კეტოპროფენი ამცირებს ჰიპოტენზიური პრეპარატების და დიურეზული პრეპარატების მოქმედებას (პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება), ზრდის ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას (საჭიროა დოზის კორეგირება). ერთდროულად დანიშვნა ნატრიუმ ვალპროატთან იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევას. ზრდის სისხლის პლაზმაში ვერაპამილის და ნიფედიპინის კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად