უნაზინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

უნაზინი - UNASYN - УНАЗИН

საერთაშორისო დასახელება:

AMPICILLIN; SULBACTAM

მწარმოებელი: PFAIZER, აშშ.

მოქმედი ნივთიერება: ამპიცილინი+სულბაქტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში

1 ფლ.

ამპიცილინი ..............   0.5 გ

სულბაქტამი .............   0.25 გ

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში.

1 ფლ.

ამპიცილინი ............      1 გ

სუბლაქტამი ..............    0.5 გ

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში.

1 ფლ.

ამპიცილინი ............... 2 გ

სუბლაქტამი ............   1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პენიცილინის წარმოებულ სულბაქტამ ნატრიუმს გააჩნია ნატრიუმის პენიცილინატის სულფონის ქიმიური დასახელება.

In vitro კვლევებით დადასტურებულ იქნა, რომ სულბაქტამი წარმოადგენს უმრავლესი ბეტალაქტამაზების ძირითად შეუქცევად ინჰიბიტორს, რომლებიც ვითარდებიან პენიცილინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების მიერ. იგი მნიშვნელოვან ანტიბაქტერიულ აქტივობას ავლენს მხოლოდ Neisseriaceae, Acinetobacter calcoaceticus-ს და Pseudomonas cepacia სხვ. მიმართ, ნატრიუმის სულბაქტამის შესაძლებლობა რომ თავიდან აიცილოს მდგრად მიკროორგანიზმებით პენიცილინისა და ცეფალოსპორინების რღვევა დადასტურდა რეზისტენტული უჯრედების გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში. ნატრიუმის სულბაქტამს ახასიათებს სინერგიზმული მოქმედება პენიცილინთან და ცეფალოსპორინებთან. სულბაქტამი ასევე უკავშირდება ზოგიერთ პენიცილინდამაკავშირებელ ცილებს, ამიტომ ზოგიერთი მგრძნობიარე შტამი უფრო მგრძნობიარეა კომბინაციის მიმართ, ვიდრე რომელიმე ერთ-ერთი ანტიბიოტიკის მიმართ.

პრეპარატის ბაქტერიოციდულ კომპონენტებს მიეკუთვნება ამპიცილინ-ამინოპენიცილინი, ბენზილპენიცილინის მსგავსად მოქმედებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე აქტიური გამრავლების ფაზაში უჯრედული გარსის მუკოპეპტიდის ბიოსინთეზის დათრგუნვის გზით.

უნაზინის პერორალური ფორმა აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ, მათ შორის Staphilococcus aureus და epidermidis (მათ შორის პენიცილინრეზისტენტული და ზოგიერთი მეტიცილინრეზისტენტული შტამები); Streptococcus pneumoniae, Streptococcus faecalis და სხვა სტრეპტოკოკები,  Haemophilus influenzae და parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზის წარმომქმნელი და არწარმომქმნელი შტამები); Branhamella catarrhalis და მისი მსგავსი სახეობები;  Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus spp.,(ინდოლდადებითი* და ინდოლუარყოფითი); Enerovbacter spp., Morganella morganii, Citobacter spp., Neisseria meningitidis და Neisseria gonorrheae.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად ნაწილდება ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებისა და სითხეების უმრავლესობაში. იგი ნაკლებად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეებში, თუმცა მისი შეღწევა უმჯობესდება თავის ტვინის გარსის ანთების დროს. სულბაქტამისა და ამპიცილინის მაღალი კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება მათი ვენაში ან კუნთებში მაღალი დოზით შეყვანის შემთხვევაში, ორივე პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს. სულბაქტამ/ამპიცილინის დიდი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით.

შეუთავსებლობა: ნატრიუმის სულბაქტამი შეთავსებადია ვენაში შესაყვანი ხსნარების მიმართ, მაგრამ ამპიცილინ ნატრიუმი და შესაბამისად უნაზინი ნაკლებად მდგრადია იმ ხსნარების მიმართ, რომლებიც შეიცავენ დექსტროზას ან სხვა ნახშირწყლებს. მისი შერევა სისხლის პრეპარატებსა და ცილოვან ჰიდროლიზატებთან დაუშვებელია. ამპიცილინი და შესაბამისად უნაზინი შეუთავსებადია ამინოგლიკოზიდებთან. ამიტომ მათი ერთდროული ინექცია დაუშვებელია.

ჩვენებები:

უნაზინი კუნთებსა და ვენაში ინექციის სახით გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, ოტიტი და ეპიგლოტიტი, ბაქტერიული პნევმონია;
  • საშარდე გზების ინფექციები, პიელონეფრიტი, მუცლის ღრუს ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი და მცირე მენჯის ცელულიტი;
  • ბაქტერიული სეპტიცემია, კანის, რბილი ქსოვილების, ძვლებისა და სახსრების, აგრეთვე გონოკოკური ინფექციები.
  • იგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პერიოპერაციულად პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების (რომლის თანმხლებია მუცლის ღრუს შესაძლო ინფიცირება) ქირურგიული ოპერაცია, რათა თავიდან ავიცილოთ პოსტოპერაციული ინფექციები.
  • პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია პროფილაქტის მიზნით ორსულობის შეწყვეტის და/ან საკეისრო კვეთის დროს სეფსისის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეყავთ ვენაში ან კუნთებში. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი განზავებებით:


საერთო დოზა

0.75 გ

1.5 გ

3 გ

სულბაქტამ-ამპიცილინის ექვივალენტური დოზა

0.25/0.5

0.5/1

1/2

 

ფლაკონის მოცულობა

10 მლ

20 მლ

20 მლ

გამხსნელის მოცულობა

1.6 მლ

3.2მლ

6,4 მლ

საბოლოო მაქსიმალური კონცენტრაცია

125-250 მგ/მლ

125-250 მგ/მლ

125-250 მგ/მლ

 

ვენაში შეყვანის მიზნით პრეპარატი უნდა განვაზავოთ სტერილურ საინექციო წყალში ან სხვა შეთავსებად გამხსნელში, დავაყოვნოთ მანამ, სანამ არ გაქრება ქაფი, რათა ვიზუალურად შევაფასოთ ხსნარის სრული გახსნა. დოზა შეიძლება შევიყვანოთ ბოლუსის სახით 3 წუთის  განმავლობაში.

შედარებით მაღალი განზავების შემთხვევაში დოზა შეიძლება შევიყვანოთ როგორც ბოლუსის, ასევე ვენაში ინფუზიის სახით 15-30 წთ-ის განმავლობაში. ნატრიუმის სულბაქტამი და ამპიცილინის სულბაქტამი შეიძლება შევიყვანოთ აგრეთვე ღრმად კუნთში; იმ შემთხვევაში, როდესაც ინექცია მტკივნეულია, მაშინ გასახსნელ ფხვნილს შესაძლებელია დავუმატოთ 0.5% სტერილური ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის საინექციო ხსნარი.

პრეპარატის დოზა მერყეობს 1.5-დან 12 გ-მდე დღეში რამდენჯერმე ყოველ 6 ან 8 სთ-ში. სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ. შედარებით მძიმე ფორმის ინფექციების დროს პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ ყოველ 12 სთ-ში.


ინფექციის სიმძიმე

პრეპარატის სადღეღამისო დოზა (გ)

მსუბუქი

1.5-3-მდე (1-3)

საშუალო სიძიმის

6-მდე (2-4)

მძიმე

(4+8)

 

მკურნალობას ჩვეულებრივ აგრძელებენ კიდევ 48 სთ-ის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის დაქვეითების ან სხვა პათოლოგიური ნიშნების გაქრობის მიუხედავად, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-14 დღეს, ხოლო შედარებით მძიმე შემთხვევებში მკურნალობის კურსი შესაძლებელია გავზარდოთ, ან დამატებით დაინიშნოს ამპიცილინი.

ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის 1.5-3 გ პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურ ნარკოზთან კომბინაციაში. რაც ოპერაციის დროს სისხლის შრატსა და ქსოვილებში უზრუნველყოფს პრეპარატის მაქსიმალურ კონცენტრაციას. დოზა ხელმეორედ შეჰყავთ ყოველ 6-8 სთ-ში ერთხელ. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებას წყვეტენ ოპერაციიდან 24 სთ-ის შემდეგ, როდესაც პრეპარატის შეყვანა არ არის ნაჩვენები მკურნალობის მიზნით.

გართულების გარეშე მიმდინარე გონორეის სამკურნალოდ პრეპარატი შეიძლება შევიყვანოთ ერთჯერადად, დოზით 1.5 გ სისხლის პლაზმაში სულბაქტამისა და ამპიცილინის შემცველობის გახანგრძლივების მიზნით საჭიროა ერთდროულად 1.0 გ პრობენციდის დანიშვნა შიგნით.

თირკმელების გამოხატული უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ-ში) სულბაქტამისა და ამპიცილინის ორგანიზმიდან გამოყოფა ერთნაირი ხარისხით ირღვევა, ამიტომ პლაზმაში მათი თანაფარდობა არ იცვლება. აღნიშნულ პაციენტებში უნაზინი საჭიროა შევიყვანოთ იშვიათად, ამპიცილინის ჩვეულებრივ პრაქტიკული გამოყენების შესაბამისად.

იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც იცავენ დაბალმარილოვან დიეტას, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ 150 მგ პრეპარატი შეიცავს 115 მგ (5 მმოლ) ნატრიუმს.

ახალშობილებსა და ბავშვებში ინფექციების უმრავლესობის მკურნალობისას პრეპარატის დოზა შეადგენს 150 მგ/კგ/დღეში (რაც შეესაბამება 50 მგ/კგ სულბაქტამს და 100 მგ/კგ ამპიცილინს დღეში).

ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებსა და ბავშვებში პრეპარატი ჩვეულებრივ შეჰყავთ ყოველ 6-8 სთ-ში ამპიცილინის ჩვეულებრივ პრაქტიკული გამოყენების შესაბამისად.

ახალშობილებში სიცოცხლის პირველ კვირას (განსაკუთრებით დღენაკლულებში პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 75 მგ/კგ დღეში 12 სთ-იანი ინტერვალით. პრეპარატის გამოყენების სიხშირის მომატება ან შემცირება შეიძლება განპირობებული იყოს პაციენტის დაავადების სიმძიმის და/ან თირკმლების ფუნქციის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

პარენტერული ანტიბიოტიკების ძირითად გვერდით მოვლენას წარმოადგენს ინექციის ადგილას ტკივილი, განსაკუთრებით კუნთებში შეყვანისას.

ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნება ფლებიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შედარებით ხშირად აღინიშნება გულისრევა, ღებინება და დიარეა.

კანის მხრივ: ძალიან ხშირად აღინიშნება გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები.

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:

პრეპარატით მკურნალობისას არსებობს მონაცემები ანემიის, თრომბოციტოპენიის, ეოზინოფილიისა და ლეიკოპენიის განვითარების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.

ღვიძლის მხრივ: აღინიშნებოდა ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარაგინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება. ამპიცილინის გამოყენებისას შესაძლებელია ასევე აღინიშნოს გვერდითი მოვლენები.

ინფექციურ მონონუკლეოზს გააჩნია ვირუსული წარმოშობა, ამიტომ ამპიცილინის გამოყენება მის სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული. მონონუკლეოზით შეპყრობილ პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ამპიცილინს უვითარდება კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:

* კომბინირებული პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ყველა სახის პენიცილინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები ორსულებში არ არსებობს.

ამპიცილინი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პენიცილინებით მკურნალობისას აღწერილია სერიოზული და ხანდახან სასიკვდილო ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები, რომლებიც ხშირად გვხვდება იმ პაციენტებში, რომლებიც სენსიბილიზირებულნი არიან პენიცილინების ან მრავალი სხვა ალერგენების მიმართ. არსებობს მონაცემები მძიმე რეაქციების შესახებ ცეფალოსპორინებით მკურნალობისას იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პენცილინის დანიშვნის წინ აუცილებელია პაციენტის საგულდაგულო გამოკითხვა უშუალოდ პენიცილინების, ცეფალოსპორინებისა და სხვა ალერგენების მიმართ ანამნეზში მომატებული მგრძნობელობის შესახებ. ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

◄მძიმე ფორმის ანაფილაქსიური რეაქციების დროს საჭიროა დაუყოვნებლივ ადრენალინის შეყვანა. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ოქსიგენო თერაპია, შეყავთ ვენაში სტეროიდები და მიმართავენ ზომებს სუნთქვის ფუნქციის შესანარჩუნებლად ინტუბაციის ჩათვლით.

◄ ისევე როგორც ყველა სხვა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივ მეთვალყურეობას, რათა გამოვლენილ იქნას პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმები სოკოების ჩათვლით. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება საჭიროა შეწყდეს და/ან დაინიშნოს ადექვატური თერაპია.

◄ ისევე როგორც ყველა ძლიერმოქმედი პარენტერული პრეპარატის გამოყენებისას, ხანგრძლივი მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია პერიოდულად შინაგანი ორგანოების ფუნქციების მაჩვენებლების შემოწმება, მათ შორის თირკმელების, ღვიძლისა და სისხლმბადი სისტემის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილებსა (პირველ რიგში დღენაკლულებში) და ბავშვებში.

ჭარბი დოზირება:

ძალიან მაღალ დოზებში პენიცილინებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ცერებრული (ეპილეფსიური) კრუნჩხვები. ანაფილაქსიური შოკი აღინიშნება იშვიათად, მაგრამ სიცოცხლისათვის ყოველთვის წარმოადგენს საშიშროებას.

კრუნჩხვების კუპირებისათვის, რომლებიც გამოწვეულია ჭარბი პრეპარატის დოზირებით, იყენებენ დიაზეპამს, რომელიც ასევე იწვევს სედატიურ მოქმედებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- უნაზინი/ალოპურინოლი: პოდაგრით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ალოპურინოლს და სულბაქტამ/ამპიცილინს იზრდება კანის რეაქციების განვითარების რისკი.

- უნაზინი/პრობენეციდი: პრობენეციდისა და უნაზინის ერთდროული გამოყენება შრატში იწვევს ამპიცილინისა და სულბაქტამის დონის მომატებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თირკმელების მილაკოვანი სეკრეციის დათრგუნვით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად