ტალციდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ტალციდი - TALCID - ТАЛЦИД

საერთაშორისო დასახელება:

HYDROTALCITE

მწარმოებელი: BAYER, გერმანია  

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროტალციტი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 და 5 ბლისტერი.

1 ტაბ.

ჰიდროტალციტი .....................   500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინატი, პიტნის არომატიზატორი, ბანანის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰიდროტალციტი არის ანტაციდური პრეპარატი. მას გააჩნია კრისტალური შრეობრივ-ბადობრივი სტრუქტურა ალუმინისა და მაგნიუმის დაბალი შემცველობით. ჰიდრატალციტის 1 გ-ს გააჩნია ბუფერული ტევადობა, მინიმუმ 26 მეკვ. პრეპარატი ახდენს კუჭის წვენის მარიმლჟავის სწრაფ და ხანგრძლივ ნეიტრალიზებას pH-ის ოპტიმალური დონის შენარჩუნებით 3-სა და 5 სთ-ს შორის; მას ახასიათებს გასტროპროტექტორული მოქმედება პეფსინთან, მარიმლჟავასა და ნაღვლის მჟავებთან ხანგრძლივი ბმის ხარაჯზე; იგი აგრეთვე ააქტივებს კუჭის საკუთარ დამცავ ფაქტორებს.

ფარმაკოკინეტიკა:

ტალციდის შრეობრივ-ბადობრივი სტრუქტურის წყალობით, ალუმინისა და მაგნიუმის იონების გამოთავისუფლება კუჭში ხდება თანთადანობით, pH დონის მიხედვით. დამტკიცებული ტალციდის თერაპიული დოზებით გამოყენებისას, იგი თითქმის არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამავე დროს ალუმინისა და მაგნიუმის დონე სისხლის პლაზმაში რჩება ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული გასტრიტი;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • გულძმარვა და სხვა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, გამოწვეული კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება წყლის  მიყოლება.

მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, რეფლუქს ეზოფაგიტი: 500-1000 მგ (1-2 ტაბლეტი) 1-2 საათში საკვების მიღებიდან და ძილის წინ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 4 კვირის განმავლობაში სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

გულძმარვა და სხვა სიმპტომები გამოწვეული კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებით: 500-1000 მგ (1-2 ტაბლეტი) საჭიროების შემთხვევაში.

ჰიდროტალციტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6000 მგ (12 ტაბლეტი).

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია განავლის გათხელება.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიუხედავად იმისა, რომ ტალციდის მიღებისას ალუმინისა და მაგნიუმის დონე სისხლის პლაზმაში რჩება ნორმის ფარგლებში, ორსულობის დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ ახდენს უარყოფით გავლენას ბავშვზე.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ჰიპოფოსფატემიის, დიეტის (შემცირებული რაოდენობის ფოსფატების მიღებით) შემთხვევაში არ შეიძლება ტალციდის დიდი დოზებით მიღება, ასევე პრეპარატის ხანგრძლივი მიღებაც არ არის რეკომენდებული.

გავლენა მანქანისა და მოძრავი მექანიზმების მართვაზე: არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება:

ტალციდის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სამკურნალო პრეპარატი უნდა იქნას მიღებული 1-2 საათით ადრე ან შემდეგ ტალციდის მიღებიდან.

ერთდროული მიღების დროს ტალციდი ამცირებს ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკების, ფტორქინოლონების (ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი) და გლიკოზიდების აბსორბციას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად