სანდიმუნ ნეორალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

სანდიმუნ ნეორალი - SANDIMMUN NEORAL - САНДИММУН НЕОРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

CICLOSPORIN

მწარმოებელი: R.P. Sherer GmbH, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ციკლოსპორინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოდეპრესანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 და 100 ც.

1 კაფს.

ციკლოსპორინი .....    25 მგ

1 კაფს.

ციკლოსპორინი ....... 50 მგ

1 კაფს.

ციკლოსპორინი ...... 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სანდიმუნ ნეორალი წარმოადგენს II ამინომჟავასაგან შედგენილ ციკლურ პოლიპეპტიდს. იგი ხელს უშლის უჯრედული ტიპის რეაქციების განვითარების პროცესს, ალოტრანსპლანტატის მიმართ იმუნიტეტის ჩათვლით, შენელებული ტიპის კანის ჰიპერმგრძნობელობას, ალერგიულ ენცეფალომიელიტს, ართრიტს გამოწვეულს ფროინდის ადიუვანტით, დაავადებას - „ტრანსპლანტატი-მასპინძლის წინააღმდეგ“, აგრეთვე T-ლიმფოციტებზე დამოკიდებული ანტისხეულების წარმოქმნის პროცესს.

უჯრედულ დონეზე იგი აბლოკირებს უჯრედული ციკლის G0 ან G1 ფაზებში - “მოსვენებით მდგომარეობაში” მყოფ ლიმფოციტებს და თრგუნავს T-ლიმფოციტებით აქტივირებული ანტიგენით ინიცირებული ლიმფოკინების (ინტერლეიკინი 2-T-ი ლიმფოციტების ზრდის ფაქტორის ჩათვლით) პროდუქციას და სეკრეციას. ლიმფოციტებზე პრეპარატი ახდენს შექცევად მოქმედებას. ციტოსტატიკებისაგან განსხვავებით იგი არ თრგუნავს ჰემოპოეზს და გავლენას არ ახდენს ფაგოციტური უჯრედების ფუნქციონირების პროცესზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: შიგნით მიღებისას პრეპარატი სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 სთ-დან 5 სთ-ის განმავლობაში. სანდიმუნ ნეორალი სტაბილურად შეიწოვება და მას ახასიათებს საკვების ერთდროულად მიღების და სადღეღამისო რიტმისადმი სუსტად გამოხატული დამოკიდებულება.

განაწილება: ციკლოსპორინი ძირითადად ნაწილდება სისხლის მიმოქცევის წრის გარეთ; პლაზმაში მისი შემცველობა შეადგენს 33-47%-ს, ლიმფოციტებში - 4 -9%-ს. გრანულოციტებში - 5-12 % და ერითროციტებში - 41-58%. სისხლის პლაზმაში პრეპარატის დაახლოებით 90% დაკავშირებულია ცილებთან, ძირითადად ლიპოპროტეინებთან.

მეტაბოლიზმი: ციკლოსპორინი სხვადასხვა რეაქციებით განიცდის ბიოტრანსფორმაციას, რომელთა შედეგად წარმოიქმნება 15 მეტაბოლიტი.

გამოყოფა: პრეპარატი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად და დოზის მხოლოდ 6% - თირკმელების (ძირითადად მეტაბოლიტების სახით) საშუალებით ორგანიზმიდან პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 6.3 სთ-დან ჯანმრთელ მოხალისეებში, 20.4 სთ-მდე პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაავადებებით.

ჩვენებები:

ტრანსპლანტოლოგია:

  • სოლიდური ორგანოების: თირკმელების, ღვიძლის, გულისა და ფილტვების კომბინირებული ტრანსპლანტატის, ფილტვების ან კუჭქვეშა ჯირკვლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პროფილაქტიკა;
  • ტრანსპლანტაციის შემდგომ იმ ავადმყოფების მკურნალობა, რომლებიც ადრე იღებდნენ სხვა იმუნოდეპრესანტებს;
  • ძვლის ტვინის გადანერგვის შემდგომ მოცილებული ტრანსპლანტატის მკურნალობა;
  • დაავადების „ტრანსპლანტატი-მასპინძლის წინააღმდეგ“ პროფილაქტიკა და მკურნალობა.

აუტოიმუნური დაავადებები:

  • ენდოგენური უვეიტები (აქტიური, მხედველობაზე მოქმედი არაინფექციური ეთიოლოგიის - თვალის შუა ან უკანა ნაწილის უვეიტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა არ იძლევა შედეგს ან ადგილი აქვს მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარებას, ბეხჩეტის უვეიტი ანთების მარეციდივირებელი შეტევებით, რომელიც აზიანებს ბადურას;
  • გლუკოკორტიკოიდების და მათ მიმართ რეზისტენტული ნეფროზული სინდრომი მოზრდილებში და ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია გორგლოვანი სისხლძარღვების პათოლოგიით (ისეთი დაავადებები, როგორიცაა მინიმალური ცვლილებით მიმდინარე ნეფროპათია, კეროვანი და სეგმენტული გლომერულოსკლეროზი, მემბრანული გლომერულონეფრიტი (რემისიების ინდუქცია და მისი პროცესის ხელშეწყობა, აგრეთვე გლუკოკორტიკოიდებით და მათი შემდგომი შეცვლით გამოწვეული ინდუცირებული რემისიების დახმარებით;
  • აქტიურად მიმდინარე რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები (იმ შემთხვევაში, როდესაც კლასიკური ნელა მოქმედი რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები არაეფექტურია ან მათი მიღება შეუძლებელი);
  • ფსორიაზი (სანდიმუნ ნეორალი ნაჩვენებია მძიმე ფსორიაზით დაავადებული ავადმყოფებისათვის, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა არაეფექტურია ან მისი ჩატარება შეუძლებელი);
  • მძიმე ფორმის ატოპიური დერმატიტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ინდივიდუალურია

მკურნალობის პროცესში პრეპარატის დოზის კორექცია ხდება ლაბორატორიული მაჩვენებლების, აგრეთვე სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის ყოველდღიური კონტროლის გათვალისწინებით.

მოზრდილებში, სოლიდური ორგანოების გადანერგვის დროს, მკურნალობა იწყება ოპერაციამდე 12 სთ-ით ადრე: ინიშნება 10-15 მგ/კგ 2-ჯერ დღეში. ოპერაციის შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად იგივე დოზით, რის შემდეგაც დოზას თანდათან ამცირებენ, სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის გათვალისწინებით, შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე 2-6 მგ/კგ დღე-ღამეში.

გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ან სხვა სახის იმუნოდეპრესანტებთან ერთად პრეპარატის კომბინაციით, შესაძლებელია სანდიმუნ ნეორალის დაბალი დოზებით გამოყენება (3-6 მგ/კგ/დღე-ღამეში მკურნალობის საწყის ფაზაში).

ძვლის ტვინის გადანერგვის დროს და ტრანსპლანტაციის პერიოდში ინიშნება ვადამდე 2 კვირით ადრე სადღეღამისო დოზით - 12.5-15 მგ/კგ, შემდგომ გადადიან შემანარჩუნებელ მკურნალობაზე - დოზით დაახლოებით 12.5 მგ/კგ დღე-ღამეში (იმ  შემთხვევაში, როდესაც დარღვეულია პრეპარატის შეწოვის პროცესი, საჭიროა მის გამოყენება უფრო მაღალი დოზებით ან მისი ვენაში ინექცია).

შემანარჩუნებელი მკურნალობის კურსი გრძელდება არა უმცირეს 3-6 თვეს (მიზანშეწონილი 6 თვე), რის შემდეგაც დოზას თანდათან ამცირებენ და გადანერგვიდან 1 წლის შემდეგ წყვეტენ მკურნალობას. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთ ავადმყოფებში ვითარდება დაავადება - ტრანსპლანტატი-მასპინძლის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის აღდგენა.

ქრონიკულად მიმდინარე დაავადება - ტრანსპლანტატი-მასპინძლის წინააღმდეგ მსუბუქი ფორმის დროს საჭიროა პრეპარატის დაბალი დოზების გამოყენება.

ბავშვებს 1 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობა უტარდებათ იგივე დოზებით, როგორც მოზრდილებს (1 კგ წონაზე სხეულის მასის გათვალისწინებით).

ენდოგენური უვეიტების დროს, რემისიების ინდუქციისათვის, ენიშნებათ პერორალურად 5 მგ/დღე-ღამეში ერთჯერადად ან რამდენიმე მიღებაზე, ანთებითი პროცესის ჩაქრობამდე და მხედველობის გაუმჯობესებამდე. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა 7 მგ/კგ-მდე დღე-ღამეში განსაზღვრული ვადით (იმ შემთხვევაში, როდესაც სასურველი ეფექტის მიღწევა შეუძლებელია, დამატებით ენიშნებათ პრედნიზოლონი ვენაში 200-600 მგ/კგ სადღეღამისო დოზით).

ნეფროტოქსიკური სინდრომის დროს, რემისიების ინდუქციისათვის, ენიშნებათ მოზრდილებს 5 მგ/კგ დღე-ღამეში და 6 მგ/კგ ბავშვებს 2-ჯერ თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.

ღვიძლის ფუნქციის მოშლის მქონე ავადმყოფებში საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მგ/კგ.

შემანარჩუნებელი მკურნალობის მისაღწევად, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

რევმატიული ართრიტის დროს პირველი 6 კვირის განმავლობაში მკურნალობის სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 მგ/კგ 2-ჯერ. არასრულყოფილი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის თანდათან გაზრდა. მკურნალობის კურსი 12 კვირამდეა.

ფსორიაზის დროს, რემისიების ინდუქციისათვის, სადღეღამისო დოზა შეადგენს 2.5 მგ/კგ 2-ჯერ. მძიმე შემთხვევებში - 5 მგ/კგ. ერთი თვის შემდეგ სასურველი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზას თანდათან ზრდიან, თუმცა იგი არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-კგ-ზე.

ატოპიური დერმატიტის დროს რეკომენდებულ საწყის დოზას შეადგენს 2.5 მგ/კგ დღე-ღამეში. მძიმე შემთხვევებში შესაძელებელია დოზის გაზრდა 5 მგ/კგ-მდე. დადებითი სამკურნალო შედეგის მიღწევის შემდეგ დოზას თანდათან ამცირებენ მისი მთლიანი შეწყვეტით.

გვერდითი მოვლენები:

♦ თირკმელების მხრივ ხშირად - შრატში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატებით მიმდინარე თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ჩვეულებრივ ეს მოვლენები აღინიშნება მკურნალობიდან პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ხასიათდება დოზისადმი დამოკიდებული თვისებებით და მცირდება დოზის შემცირებასთან დაკავშირებით).

♦ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ სტრუქტურული ცვლილებები თირკმელებში (მაგ. ინტერსტიციული ფიბროზი), რომელიც საჭიროებს დიფერენცირებას ავადმყოფებში თირკმელების ტრანსპლანტატებით და მოცილების ქრონიკული რეაქციებით გამოწვეული ცვლილებებისაგან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის და ღვიძლის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, პანკრეატიტი, შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები, რომელიც ვლინდება ბილირუბინის კონცენტრაციის, სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობით (აღნიშნული დარღვევები დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე) მომატებით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად არტერიული ჰიპერტენზია (განსაკუთრებით ავადმყოფებში გულის გადანერგვის შემდგომ).

ნერვული და კუნთოვანი სისტემის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, პარესთეზიები, კრუნჩხვები; იშვიათად - კუნთების სპაზმები და სისუსტე, მიოპათია, ტრემორი.

♦ ავადმყოფებში ღვიძლის გადანერგვის შემდეგ აღწერილია ენცეფალოპათის ნიშნები, მხედველობის, მეხსიერების, აგრეთვე მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (თუმცა საბოლოოდ დადგენილი არ არის გამოწვეულია თუ არა აღნიშნული ცვლილებები პრეპარატით, ძირითადი დაავადებებით, ან სხვა ფაქტორებით).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: შექცევადი დისმენორეა და ამენორეა.

ჰემატოლოგიური სურათი: სუსტად გამოხატული ანემია; იშვიათად - ზოგიერთ ავადმყოფებში მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემიით და თირკმელების უკმარისობით (ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი) გამოწვეული თრომბოციტოპენია.

ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია კანზე გამონაყარი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, სისხლში შარდის მჟავას კონცენტრაციის მომატება.

სხვადასხვა: ჰიპერტრიქოზი, გადაღლილობის შეგრძნება, ღრძილების ჰიპერტროფია, შეშუპებები, სხეულის მასის მომატება; იშვიათად - შრატში ლიპიდების შემცველობის შექცევადი მცირე ზრდა.

♦ არსებობს ცალკეული მონაცემები ავთვისებიანი და ლიმფოპროლიფერაციული დაავადების განვითარებისას სანდიმუნ ნეორალით მკურნალობის დროს (ისევე როგორც იმუნოდეპრესიული მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებს), მათ შორის ნეფროზული სინდრომის მქონე ავადმყოფებშიც. ფსორიაზით დაავადებულ ავადმყოფებში აღინიშნებოდა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება (კერძოდ კანის).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ციკლოსპორინის მიმართ.

რევმატიული ართრიტის და ფსორიაზის მკურნალობის დროს:

* თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

* არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტონია;

* ინფექციური დაავადებები მწვავე ფაზაში;

* ავთვისებიანი წარმონაქმნები (ფსორიაზის დროს სანდიმუნ ნეორალის გამოყენება ხდება მხოლოდ კანის ავთვისებიანი დაავადებების დროს).

ორსულობა და ლაქტაცია:

სანდიმუნ ნეორალის გამოყენების მონაცემები ორსულებში დღეისათვის შეზღუდულია.

გადანერგილი ორგანოების მქონე ავადმყოფების მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ტრადიციული მკურნალობის მეთოდებთან შედარებით სანდიმუნ ნეორალით მკურნალობა არ იწვევს უარყოფით ზემოქმედებას ორსულობის მიმდინარეობაზე და მის გამოსავალზე.

* ციკლოსპორინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ სანდიმუნ ნეორალის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ციკლოსპორინს ტერატოგენული მოქმედება არ ახასიათებს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სანდიმუნ ნეორალის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ იმუნოდეპრესიული მკურნალობის სათანადო გამოცდილების მქონე ექიმებს. მკურნალობა ტარდება მხოლოდ სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებებში.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მოშლით დაავადებულ პაციენტებს, სისხლში შარდის მჟავას შემცველობის მომატების, ჰიპერკალიემიის განვითარების ტენდენციის დროს.

◄ ავადმყოფები, რომლებიც იღებენ სანდიმუნ ნეორალს, უფრო ნაკლებად მიდრეკილნი არიან ინფექციების მიმართ იმ ავადმყოფებთან შედარებით, რომლებსაც უტარდებათ სხვა იმუნოდეპრესიული მკურნალობა.

◄ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის განსაზღვრა წარმოებს რადიოიმუნოლოგიური მეთოდით მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით (sandimmun-kit) ან მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფიული მეთოდის საშუალებით.

◄ ავადმყოფებში, ღვიძლის გადანერგვის შემდგომ, პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა წარმოებს სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულებით ან პარალელურად როგორც სპეციფიკური, აგრეთვე არასპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით.

◄ პრეპარატით მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის სისტემატური კონტროლი, არტერიული წნევის კონტროლი, კალიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა პლაზმაში (განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში); აგრეთვე შრატში ლიპიდების კონცენტრაციის განსაზღვრა (მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობიდან 1 თვის შემდგომ).

◄ იმ შემთხვევაში, როდესაც შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას სისხლში აქვს მყარი ხასიათი, საჭიროა სანდიმუნ ნეორალის დოზის შემცირება. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ჰიპოტენზიური მკურნალობის დაწყება. შრატში ლიპიდების შემცველობის მომატებისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება და/ან დიეტის საშუალებით ცხიმების მიღების შეზღუდვა.

◄ აუტოიმუნური დაავადებების დროს პრეპარატის დანიშვნის წინ აუცილებელია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის საბოლო მაჩვენებლების განსაზღვრა - არანაკლებ ორი ანალიზის ჩატარება.

◄ სანდიმუნ ნეორალის დოზის კორექცია ხდება კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებლების დინამიკასთან მიმართებაში.

◄ იმ შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კონცენტრაცია შრატში მომატებულია 30%-ზე მეტი რაოდენობით საწყის მაჩვენებლებთან შედარებით, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება 25-50%-ით.

◄ სანდიმუნ ნეორალის დანიშვნა ავადმყოფებში ენდოგენური უვეიტებით, შესაძლებელია მხოლოდ თირკმელების ნორმალური ფუნქციური მდგომარეობის შემთხვევაში.

◄ ნეფროზული სინდრომის მქონე ზოგიერთ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს, სანდიმუნ ნეორალით გამოწვეული თირკმელების დისფუნქციის დადგენა გაძნელებულია თირკმელების ფუნქციის ცვლილებების გამო. აღნიშნული ფაქტის ახსნა შეიძლება იმ გარემოებით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატის მიღების დროს თირკმელებში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს შრატში კრეატინინის შემცველობის მომატების გარეშე.

◄ სტეროიდდამოკიდებული ნეფროპათიის მქონე ავადმყოფებში, რომელთაც მკურნალობა უტარდებათ ერთ წელზე მეტ ხანს, ნაჩვენებია თირკმელების ბიოფსიური გამოკვლევის ჩატარება.

◄ სანდიმუნ ნეორალით მკურნალობის პროცესში საჭიროა კალიუმის ზედმეტი მიღებისაგან თავის შეკავება (საკვებთან ერთად კალიუმის შემცველი პრეპარატების მიღება) აგრეთვე მიზანშეწონილი არ არის კალიუმის შემნახველი დიურეტიკების დანიშვნა.

◄ რადგანაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები უარყოფით გავლენას ახდენენ თირკმელების ფუნქციაზე, ამ პრეპარატების დამატება სანდიმუნ ნეორალით მკურნალობის სქემაში ან მათი დოზის მომატება უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის მკაცრი კონტროლის ქვეშ (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე).

◄ რადგანაც დიფენინი იწვევს ღრძილების ჰიპერპლაზიას, რეკომენდებული არ არის მისი მიღება იმ შემთხვევაში, თუ სანდიმუნ ნეორალით მკურნალობის დროს ადგილი აქვს ღრძილების ჰიპერტროფიის განვითარების პროცესს.

◄ სხვა იმუნოდეპრესანტებთან ერთად სანდიმუნ ნეორალის გამოყენებით არსებობს იმუნოდეპრესიული მდგომარეობის გაძლიერების რისკი, რასაც თან ერთვის ინფექცია და ლიმფომების განვითარება.

◄ არსებობს მონაცემები სანდიმუნ ნეორალთან ერთად გლუკოკორტიკოიდების გამოყენების შესახებ. აგრეთვე შეზღუდული გამოცდილება სანდიმუნ ნეორალის გამოყენებისას აზათიოპრინთან (მცირე დოზებით), რაც ამცირებს თირკმელების ფუნქციის ან სტრუქტურის დარღვევის წარმოქმნის რისკს სანდიმუნ ნეორალით მკურნალობის დროს.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ დღეისათვის არ არსებობს.

შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის მოშლის განვითარება, რომელიც შექცევადია და მალევე გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა. ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნა ხდება არასპეფიციკური ზომებით კუჭის ამორეცხვის ჩათვლით.

სანდიმუნ ნეორალი პრაქტიკულად არ გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- სანდიმუნ ნეორალთან ერთად კალიუმის და კალიუმისშემნახველი დიურეტიკების დანიშვნით იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

- სანდიმუნ ნეორალის და ამინგლიკოზიდური ანტიბიოტიკების, ამფოტერიცინის, ციპროფლოქსაცინის, მელფალანის, კოლხიცინის, ტრიმეტოპრიმის ერთდროული დანიშვნით იზრდება ნეფროტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკი, თირკმელების მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ძლიერდება აგრეთვე სანდიმუნ ნეორალისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაციის დროს.

- სანდიმუნ ნეორალის და ლოვასტატინის კომბინაციით იზრდება კუნთოვანი ტკივილების და მათი სისუსტის განვითარების რისკი.

- ღვიძლის ფერმენტების დათრგუნვით ან ინდუქციით სხვადასხვა პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ ან დააქვეითონ ციკლოსპორინის კონცენტრაცია პლაზმაში.

- პრეპარატებს, რომლებიც მაღლა სწევენ ციკლოსპორინის კონცენტრაციას პლაზმაში, მიეკუთვნებიან: კეტოკონაზოლი, ზოგიერთი მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მათ შორის ერითრომიცინი და ჯოზამიცინი), დოქსიციკლინი, პერორალური კონტრაცეპტივები, პროპაფენონი, კალციუმის არხების ზოგიერთი ბლოკატორი (მათ შორის ვერაპამილი, დილტიაზემი, ნიკარდიპინი).

- პრეპარატებს, რომლებიც დაბლა სწევენ ციკლოსპორინის კონცენტრაციას პლაზმაში, მიეკუთვნებიან: ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, მეტამიზოლ ნატრიუმი, რიფამპიცინი, ნაფცილინი, აგრეთვე სულფადიმიდინის და ტრიმეტოპრიმის ვენაში ინექციები. იმ შემთხვევაში, როდესაც კომბინირებული მკურნალობა წარმოადგენს ჩვენებას, აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის სისტემატური მონიტორინგი და სანდიმუნ ნეორალის დოზის შესაბამისი ცვლილება.

- აღწერილია, რომ სანდიმუნ ნეორალი დაბლა სწევს პრედნიზოლონის კლირენსს, ხოლო მეთილპრედნიზოლონის კლირენსს, ხოლო მეთილპრედნიზოლონის მაღალი დოზებით მკურნალობა ზრდის სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად