სალინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

სალინი - SALIN - САЛИН

საერთაშორისო დასახელება:

SODIUM CHLORIDE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირში შესასხურებელი ხსნარი: ფლაკონში 44 მლ

1 მლ

ნატრიუმის ქლორიდი .........    6.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზილის სპირტი, გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოლგიური თვისებები:

ეფექტურად ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ათხელებს სქელ ლორწოს, არბილებს მშრალ ფუფხებს ცხვირის ღრუში და ხელს უწყობს მათ ადვილად მოცილებას. ხსნარის pH შეესაბამება ცხვირის ლორწოვანი გარსის ბუნებრივი სეკრეტორული სითხის pH -ს.

ჩვენებები:

  • ახალშობილთა ცხვირის ჰიგიენური მოვლა;

  • ეფექტურია ასევე ბავშვებსა და მოზრდილებში ცხვირის ღრუს გასასუფთავებლად ლორწოსაგან და ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ქერქისაგან;

  • სხვადასხვა ეტიოლოგის რინიტებისას.

მიღების წესი და დოზირება:

ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში ახალშობილებისა და ბავშვებისათვის - თითო შესხურება მოზრდილებში - ორ-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში.

შესხურებისას თავი უკან არ გადასწიოთ  და ფლაკონი არ გადააბრუნოთ. ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჭერისას, ფლაკონიდან ხსნარი სპრეის სახით გამოიყოფა; ჰორიზონტალურ მდგომარეობაში - სითხის ნაკადის სახით; გადაბრუნებულ მდგომარეობაში - წვეთებით.

გამოყენების შემდეგ ფლაკონზე მოთავსებული სასხურებელი კარგად გაწმინდეთ.

გვერდითი მოვლენები:

დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად