პამიტექსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

პამიტექსი - PAMITEX - ПАМИТЕКС

საერთაშორისო დასახელება:

PAMIDRONATE DISODIUM

მწარმოებელი: PHARMATEX, იტალია

მოქმედი ნივთიერება: პამიდრონატის დინატრიუმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის რეგულატორი. ძვლის ქსოვილის რეზორბციის ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ

1 მლ 1 ფლ

პამიდრონატის დინატრიუმი ..........     3 მგ 30 მგ

1 მლ 1 ფლ.

პამიდრონატის დინატრიუმი ..............  6 მგ 60 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი ფოსფორის მჟავა, საინექციო წყალი

ჩვენებები:

  • ოსტეოკლასტების მომატებულ აქტივობასთან დაკავშირებული მდგომარეობები: ჰიპერკალცემია გამოწვეული ავთვისებიანი სიმსივნით.
  • ძვლების ოსტეოლიზური დაზიანება და ტკივილით გამოწვეული მკერდის კიბოს და მრავლობითი მიელომის მეტასტაზებით ძვალში.

მიღების წესი და დოზირება:

დაუშვებელია პამიტექსის ბოლუსით შეყვანა. პრეპარატი უნდა გაიხსნას კალცუმისაგან თავისუფალ ხსნარში (რეკომენდებული 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის) და გადასხმა უნდა მოხდეს ნელა.

ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ/სათში (1 მგ/წთ) და პამიტექსის კონცენტრაცია ხსნარში არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ/250 მლ-ში.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (პაციენტები - ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიით ან მრავლობითი მიელომით) რეკომენდებულია, რომ ინფუზიის სიჩქარე არ აღემატებოდეს 20 მგ/საათში. ინფუზიის ადგილას ადგილობრივი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით კანულა უნდა მოთავსდეს ფრთხილად მსხვილ ვენაში.

პამიტექსის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

ჰიპერკალცემია გამოწვეულია ავთვისებიანი სიმსივნით:

რეკომენდებულია პაციენტის რეჰიდრატაცია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში.

პამიტექსით მკურნალობის კურსის ჯამური დოზა დამოკიდებულია შრატში კალციუმის საწყის დონეზე. შემდგომი გაიდლაინი შედგენილია კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით

 

შრატში კალციუმის
საწყისი რაოდენობა

პამიტექსის ჯამური დოზ
მმოლ/ლ მგ% მგ
3.0 12.0 15-30
3.0-3.5 12.0-14.0 30-60
3.5-4.0 14.0-16.0 60-90
>4.0 >16.0 90

 

პამიტექსის ჯამური დოზა შეიძლება გადაისხას ერთჯერადი ინფუზიით ან გაყოფილი რამდენიმე ინფუზიად 2-4 დღის განმავლობაში. სამკურნალო კურსის მაქსიმალური დოზაა 90 მგ, როგორც პირველადი, ასევე განმეორებითი კურსის დროს.

შრატში კალციუმის მნიშვნელოვანი დაქვეითება აღინიშნება პამიტექსის მიღებიდან 24-48 საათში, ხოლო კალციუმის რაოდენობის ნორმალიზება მიიღწევა 3-7 დღეში. თუ დროის ამ მონაკვეთში ნორმოკალცემია არ აღინიშნა საჭიროა მკურნალობის გაგრძელება. ნორმოკალცემიის მიღწევის დრო პაციენტებში განსხვავებულია, მკურნალობა უნდა განმეორდეს სასურველი ეფექტის მიღწევამდე. მკურნალობის კურსის რაოდენობის ზრდასთან ერთად შეიძლება შემცირდეს პამიტექსის ეფექტურობა.

ძვლების ოსტეოლიზური დაზიანება და ტკივილი გამოწვეული მრავლობითი მიელომის მეტასტაზებით ძვალში: რეკომენდებული დოზაა 90 მგ 4 კვირაში ერთხელ.

ძვლების ოსტეოლიზური დაზიანება და ტკივილი გამოწვეული მკერდის კიბოს მეტასტაზებით ძვალში: რეკომენდებული დოზაა 90 მგ 4 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია პრეპარატი დაინიშნოს 3 კვირაში ერთხელ ქიმიოთერაპიის კურსთან ერთად.

პეჯეტის დაავადება:

რეკომენდებული ჯამური დოზაა 180 მგ, რომელიც შეიძლება დაინიშნოს შემდეგნაირად: 30 მგ კვირაში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში ან 60 მგ ყოველ მეორე კვირას 6 კვირის განმავლობაში.

კლინიკური გამოცდილებიდან ცნობილია, რომ ნებისმიერი მსუბუქი და ტრანზიტორული გვერდითი მოვლენები ვითარდება პირველი ინფუზიის შემდეგ. აქედან გამომდინარე თუ ერთჯერადი დოზა არის 60 მგ მკურნალობა უნდა დავიწყოთ 30 მგ-ით (ჯამში 210 მგ). 30 მგ ან 60 მგ უნდა გაიხსნას 125 მლ ან 250 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ინტრავენური ინფუზიისათვის და ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ/საათში (1 მგ/წთ).

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე მაქსიმალური ჯამური დოზა 360 მგ (ერთჯერადი 60 მგ) შეიძლება დაინიშნოს 6 თვეში ერთხელ, სანამ არ მიიღწევა რემისია.

გვერდითი მოვლენები:

▪ მსუბუქია და ტრანზიტორული. ასიმპტომური ჰიპოკალცემია და ტემპერატურის მომატება (1-2 გრადუსით) ინფუზიიდან 24-48 საათის განმავლობაში. ცხელება გაივლის თავისით და არ საჭიროებს მკურნალობას. სიმპტომური ჰიპოკალცემია იშვიათია.

▪ ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ხშირია: ტემპერატურის მომატება და გრიპისმაგვარი სიმპტომები - მოთენთილობა, შემცივნება, სისუსტე, წამოხურების შეგრძნება.

▪ ადგილობრივი რეაქციები ინფუზიის ადგილზე: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი.

▪ ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ტრანზიტორული ტკივილი ძვლებში, ართრალგია, მიალგია, გენერალიზებული ტკივილი.

▪ იშვიათად: კუნთების სპაზმი.

▪ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება.

▪ იშვიათად: ანორექსია, აბდომინალური ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია.

▪ ცალკეულ შემთხვევებში: გასტრიტი.

▪ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

▪ იშვიათად: სიმპტომური ჰიპოკალემია (პარესთეზია, ტეტანია) აგზნება ორიენტაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, ინსომნია, სომნოლენცია, ლეთარგია.

▪ ცალკეულ შემთხვევებში: კრუნჩხვა, მხედველობითი ჰალუცინაციები.

▪ ჰემატოლოგიური სურათის მხრივ: ლიმფოციტოპენია.

▪ იშვიათად: ანემია, ლეიკოპენია.

▪ ცალკეულ შემთხვევებში: თრომბოციტოპენია.

▪ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია.

▪ შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ცალკეული შემთხვევებში ჰემატურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

▪ კანის მხრივ: იშვიათად გამონაყარი, ქავილი.

▪ მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, უვეიტი (ირიტი, ირიდოციკლიტი), სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქსანტოფსია.

▪ სხვა გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში ჰერპეს სიმპლექსის და ჰერპეს ზოსტერის გააქტივება. იშვიათად ალერგიული რეაქციები ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი/დისპნოე, კვინკეს (ანგიონევროზული) შეშუპება. ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

▪ ბიოქიმიური ცვლილებები: ხშირია ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია. იშვიათად - ჰიპომაგნემია, ჰიპერკალემია, ჰიპოკალემია, ჰიპერნატრემია.

▪ ცალკეულ შემთხვევებში: ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები, სისხლის შრატში კრეატინინის და შარდოვანას მომატება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ან ბიფოსფონატების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს პამიტექსი არ ინიშნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჰიპერკალცემია საფრთხეს უქმნის ორსულის სიცოცხლეს.

* პრეპარატი გადადის დედის რძეში და ლაქტაციის პერიოდში დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄დაუშვებელია პამიტექსის ბოლუსით შეყვანა. პრეპარატის ინტრავენური გადასხმა უნდა მოხდეს ნელა.

◄არ შეიძლება პამიტექსის კომბინაცია სხვა ბიფოსფონატებთან.

◄პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიით შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვები, დაკავშირებული ელექტროლიტების ცვლილებასთან.

◄პამიტექსით მკურნალობის დროს საჭიროა ელექტროლიტების, კალციუმის და ფოსფატების რაოდენობის მონიტორინგი. პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჩატარებული ოპერაცია ფარისებურ ჯირკვალზე ჰიპოკალცემიის განვითარების რისკი მაღალია ჰიპოპარათირეოიდიზმის გამო.

◄პამიტექსით ხშირი და ხანგრძლივი მკურნალობის დროს, განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (პაციენტები -ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალცემიით ან მრავლობითი მიელომით) საჭიროა პერიოდულად თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა (ლაბორატორიული და კლინიკური პარამეტრები).

◄პაციენტებში გულის დაავადებებით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, ჭარბმა რეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის პროგრესირება (მარცხენა პარკუჭის უკმარისობა ან შეგუბებითი უკმარისობა).

◄პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტებმა, რომლებშიც არის კალციუმის ან D ვიტამინის დეფიციტის რისკი უნდა მიიღონ პერორალურად კალციუმი და D ვიტამინი, რათა შემცირდეს ჰიპოკალცემიის განვითარების რისკი.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:

აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება შესაძლო ძილიანობის ან თავბრუსხვევის შესახებ პამიტექსის ინფუზიის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ჰიპოკალცემია (პარესთეზია, ტეტანია, ჰიპოტენია).

მკურნალობა: ი/ვ კალციუმის გლუკონატი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- შეთავსებადია კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, კალციტონინთან ერთად მიღება აჩქარებს კალციუმის დონის შემცირებას.

- შეუთავსებელია კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინტრავენური ხსნარის გადასხმა უნდა ხდეს ხსნარის მომზადებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად