ნაზოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ნაზოლი - NAZOL - НАЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

OXYMETAZOLINE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირში შესასხურებელი ხსნარი 0.05%: ფლაკონში 15 მლ და 30 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ...........   500 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბენზოლის სპირტი, დინატრიუმის მარილი, პოლიეთილენგლიკოლი, პოვიდონი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი არის სინთეზური ადრენომიმეტიკი. ასტიმულირებს რა სისხლძარღვების ადრენორეცეპტორებს, ახდენს გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას. ეს ეფექტი ვლინდება ცხვირის წიაღების ლორწოვანის, დამატებითი წიაღების და ევსტაქის მილის შეშუპების შემცირებაში, რაც აღადგენს ცხვირით სუნთქვას გრიპის, გაციების და ალერგიული დაავადებების დროს.

ცხვირით სუნთქვა აღდგება ნაზოლის შესხურებიდან 5-10 წუთში. რაც აიხსნება ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის სწრაფი შეწოვით ცხვირის წიაღების ლორწოვანი გარსიდან.

შეშუპების საწინაღმდეგო მოქმედება გრძელდება 10-12 საათი. პრეპარატში შემავალი გლიკოლები არბილებენ ცხვირის ღრუს ლორწოვანს და იცავენ მას ზედმეტი გამოშრობისაგან.

ჩვენებები:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების, გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ალერგიული რინიტის, სინუსიტების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით რეკომენდებული 2 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 6-12 წლამდე თითო შესხურება 2-ჯერ დღეში.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის მანძილზე.

ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში.

გვერდითი მოვლთენები:

ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანის წვა და სიმშრალე, ცემინება, ნაზალური სეკრეტის მოცულობის გაზრდა. იშვიათ შემთხვევებში - მას მერე, რაც გაივლის პრეპარატის მოქმედების ეფექტი - ცხვირის „გაჭედვის“ ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

* ატროფიული რინიტი;

* ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები;

* გულის რითმის დარღვევები;

* მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა;

* თირკმლის უკმარისობა;

* ჰიპერთირეოზი;

* ფეოქრომოციტომა;

* შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო, ორსულობა;

* საბავშვო ასაკი 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

* ცხვირის ღრუში ჩასაწვეთებელი შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი მოქმედების შესუსტება.

* ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენება.

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის მიღების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

- რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან წვა, ცემინება და ცხვირიდან გამონადენის მატება.

- დიდი დოზებით, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დოზის გადაჭარბებამ ან ოქსიმეტაზოლინის მიღებამ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და მაოს-ინჰიდიტორებთან ერთდროულად ან უშუალოდ ოქსიმეტაზოლინის გამოყენებამდე, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად