მაგნეფარიB6 - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

მაგნეფარიB6 - MAGNEFAR B6 - МАГНЕФАР B6

საერთაშორისო დასახელება:

MAGNESII HYDROASPARTAS; PYRIDOXINI HYDROCHLORIDUM

მწარმოებელი: BIOFARM, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტალეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატის

ტეტრაჰიდრატი (34 მგ მაგნიუმის იონები) .....................500 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) ..........     5 მგ

დამხმარე ნივთიერებები;

მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი და ვიტამინი B6 (პირიდოქსინი).

მაგნიუმი აწესრიგებს უჯრედში იონების ცვლას, სისხლძარღვების კედლებზე თრგუნავს კალციუმის დალექვას, ამცირებს ნერვკუნთოვან აგზნებას, ავლენს სედატიურ მოქმედებას, ხელს უწყობს ძვლის სისტემის მინერალიზაციასა და განვითარებას. მაგნიუმის უკმარისობა ვლინდება ფიზიკურ და ფსიქიურ გადაღლილობაში, მომატებულ აგზნებადობასა და სტრესის მიმართ რეზისტენტობის დაქვეითებაში, კუნთების დაძაბულობაში, გულის რითმის დარღვევასა და არტერიულ ჰიპერტენზიაში. მოზრდილებში მაგნიუმის იონების მოთხოვნილება შეადგენს დაახლოებით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში. მნიშვნელოვანი დეფიციტის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაგნიუმის იონების მიმართ მოთხოვნილება მატულობს 7-10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.

ვიტამინ B6 აუცილებელია ამინომჟავების ცვლისათვის, იგი მონაწილეობს ნახშირწყლების და ცხიმების, აგრეთვე ჰემოგლობინის სინთეზში, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მაგნიუმის შეწოვას. პირიდოქსინის უკმარისობა იწვევს თვალის, ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ სებორეულ დერმატიტს. ჰიპოქრომულ ანემიასა და კრუნჩხვების გამოვლენას, განსაკუთრებით ბავშვებში.

ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმი ვიტამინ B6-თან ერთად მონაწილეობს ცილების სინთეზში და მათი ტრანსპორტირების პროცესში. ვიტამინი B6 ამცირებს ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოყოფას, ხოლო პლაზმაში ზრდის მის და ერითროციტების დონეს, რაც პრეპარატში შემავალი მოქმედი ნივთიერებების თერაპიული ეფექტურობის გამოვლენის საშუალებას იძლევა. მაგნიუმი და ვიტამინი B6 - მონაწილეობენ აგრეთვე ოქსალატურ-კალციუმის კონკრემენტებით გამოწვეული ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების პრევენციის პროცესში.

ჩვენებები:

პრეპარატი ძირითადად გამოიყენება მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების პროფილაქტიკისთვის:

  • ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის დარღვევა, ადინამია, სტრესის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის დეფიციტის დროს: მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკის მიზნით: მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, რომლებიც მას ჭამის შემდეგ მიიღებენ, შესაძლებელია აღინიშნოს გულისრევა, დიარეა ან კანის ჰიპერემია.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმაგნიემია, B6-ის ჰიპერვიტამინოზი, თირკმელების მწვავე უკმარისობა, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მძიმე მიასთენია და პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. (განსაკუთრებით პირიდოქსინისა და/ან ვიტამინ B6-ის მიმართ).

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას მოსალოდნელია მისი საფაღარათო მოქმედება.

* პრეპარატისა და ლევოდოფას ერთდროული გამოყენების დროს მაგნეფარ B6 საჭიროა მივიღოთ არა უმეტეს 1 ტაბლეტისა დღეში.

* პრეპარატი რეკომენდებული დოზით გამოყენებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა და ორგანიზმის დეჰიდრატაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- პრეპარატისა და ფტორქინოლონების, აგრეთვე ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, განსაკუთრებით - ვარფარინთან, ფოსფატების, რკინის ნაერთებისა და კალციუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი ურთიერთშეწოვის დაქვეითებას.

- პრეპარატი ამცირებს ლევოდოპას მოქმედებას. ციკლოსერინის, ჰიდრალაზინის, იზონიაზიდის, პენიცილამინისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება ზრდის ვიტამინ B6ის მიმართ მოთხოვნას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად