მაგიტრონი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

მაგიტრონი - MAGITRON - МАГИТРОН

საერთაშორისო დასახელება:

VITAMIN B6; MAGNESIUM

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ვიტამინი B6 + მაგნიუმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 20 ც.

1 ტაბ. ვიტამინი B6 ( პირიდოქსინი)......... 5 მგ (250%)

მაგნიუმი ............................................150 მგ(50%)

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვაშლმჟავა, ლიმონმჟავა, ფრუქტოზა, ასპარტამი (რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს), ნატრიუმის ციკლამატი, აცესულფამი K, ლიმონის და ფორთოხლის არომატიზატორები, საღებავი რიბოფლავინი.

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 50 ც.

1 ტაბ.

ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი)..........  5 მგ (250%)

მაგნიუმი .......................................60 მგ(50%)

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროსკრიტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სორბიტოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგიტრონი - კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

ვიტამინი B6 აადვილებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის მონაწილეობს იმუნურ მექანიზმებში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ააქტივებს ფერმენტულ პროცესებს, ხელს უწყობს მაღალენერგიული ნაერთების - ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სინთეზსა და მეტაბოლიზმს.

მაგნიუმის გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უშლის იშემიის განვითარებას, იცავს სისხლძარღვის კედელს, ეწინააღმდეგება შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების განვითარებას და არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებას.

მაგნიუმი მონაწილეობას ღებულობს კალიუმისა და კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, იგი აუცილებელია ინსულინისა და ზოგიერთი სხვა ჰორმონის სინთეზისათვის.

მაგიტრონი განკუთვნილია მოზრდილთათვის მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დღიური დანაკლისის შესავსებად.

ჩვენებები:

  • ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა;
  • სტრესი;
  • აგზნებადობა.

მიღების წესი და დოზირება:

მაგიტრონი (5 მგ +150 მგ) მიიღება დღეში 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ. ტაბლეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში, არ შეიცავს შაქარს, ამის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

მაგიტრონი (5 მგ + 60 მგ) მიიღება დღეში 1-2 ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ყურადღება!

აღნიშნული საშუალება არ არის წამალი.

ავერსი-რაციონალი

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად