ლამიქტალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ლამიქტალი - LAMICTAL - ЛАМИКТАЛ

საერთაშორისო დასახელება:

LAMOTRIGINE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: ლამოტრიჯინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიეპილეფსიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლამოტრიჯინი ............        25 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლამოტრიჯინი ..................50 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლამოტრიჯინი ................100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლამოტრიჯინი აბლოკირებს  ნეირონების პრესინაფსური მემბრანის ვოლტაჟდამოკიდებული ნატრიუმის არხებს და აღნიშნულის შედეგად თრგუნავს ამინომჟავა-გლუტამინის მჟავის (წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ეპილეფსიური გულყრის განვითარებაში) ჭარბ გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალური მიღებისას ლამოტრიჯინი სწრაფად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2.5 სთ-ის შემდეგ.

მეტაბოლიზმი: ლამოტრიჯინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება.

გამოყოფა: მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 29 საათს. ლამოტრიჯინი ელიმინირდება ძირითადად მეტაბოლიტების, ხოლო ნაწილობრივ უცვლელი სახით შარდთან ერთად.

ბავშვებში მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში.

ჩვენებები:

  • ეპილეფსია მოზრდილებსა და ბავშვებში: მონოთერაპია ან დამხმარე თერაპია პარციალური და გენერალიზებული გულყრების დროს. მათ შორის ტონურ-კლონური გულყრების შემთხვევაში და ლენოქს-გასტოს სინდრომთან დაკავშირებული გულყრების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით, რომლებიც არ იღებდნენ ნატრიუმის ვალპროატს მონოთერაპიის დროს, ლამოტრიჯინის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში - 50 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში. მოგვიანებით დოზა უნდა გაიზარდოს 50-100 მგ-ით ყოველდ 1-2 კვირაში, ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში 2 მიღებაზე. ზოგ პაციენტებს ესაჭიროებათ პრეპარატის 500 მგ/დღეში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ვალპროატს, ლამოტრიჯინის სწაყისი დოზა შეადგენს 25 მგნ დღეგამოშვებით, 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში კი - 25 მგ ყოველდღიურად. მოგვიანებით დოზა უნდა გაიზარდოს 25-50 მგ/დღეში ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემდგომში შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში 1 ან 2 მიღებაზე.

პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს (მაგ., ფენითიონი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი) სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ან მათ გარეშე (გამონაკლისს შეადგენს ვალპროატი) პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში კი - 100 მგ 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. მოგვიანებით დოზას ზრდიან მაქსიმალურად 100 მგ.-ით ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის გამოვლინებამდე. საშუალო შემანარჩუნებელი დოზა ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად შეადგენს 200-400 მგ/დღეში 2 მიღებაზე. ზოგ პაციენტებს ესაჭიროებათ 700 მგ/დღეში სასურველი ეფექტის მისაღებად.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, რომელთა ურთიერთქმედება ლამოტრიჯინთან არ არის შესწავლილი, რეკომენდებულია ისეთივე მკურნალობის სქემა, როგორიცაა ლამოტრიჯინის და ვალპროატის ერთდროული მიღების დროს.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ვალპროატს სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან კომბინაციაში ან მათ გარეშე, რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა: ლამოტრიჯინის საწყისი დოზა 0.2 მგ/კგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში - 0.5 მგ/კგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში დოზის შემდგომი გაზრდით 0.5-1 მგ/კგ ყოველ 1-2 კვირის განმავლობაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1-დან 5 მგ/კგ-მდე დღეში 1 ან 2 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 200 მგ-ს.

ბავშვებში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია წონის სისტემატური კონტროლი, რათა დარეგულირდეს პრეპარატის დოზა ბავშვის წონის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას მონოთერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს: თავის ტკივილი, გადაღლილობა, გამონაყარი კანზე, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა. გამონაყარს კანზე ჩვეულებრივ ახასიათებს მაკულო-პაპულოზური მოქმედება, რომელიც ხშირ შემთხვევებში ვითარდება მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მძიმე დერმატოლოგიური რეაქცია, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი (ლაილის სინდრომი).

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება ლამოტრიჯინის და სტანდარტული ანტიეპილეფსიური მკურნალობის დროს: დიპლოპია, კონიუნქტივიტი, თავბრუსხვევა, გადაღლილობის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და გულისრევა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, აღგზნებადობა, სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

წინასწარი მონაცემებით ლამოტრიჯინი გადადის დედის რძეში მისი პლაზმური კონცენტრაციის 40-45%. დედებს, რომლებიც იღებდნენ მას არ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებული მითითებები:

* ვინაიდან არ არის შესწავლილი პრეპარატის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს, არ არის რეკომენდებული მისი მიღება ასეთი კატეგორიის პაციენტებში.

* არ არის რეკომენდებული დოზების გაზრდა და მკურნალობის სქემის შეცვლა, ვინაიდან ამ შემთხვევაში შესაძლებელია კანზე გამონაყარის განვითარების რისკის მომატება.

* ვინაიდან პირველი გამონაყარი ბავშვებში შეიძლება დიაგნოსტირებული იყოს შეცდომით, როგორც ინფექციური დაავადება, ექიმი ყურადღებით უნდა დააკვირდეს პრეპარატის მოქმედებას, განსაკუთრებით პირველი 6 კვირის განმავლობაში.

* კანზე გამონაყარის განვითარების რისკი დაკავშირებულია საწყის მაღალ დოზებთან და აგრეთვე ნატრიუმის ვალპროატის მიღებასთან, რომელიც ზრდის ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდს თითქმის 2-ჯერ. კანზე გამონაყარის შემთხვევაში, თუ ის დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

* კანზე გამონაყარი ასევე წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობის გამოხატულებას, რომელსაც თან ერთვის სხვადასხვა სისტემური სიმპტომები: ციებ-ცხელება, ლიმფადენოპათია, სახის შეშუპება, პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. აღნიშნული სინდრომი გამოირჩევა სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული ინტრავასკულური შედედების სინდრომი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰიპერმგრძნობელობის ადრეულ ნიშნებს ციებ-ცხელებას და ლიმფადენოპათიას შეიძლება ადგილი ჰქონდეს კანზე გამონაყარის გარეშეც. ასეთი სიმპტომების დროს, თუ არ დადგინდა სხვა ეტიოლოგიური ფაქტორი, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

* პრეპარატის მიღების შეწყვეტა იწვევს გულყრების გახშირებას. მისი დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით 2 კვირის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღინიშნება გამონაყარი კანზე და აუცილებელია პრეპარატის გამოყენების სასწრაფოდ შეწყვეტა.

* მისი გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის სათანადოდ შესწავლილი.

* პრეპარატის დანიშვნისას ხანდაზმულებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება:

ლამოტრიჯინის ჭარბი დოზირებისას (1.34-4 გ) რამდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ატაქსია, ნისტაგმი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღებინება. პაციენტი, რომელმაც მიიღო 4-5 გ პრეპარატი ჰოსპიტალიზირებულ იქნა კომატოზურ მდგომარეობაში, რომელიც გაგრძელდა 8-12 საათი. პაციენტის მდგომარეობა აღდგა 2-3 დღის განმავლობაში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ფენითოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი აძლიერებენ ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს. კარბამაზეპინის და ლამოტრიჯინის კომბინირებისას ზოგ შემთხვევაში ვითარდება თავბრუსხვევა, დიპლოპია, ატაქსია, მხედველობის დარღვევა, გულისრევა. ეს მოვლენები, როგორც წესი, ქრება კარბამაზეპინის დოზის შემცირებისას.

- ნატრიუმის ვალპროატი ანელებს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს, რის გამოც ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება 70 საათამდე მოზრდილებში და 45-55 საათამდე ბავშვებში.

- იგი არ მოქმედებს ეთინილესტრადოლის და ლევონორგესტროლის კონცენტრაციაზე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად