ლამიზილი® დერმგელი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ლამიზილი® დერმგელი - LAMISIL® DERMGEL - ЛАМИЗИЛ® ДЕРМГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 15 გ

1 გ

ტერბინაფინი ფუძის ფორმით ............    10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზილის სპირტი, კარბომერი (კარბოპოლი 974P), იზოპროპილ მირისტატი, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი, სორბიტანის ლაურატი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, აზოტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის, მოქმედების ფართო სპექტრით.

მცირე კონცენტრაციებში ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოს მიმართ. აქტივობა საფუარის სოკოების მიმართ, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება ფუნგიციდური ან ფუნგისტაზური იყოს.

ტერბინაფინი სპეციფიურად ცვლის სტეროლების ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპს, რომელიც სოკოებში ხდება. ამას მივყავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და უჯრედში სკვალენის დაგროვებამდე, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სკვალენეპოქსიდაზას ფერმენტის ინჰიბირების გზით, რომელიც მდებარეობს სოკოს უჯრედის მემბრანაზე.

ტერბინაფინი არ მოქმედებს ადამიანის P450 ციტოქრომის სისტემაზე და, შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივად გამოყენებისას აბსორბცია - 5%-ზე ნაკლებია, ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

ჩვენებები:

კანის სოკოვანი ინფექციების მ.შ. ტერფების მიკოზების (ტერფის “სოკო”), მუცლის ქვედა ეპიდერმოფიტიის (tinea cruris), სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაავადებების (tinea corporis), პროფილაქტიკა და მკურნალობა, გამოწვეულის ისეთი დერმატოფიტებით, როგორიცაა Trychophyton (მ.შ.Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum), Microsporum canis  და  Epidermophyton floccosum. ჭრელი სირსველი Pityriasis versicolor, გამოწვეული ityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia futfur).

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება გარეგანად მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით.

ლამიზინი დერმგელი გამოიყენება ერთხელ დღეში, ნებისმიერი ჩვენებების მიხედვით. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთების გასუფთავება და გაშრობა. პრეპარატი მსუბუქად შეიზილება კანის როგორც დაზიანებულ, ასევე ინტაქტურ მიმდებარე მონაკვეთებზე. იმ ინფექციების შემთხვევაში, რომლებსაც ახლავს გამოყელვები  (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შუა, დუნდულებისა და მუცლის ქვედა ნაწილების ნაკეცებში), დერმგელის წასმის ადგილზე შეიძლება დოლბანდის დაფენა.

მკურნალობის ხანგრძლივობა და პრეპარატის გამოყენების ჯერადობა

სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ.

ტერფების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ.

ჭრელი სირსველი: 1 კვირა, დღეში ერთხელ;

კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. იმ შემთხვევაში, თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნა, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება.

ხანდაზმული პაციენტები: არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ხანდაზმული პაციენტებისათვის საჭიროა პრეპარატის დოზირების შეცვლა და რომ მათ აღენიშნებათ ახალგაზრდა პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი მოქმედებებისაგან განსხვავებული მოქმედებები.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის წასმის ადგილებში შეიძლება გამოვლინდეს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება, მაგრამ ამ მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა იშვიათად არის საჭირო. საჭიროა ამ არასერიოზული გვერდითი მოვლენების განსხვავება იშვიათად განვითარებული ალერგიული რეაქციებისაგან (მაგალითად, გენერალიზებული გამონაყარი და/ან გაწითლება, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, განმეორებითი ალერგიული რეაქცია), რომელთა განვითარება საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფურცელ-ჩანართში არ აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ;

* ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენული თვისებები არ გამოვლინდა. ამჟამად ლამიზილის გამოყენებისას განვითარების რაიმე მანკების შესახებ ცნობები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ორსულებში ლამიზილის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით შეიძლება.

* ტებინაფინი რძესთან ერთად გამოიყოფა, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ლამიზილის კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე წასმისას, ვინაიდან სპირტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

* ლამიზილ დერმგელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი თვალებში მოხვედრა. ვინაიდან მან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი გამდინარე წყლით დაბანა, ხოლო გაღიზიანების მდგრადი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

* იმ შემთხვევაში, თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ აღინიშნება, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. თუ პრეპარატი შემთხვევით შიგნით იქნა მიღებული, მოსალოდნელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიც ვითარდება ლამიზილის ტაბლეტების ჭარბი დოზისას (თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში და თავბრუსხვევა).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლამიზილის დერმგელის სხვა წამლებთან რაიმე ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად