კენალოგი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

კენალოგი - KENALOG - КЕНАЛОГ

საერთაშორისო დასახელება:

TRIAMCINOLONE

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ტრიამცინოლონი ......................     4 მგ

საინექციო სუსპენზია: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ტრიამცინოლონის აცეტონიდი .....  40 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის სინთეტური პრეპარატი სისტემური გამოყენებისთვის. მოქმედი ნივთიერება – ტრიამცინოლონი – ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და იმუნოდეპრესიულ ეფექტს. სხვა სისტემურ გლუკოკორტიკოიდებთან შედარებით ტრიამცინოლონი ნაკლები ხარისხით თრგუნავს ჰიპოფიზში კორტიკოტროპინის გამომუშავებას. გარდა ამისა, ტრიამცინოლონის გამოყენებისას პრაქტიკულად არ იცვლება წყალ–მარილოვანი ბალანსი, არ ხდემა ნატრიუმის და წყლის ორგანიზმში შეკავება. პრეპარატის დიაბეტოგენური ეფექტი უმნიშვნელოა.

პრეპარატი კერაში პროტეოლიტური ფერმენტების შემცირების და ციკლოოქსიგენაზის გამოთავისუფლების დათრგუნვით ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს, ტრიამცინოლონი ამცირებს T– და B–ლიმფოციტების, სხვა იმუნური აგენტების რაოდენობას, თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას. აქვეითებს ალერგიის მედიატორების სეკრეციასა და გამოთავისუფლებას.

პრეპარატი გამოდის რამდენიმე სამკურნალო ფორმით, რაც კონკრეტული პაციენტის მკურნალობისთვის საუკეთესო ფორმის შერჩევის საშუალებას იძლევა.

80–100მგ დოზით პრეპარატის კუნთში შეყვანა თრგუნავს თირკმელზედას ფუნქციას 24–48სთ–ის განმავლობაში, თირკმელზედას ფუნქციის სრული აღდგენა პრეპარატის ერთჯერადი შეყვანიდან 20–40 დღის შემდეგ აღინიშნება.

სახსარშიგა შეყვანის შემდეგ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის 60% 3 დღის მანძილზე გამოთავისუფლდება

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება.

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 8–12 სთ–ის შემდეგ

პრეპარატის მეტაბოლიზმი უპირატესად ღვიძლში ხდება და გარკვეულწილად თირკმელებში. გამოიყოფა შარდით როგორც შეუცვლელი, ისე მეტაბოლიტაბის სახით.

ჩვენებები:

პრეპარატის სისტემური მოქმედების ფორმები (ტაბლეტები, კუნთისთვის საინექციო სუსპენზია) ენიშნებათ პაციენტებს შემდეგი დაავადებების დროს:

თივის ცხელება:

სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება, მიმდინარე ობსტრუქციით,როცა ადგილობრივი თერაპია უეფექტოა. მათ შორის ობსტრუქციული ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა.

ალერგიული დაავადებები და კანის დაავადებები, მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი და ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი, ატოპიური და ეგზემატოზური დერმატიტი.

თირკმელზედა ჯირკვლის ნაკლოვანება;

სისხლისა და წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები.

პრეპარატის საინექციო სუსპენზია  სახსარშიგა შეყვანისთვის გამოიყენება სახსრების ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:

ართროზი, ართრიტი, მათ შორის ექსუდატიური ართრიტი;

სახსარში სითხე, სასახსრე ჩანთის ფუნქციის დარღვევის გამო სახსრის ბლოკადა.

მიღების წესი:

დოზასა და მკურნალობის კურსს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ტაბლეტები:

პრეპარატი მიიღება per os სასურველია დილით. თუ სადღეღამისო დოზა არ აჭარბებს 16 მგ, უმჯობესია დღეში 1–ჯერ მიღება, თუ დოზა აჭარბებს 16 მგ, მაშინ აუცილებელია გაიყოს რამდენიმე მიღებაზე.

კენალოგით მკურნალობის დასწყისში მოზრდილებს ენიშნება 4–32 მგ დაავადების ხასითისა და სიმძიმის მიხედვით. ქრონიკული ლეიკოზით დაავადებულ პაციენტებში დოზა დღეში 75მგ–მდე იზრდება. გვერდითი მოვლენების განვითარების და/ან აუცილებელი თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ ყოველ 3 დღეში დოზას ნელ–ნელა ამცირებენ 1–2 მგ–ით, აუცილებელი შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე. რეკომენდებული არ არის პრეპარატის მიღების მკვეთრად შეცვლა.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში  სხეულის წონის მიხედვით დღეში  0.1–0.5მგ/კგ.

პრეპარატის გამოთვლილ დოზას ღებულობენ ერთ ან რამდენიმე მიღებაზე. ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 14მგ.

სუსპენზია ინექციისთვის:

პრეპარატი არ კეთდება ვენაში. კუნთში შეყვანისას დარწმუნდით, რომ ნემსი სისხლძარღვში არ მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ პრეპარატი.

კუნთში:

პრეპარატი ნელა და ღრმად შეყავთ დუნდულა კუნთში, რეკომენდებული არ არის დოზის გადაჭარბება. ჩვეულებრივ ინიშნება  40მგ (1მლ), თუმცა მძიმე შემთხვევაში შეიძლება 80მგ (2მლ).

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა სხეულის წონით განისაზღვრება. ჩვეულებრივ, ინიშნება 0.03–0.2 მგ/კგ.

სეზონური ალერგიული დაავადებებისას მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 40მგ (1მლ) წელიწადში 1–ჯერ. ინექციას აკეთებენ მტვრიანი (მცენარის) სეზონის დადგომის წინ.

განმეორებითი შეყვანის აუცილებლობისას აუცილებელია შეყვანებს შორის 2–4 კვირიანი შუალედის დაცვა.

სახსარშიგა:

ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 10–40მგ 1 შეყვანაზე,სხვადასხვა სახსარში შეყვანის შემთხვევაში პრეპარატის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 80მგ. განმეორებით ინექცია კეთდება 3–4 კვირის შემდეგ.

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ასეპტიკის წესების დაცვა. პრეპარატის შეყვანის ადგილს ისე ამუშავებენ როგორც ოპერაციის წინ. შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილი რამდენიმე წუთით უნდა დაიხუროს სტერილური სალფეთქით.

გვერდითი მოქმედება:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მადის დარღვევა, კუჭქვაშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტანზია, გულის რიტმის დაღღვევა, სისხლის შედედების დარღვევა, რაც ზრდის თრომბის წარმოქმნის ალბათობას.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დეპრესიული მდგომარეობა, ძილისა და სიფხიზლის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ნერვული მოშლილობა, მათ შორის მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი, პარანოია, განგაშის გრძნობა, მომატებული გაღიზიანებადობა. კრუნჩხვა, კიდურების კანკალი, ქალასშიგა  წნევის მომატება, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა.

კანის საფარველის მხრივ: სტრიები, ფერისმჭამელები, პიგმენტური ლაქები, ჭრილობების შეხორცების გაუარესება, პეტექიები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, წონაში მომატება, სქესობრივი განვითარების დამუხრუჭება ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლის ენდოგენური ჰორმონების სეკრეციის დარღვევა, იცენკო–კუშინგის სინდრომი.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: რქოვანას ცვლილება, კატარაქტა, თვალსიგა წნევის მომატება.

ცვლის პროცესების მხრივ: ნატრიუმის დონის მომატება და კალციუმის და კალიუმის დაქვეითება სისხლში.

საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კუნთების ატროფია, ზრდის დარღვევა ბავშვებში, ოსტეოპოროზი, ძვლოვანი ქსოვილის ნეკროზი.

სხვა: შესძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება, ასევე ჭინჭრის ციება, კანის ქავილი; გარდა ამისა შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.

პრეპარატისთვის დამახასიათებელი მოხსნის სინდრომის განვითარება.

პრეპარატის საინექციო ფორმის მოხმარებისას შესაძლებელია ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიცაა ტკივილი, წვა, დაბუჟება, შეყვანის ადგილზე ნაწიბურის გაჩენა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* 6 წლამდე ბავშვთა ასაკი;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება;

* ძვლის დაავადებები;

* მძიმე ტრავმის შემდგომი პერიოდი, ოპერაციული ჩარევა;

* გლაუკომა;

* შაქრიანი დიაბეტი;

* მომატებული მიდრეკილება თრობის წარმოქმნისადმი და სისხლდენისადმი, მათ შორის ანტიკოაგულანტების მიღების შემდეგაც;

* იცენკო–კუშინგის სინდრომი;

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ჰიპო– და ჰიპერთირეოზის, ასევე იმუნოდეფიციტური მდგომარეობისას;

სიფრთხილეს მიოთხოვს:  ჰიპერლიპიდემია, გულის ფუნქციის დარღვევა, სიმსუქნე, ეპილეფსია.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას პაციენტებში აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ეიფორია და აგზნება, ძილის დარღვევა.

ქრონიკული ჭარბი დოზირებისას, რომელიც ვითარდება რამდენიმე კვირის ან მეტი ხნის  მანძილზე პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას, ავადმყოფებში აღინიშნება ორგანიზმში სითხის შეკავება, კუნთოვანი სისუსტე, არტერიულო ჰიპერტენზია, იცენკო–კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონის გამომუშავების დათრგუნვა.

მკურნალობა: ჰემოდიალიზი უეფექტოა.

ნაჩვენებია დოზის თანდათანობითი შემცირება სრულ შეწყვეტამდე.

ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია, სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

ჭარბი დოზირებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა აღინიშნება ბოლო ჭარბი დოზის მიღებიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე; 250C ტემპერატურაზე.

ვადა ტაბლეტისთვის – 5 წელი.

ვადა საინექციო სუსპენზიისთვის – 3 წელი.

დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად