იბუფენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

იბუფენი - IBUFEN - ИБУФЕН

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: MEDANA PHARMA S. A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპიონის მჟავის ნაწარმი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია: ფლაკონში

5 მლ

იბუპროფენი            ...................100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კრემოფორი RH-40, კარბოქსილირებული მეთილცელულოზის ნატრიუმის მარილი, მაგნიუმ-ალუმინის სილიკატი, საქაროზა, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი,  მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ფორთოხლის გემოს არომატიზატორი, საღებავი: ნარინჯისფერი ყვითელი, საქარინის ნატრიუმის მარილი, კროსპოვიდონი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იბუპროფენი წარმოადგენს პროპიონის მჟავის ნაწარმს სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი უპირველესად განპირობებულია პროსტრაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვით. ანთების კერაში პროსტაგლანდინების კონცენტრაციის შემცირებას თან ახლავს ბრადიკინინის, ენდოგენური პიროგენების, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჟანგბადის რადიკალების და NO-ს წარმოქმნის შემცირება. ყველაფერი ეს იწვევს ანთებითი პროცესის აქტივობის დაქვეითებას (იბუპროფენის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი), რასაც თან ახლავს ტკივილის რეცეპციის შემცირება (ანალგეზიური ეფექტი).

პროსტაგლანდინების კონცენტრაციის და ცერებროსპინალური სითხის შემცირება იწვევს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციას (ანტიპირეტული ეფექტი). იბუფენი ახდენს ორმაგ ანტიპირეტულ მოქმედებას - ცენტრალური და პერიფერიული.

ცენტრალური მოქმედება მდგომარეობს ცნს-ში ციკლოოქსიგენაზის ბლოკირებაში ანალგეტიკ-ანტიპირეტიკების მიერ, რაც სიცხისდამწევ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს იწვევს, ხოლო ანთების კერაში პროსტაგლანდინების კონცენტრაციის შემცირება - ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას (პერიფერიული მოქმედება).

ტემპერატურის დაწევის ეფექტი იწყება მიღებიდან 30 წუთში, მაქსიმალური მოქმედება ვლინდება 3 საათის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალურად მიღებისას იბუპროფენის 80%-ზე მეტი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას ერთ საათში აღწევს.

საკვების მიღება იბუპროფენის შეწოვას ანელებს, მაგრამ მისი ბიოშეღწევადობას არ ამცირებს. ბავშვებში იბუპროფენის სუსპენზიის სახით მიღების დროს დოზით 10 მგ/კგ, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში შეადგენს 55 მკგ/მლ. იბუპროფენი საკვებთან ერთად მიღებისას უფრო ნელა შეიწოვება: Tmax ამ დროს 30-60 წუთით ხანგრძლივია, ვიდრე უზმოზე და 1.5-3 საათს შეადგენს.

იბუპროფენი 99%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, რომელთაგან ძირითად ნაწილს ალბუმინი წარმოადგენს.

იბუპროფენის განაწილების მოცულობა მოზრდილებში დაახლოებით 0.12 ლ/კგ სხეულის მასაზე, ხოლო 11 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში სხეულის მომატებული ტემპერატურით ის უფრო მაღალია და შეადგენს 0.2 ლ/კგ სხეულის მასაზე. ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი ზღუდავს იბუპროფენის შეღწევადობას სინოვიალურ და ზურგის ტვინის სითხეში. ამიტომაც, იბუპროფენი ნელა აღწევს სინოვიალურ სითხეში და ხანგრძლივად ნარჩუნდება მასში თერაპიული კონცენტრაციით.

მეტაბოლიზმი: იბუპროფენი ძირითადად ღვიძლში ტრანსფორმირდება.

გამოყოფა: მიღებული დოზის 70-90% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების და მათი გლუკორონის მჟავასთან კონიუგატების სახით. დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ფეკალურ მასასთან ერთად უცვლელი სახით და ასევე მეტაბოლიტების სახით.

სამკურნალო საშუალება არ კუმულირდება ორგანიზმში.

ჩვენებები:

იბუფენი-სუსპენზია ახდენს სიცხის დამწევ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: სხეულის მომატებული ტემპერატურა, ტკივილი და შეშუპება, მათი წარმოქმნის ადგილზე ზემოქმედების გზით. პრეპარატი იბუფენი გამოიყენება ჩვილ ბავშვებში და ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში:

  • გაცივება;
  • ანგინა (ფარინგიტი);
  • ბავშვთა ინფექციები სხეულის მომატებული ტემპერატურის თანხლებით;
  • პოსტვაქცინალური რეაქციები.

სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი შემდეგ შემთხვევებში:

  • ყურის ტკივილი შუა ყურის ანთების დროს;
  • კბილის ტკივილი, კბილების მტკივნეული ამოსვლა;
  • თავის ტკივილი, შაკიკი;
  • ტკივილი კუნთებში სახსრებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების შედეგად.

დოზირების რეჟიმი:

პერორალური გამოყენებისათვის 5 მლ სუსპენზია შეიცავს 100 მგ იბუპროფენს.

გამოყენების წინ საჭიროა შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

სამკურნალო საშუალებას იღებენ ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად.

შეფუთვას თან ახლავს საზომი კოვზი, რაც პრეპარატის ზუსტი დოზირების საშუალებას იძლევა. დოზა დგინდება ბავშვის ასაკის და სხეულის მასის მიხედვით.

იბუფენის ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ/კგ ბავშვის სხეულის მასაზე 3-4-ჯერ დღე-ღამეში. სუსპენზიის მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატს ნიშნავენ ერთჯერად დოზებში ქვემოთ მოყვანილი სქემის მიხედვით:

ჩვილი ბავშვები 6-დან 12 თვემდე (7.7-9 კგ): 2.5 მლ 3-4-ჯერ დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 150-200 მგ იბუპროფენს დღე-ღამეში);

ბავშვები 1 წლიდან 3 წლამდე (10-15კგ): 5 მლ 3-ჯერ დღეში დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 300 მგ იბუპროფენს დღე-ღამეში);

ბავშვები 4 წლიდან 6 წლამდე (16-20 კგ): 7.5 მლ 3-ჯერ დღეში დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 450 მგ იბუპროფენს დღე-ღამეში);

ბავშვები 7 წლიდან 9 წლამდე (21-29 კგ): 10 მლ 3-ჯერ დღეში დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 600 მგ იპუბროფენს დღე-ღამეში);

ბავშვები 10 წლიდან 12 წლამდე (30-40 კგ): 15 მლ 3-ჯერ დღეში დღეღამის განმავლობაში (რაც შეესაბამება 900 მგ იბუპროფენს დღე-ღამეში).

პოსტვაქცინალური რეაქციების დროს ჩვილ ბავშვებში 3-დან 6 თვემდე: 2.5 2-ჯერ დღე-ღამეში (ჩვეულებრივ, მიიღება 2.5 მლ, მაგრამ აუცილებლობისას განმეორებით მიიღება 6 საათის შემდეგ).

სამკურნალო საშუალება ურეცეპტოდ გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკის ზევით. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მისი რეკომენდაციების შესაბამისად. არ შეიძლება რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება. თუ ცხელება 3 დღეზე მეტ ხანს ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება, თუმცა, მისმა გამოყენებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს კუჭში დისკომფორტის შეგრძნება.

იშვიათად გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება:

- არასპეციფიური ალერგიული და ანაფილაქტური რეაქციები;

- რეაქციები სასუნთქი ორგანოების მხრიდან, გამოვლენილი ბრონქოსპაზმის ან ხუთვის სახით, ასთმის გამწავებით.

- კანისმიერი რეაქციები გამონაყარის, ქავილის, ჭინჭრის ციების, სიწითლის, ვაზომოტორული შეშუპების სახით, ძალიან იშვიათად

- ბულოზური დერმატოზი.

- თრომბოციტოპენია.

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები.

ნებისმიერი გვერდითი (უჩვეულო) ეფექტების გამოვლენისას, რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

პრეპარატი იბუფენი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

*ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი, ასევე, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთად;

*თუ ადრე ადგილი ჰქონდა ალერგიული სიმპტომების გამოვლენას სურდოს. კანზე გამონაყარის ან ბრონქოასთმური რეაქციების სახით აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების დროს;

*კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში;

*სისხლის დაავადებები: ჰემოფილია, ჰიპოკოაგულაცია, ჰემორაგიული დიათეზი;

*გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიროგენაზას დეფიციტი;

*3 თვემდე ნაკლები ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატ იბუფენის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ მანამდე დადასტურებული იყო:

*ბრონქიალური ასთმა, ჭინჭრის ციება;

*ღვიძლის და თირკმლის დაავადებები.;

*ფრუქტოზასადმი თანდაყოლილი შეუთავსებლობა;

*ანამნეზში კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.

ჭარბი დოზირება:

სამკურნალო საშუალების რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

იბუპროფენის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. იბუპროფენის მაღალი დოზა, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება იმ პირობით, რომ ერთდროულად არ მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებები.

ზომები დოზის გადაჭარბებისას: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, ტუტოვანი სასმელი, სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იბუპროფენი (ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება) არ გამოიყენება ერთდროულად შემდეგ ქვემოთჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან:

- აცეტილსალიცილის მჟავასთან ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან - იმატებს გვერდითი ეფექტების რისკი კუჭ-ნაწლავის მხრიდან;

- ანტიჰიპერტენზიული და დიურეზულ სამკურნალო საშუალებებთან - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ მათი მოქმედების ეფექტის შემცირება;

- ანტიკოაგულანტებთან - მცირერიცხოვანი კლინიკური დაკვირვებები მიუთითებენ, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატების ზემოქმედება.

- ლითიუმთან და მეტოტრექსატთან - დამტკიცებულია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ პლაზმაში როგორც ლითიუმის, ასევე მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება;

- ზიდოვუდონთან - არსებობს მტკიცებულებები სისხლდენის დროის გახანგრძლივებაზე იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ იბუპროფენს და ზიდოვუდინს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C  ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად