ზანტაკი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ზანტაკი - ZANTAC - ЗАНТАК

საერთაშორისო დასახელება:

RANITIDINE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: რანიტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი. წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

რანიტიდინის ჰიდროქლორიდი .............  150 მგ

1 ტაბ.

რანიტიდინის ჰიდროქლორიდი .............  300 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზანტაკი წარმოადგენს ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორს. პრეპარატი კუჭის წვენის სეკრეტის როგორც მოცულობის, აგრეთვე მასში მარილმჟავასა და პეფსინის შემცველობის შემცირებით თრგუნავს მის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას.

150 მგ პრეპარატის მიღებისას, კუჭის წვენის სეკრეციის დათრგუნვა ხდება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 12 სთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალურად მიღებისას, უზმოზე, ზანტაკი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს.

მაქსიმალურ კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს 2-3 სთ-ის შემდეგ, რომელიც შეადგენს 300-500 მგ/მლ-ში.

განაწილება: ზანტაკი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

მეტაბოლიზმი: აბსორბციის შემდეგ ზანტაკი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში.

გამოყოფა: იგი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით. ზანტაკის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 სთ-ს. მიღებული დოზის 60-70% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. დანარჩენი რაოდენობა - განავალთან ერთად.

უცვლელი სახით შარდთან ერთად გამოიყოფა პრეპარატის დოზის 70%.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული;
  • 12-გოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის), განსაკუთრებით პაციენტებში წყლულოვანი დაავადებით ანამნეზში;
  • ქირურგიული ოპერაციისშემდგომი წყლული;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ტკივილის სინდრომის კუპირება კუჭისა და საყლაპავის რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
  • ეპიგასტრიუმის ან კუჭის ტკივილით მიმდინარე საკვების მიღებით გამოწვეული დისპეფსიის ქრონიკული ეპიზოდები;
  • ლორწოვანი გარსის მწვავე სტრესული წყლულები;
  • კუჭიდან და 12-გოჯა ნაწლავიდან სისხლდენის პროფილაქტიკა;
  • მენდელსონის სინდრომის პროფილაქტიკა (ნარკოზის დროს მარილმჟავას ასპირაციის სინდრომი).

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად მისაღებად კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების დროს მოზრდილებს ენიშნებათ 150 მგ 2-ჯერ დღეში ან 300 მგ ღამით. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას.

12-გოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა - 300 მგ 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა არ იწვევს გვერდითი მოვლენების სიხშირის გაზრადს.

12-გოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის რეციდივების ხანგრძლივი პროფილიქტიკა - 150 მგ ღამით.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული 12-გოჯა ნაწლავის წყლული 150 მგ 2-ჯერ დღეში ან 300 მგ ღამით 8-12 კვირის განმავლობაში,

პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 150 მგ 2-ჯერ დღეში.

ოპერაციის შემდგომი წყლული - 150 მგ 2-ჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას.

რეფლუქს-ეზოფაგიტი - 150 მგ 2-ჯერ დღეში ან 300 მგ ღამით 8 კვირის განმავლობაში.

II და III ხარისხის რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს საჭიროა დოზის გაზრდა 150 მგ 4-ჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში. რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი პროფილაქტიკა - 150 მგ 2-ჯერ დღეში.

ზოლინგერ-ელისონის სინდომის დროს საწყისი დოზაა 150 მგ 3-ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 6 გ-მდე დღეში.

დისპეფსიის ქრონიკული ეპიზოდები - 150 მგ 2-ჯერ დღეში 6 კვირის განმავლობაში.

კუჭისა და საყლაპავის რეფლუქს დაავადების დროს ტკივილის სინდრომის კუპირება - 150 მგ 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში.

სტრესით გამოწვეული წყლულიდან სისხლდენა - 150 მგ 2-ჯერ დღეში.

მენდელსონის სინდრომის პროფილაქტიკა - 150 მგ 2 სთ-ით ადრე ნარკოზამდე, აგრეთვე, სასურველია 150 მგ საღამოს.

მშობიარობის დროს - 150 მგ ყოველ 6 სთ-ში.

თირკმელების ფუნქციის მოშლის დრო - კრეატინინის კლირენსით ნაკლები ვიდრე 50 მლ/წთ-ში - 150 მგ ერთხელ დღეში.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის შემდგომი დოზის დანიშვნა ხდება ჰემოდიალიზის დასრულების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - ბრადიკარდია, AV ბლოკადა.

ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ: ღვიძლის ტრანსამიზანების აქტივობის მომატება;

იშვიათად - მწვავე პანკრეატიტი; ცალკეულ შემთხვევებში - ჰეპატიტი სიყვითლით მიმდინარე ან მის გარეშე;

ცნს-ის მხრივ: იშვიათად - ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები, აკომოდაციის დარღვევა;

სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად - შექცევადი ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. ცალკეულ შემთხვევებში - აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია, იშვიათად ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიით ან აპლაზიით;

ენდოკრინული სტატუსის მხრივ: იშვიათად - მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და დისკომფორტის შეგრძნება;

დერმატოლოგიური რეაქცები: იშვიათად - კანზე გამონაყარი;

ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია;

სხვადასხვა: იშვიათად - ართრალგია და მიალგია.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს ზანტაკის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის შესაძლებელი სარგებლიანობა აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

*ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

-ზანტაკით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ავთვისებიანი პროცესის არსებობის გამორიცხვა, რადგან მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.

-აუცილებელია (განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის და წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილი) პაციენტების სისტემატური კონტროლი, რომლებიც იღებენ ზანტაკს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად.

-ცალკეულ შემთხვეებში შესაძლებელია ზანტაკის მიღებით გამოწვეული პერფორაციის განვითარება, რის გამოც პრეპარატის გამოყენება ანამნეზში მწვავე პერფორაციის მქონე პაციენტებში ნებადართული არ არის.

-ზანტაკის 75 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ზანტაკისა და სუკრალფატის მაღალ დოზებში (2 გ) კომბინაციისას შესაძლებელია ზანტაკის აბსორბციის პროცესის დარღვევა, ამიტომ აღნიშნული პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 სთ-ს. ზანტაკი არ თრგუნავს ციტოქრომ P450-სთან დაკავშირებულ ღვიძლის ფერმენტული სისტემის აქტივობას, ამიტომ იგი არ აძლიერებს აღნიშნულ ფერმენტულ სისტემასთან დაკავშირებულ პრეპარატების მეტაბოლიზმს, როგორიცაა დიაზეპამი, ლიგნოკაინი, ფენიტოინი, პროპრანოლოლი, თეოფილინი, ვარფარინი.

ჭარბი დოზირება:

ადექვატური სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე მშრალ, გრილ, ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად