ექსჯადი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ექსჯადი - EXJADE - ЭКСИДЖАД

საერთაშორისო დასახელება:

DEFERASIROX

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: დეფერასიროქსი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რკინასთან ქელატური და ხელატური ნაერთების წარმომქმნელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დისპერგირებული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 და 84 ც.

1 ტაბ.

დეფერასიროქსი ........................     125 მგ

1 ტაბ.

დეფერასიროქსი....................          250 მგ

1 აბ.

დეფერასიროქსი ..................           500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (K30), ნატრიუმის ლაურილსულფატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დეფერასიროქსი წარმოადგენს პერორალურ აქტიურ ხელატს, რომელსაც გააჩნია მაღალი სელექტიურობა რკინისადმი (III). ეს არის სამკბილა ლიგანდი, რომელიც ბოჭავს რკინას მაღალი ფარდობით 2:1. დეფერასიროქსი ხელს უწყობს რკინის გამოყოფას, ძირითადად განავალთან. დეფერასიროქსს შედარებით დაბალი სწრაფვა აქვს თუთიასთან და სპილენძთან, და შრატში ამ მეტალების დონეთა კონსტანტა დაბალია.

რკინის მეტაბოლიზმის გამოკვლევებში, რომლებიც უტარდებოდათ თალასემიით დაავადებულებს, ექსჯადი, დღიური დოზით 10, 20 და 40 მგ/კგ, ხელს უწყობდა საშუალო ექსკრეციას 0.119, 0.329 და 0.445 მგ Fe/კგ სხეულის წონაზე.

ექსჯადის მოქმედება გამოკვლეულ იქნა მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლის და უფროსი ასაკისა), რომლებსაც სისხლის გადასხმის შედეგად განუვითარდათ რკინით ორგანიზმის ქრონიკული გაჯერება. ძირითადი ჩვენება, რომელიც მოითხოვდა სისხლის გადასხმას იყო ბეტა-თალასემია, ნამგლისებრუჯრედული ანემია და ანემიის სხვა თანდაყოლილი და შეძენილი სახეები (მიელოდისპლასტიური სინდრომი, დაიმონდ-ლეკფენის სინდრომი, აპლასტიკური ანემია და ანემიის სხვა, ძალიან იშვიათი ფორმები).

ბეტა-თალასემიით დაავადებულ მოზრდილებსა და ბავშვებში, რომლებსაც ხშირად უტარდებოდათ სისხლის გადასხმა, ექსჯადის ყოველდღიური მიღება დოზით 20 და 30 მგ/კგ 1 წლის განმავლობაში იწვევდა ორგანიზმში რკინის შემცველობის საერთო მაჩვენებლის შემცირებას; ღვიძლში რკინის შემცველობა მცირდებოდა დაახლოებით 0.4- და 8.9 მგ-ით Fe/გ (ბიოფსია, მშრალი წონა), შესაბამისად, შრატში ფერიტინის დონე მცირდებოდა დაახლოებით 36 და 926 მკგ/ლ-ით საშუალოდ. ასეთი დოზების დროს შეფარდება რკინის ექსკრეციასა და რკინის მოხმარებას შორის შეადგენდა 1.02 (სუფთა რკინის ბალანსის მაჩვენებელი) და 1.67 (სუფთა რკინის გამოყოფის მაჩვენებელი). მსგავს

საპასუხო რეაქციებს იწვევდა ექსჯადის გამოყენება ორგანიზმის რკინით გაჯერებისას ანემიის სხვა სახით დაავადებულებში. პრეპარატის მიღება წლის განმავლობაში 10 მგ/კგ დღიური დოზით უზრუნველყოფს რკინის დონის შენარჩუნებას ღვიძლში და ფერიტინისას შრატში; ამასთან პრეპარატი ასტიმულირებს სუფთა რკინის ბალანსს და მის გამოყოფას იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ სისხლის არახშირი გადასხმები.

შრატში ფერიტინის დონე, რომელიც იზომებოდა ყოველთვიურად, ასახავდა ღვიძლში რკინის კონცენტრაციის ცვლილებას. გამომდინარე აქედან, შრატში ფერიტინის დონე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თერაპიაზე საპასუხო რეაქციის შესაფასებლად.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: დეფერასიროქსი შეიწოვება პერორული მიღებიდან და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) აღწევს დაახლოებით 1.5-4 საათში. ექსჯადის ტაბლეტებიდან გამონთავისუფლებული დეფერასიროქსის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (AUC) შეადგენს დაახლოებით 70%-ს, დოზის ინტრავენურად შეყვანასთან შედარებით. საერთო ზემოქმედება (AUC) მატულობს დაახლოებით 2-ჯერ, პრეპარატის ცხიმიან საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში (ცხიმის შემცველობა >50%) და დაახლოებით 50%-ით, თუკი მისი მიღება ხდება სტანდარტულ საკვებთან ერთად. დეფერასიროქსის ბიოშეღწევადობა (AUC) ზომიერად მატულობს (დაახლოებით 13-25%) პრეპარატის მიღებისას ჭამამდე 30 წუთით ადრე, ცხიმის მაღალი ან ნორმალური შემცველობით.

განაწილება: დეფერასიროქსი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (99%), თითქმის მთლიანად უკავიშრდება შრატის ალბუმინებს და გააჩნია განაწილების დაბალი მოცულობა, დაახლოებით 14 ლ მოზრდილებში.

ბიოტრანსფორმაცია: დეფერასიროქსის ძირითად მეტაბოლურ გზას წარმოადგენს გლუკურონიზაცია, ნაღველთან შემდგომი ექსკრეციით. გლუკურონიდების დეკონიუგაცია მიმდინარეობს ნაწლავში, შემდგომი რეაბსორბციით (ნაწლავურ-ღვიძლის რეცირკულაცია). დეფერასიროქსი გლუკურონიზდება ძირითადად UGTIAI-სა და ნაკლები ხარისხით UGTI A3-ის საშუალებით. დეფერასიროქსის მეტაბოლიზმი, რასაც აკატალიზებს CYP450, ადამიანებში წარმოებს უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 8%). თერაპიული დოზების დროს აღნიშნული არ ყოფილა ფერმენტთა ინდუცირებისა და ინჰიბირების ნიშნები. არ დაფიქსირებულა დეფერასიროქსის მეტაბოლიზმის ინჰიბირება ოქსიშარდმჟავათი in vitro.

ელიმინაცია: დეფერასიროქსი და მისი მეტაბოლიტები ექსკრეტირდებიან უწინარეს ყოვლისა ფეკალიებთან (დოზის 84%). დეფერასირქსის ღვიძლისმიერი ექსკრეცია მინიმალურია (დოზის 8%). ნახევარაგამოყოფის საშუალო პერიოდი T1/2 ვარირებს 8-დან 16 საათამდე.

ხაზობრიობა/არახაზობრიობა: დეფერასიროქსის Cmax და AUC0-24სთ მატულობს დოზასთან ერთად ხაზობრივად, წონასწორული კონცენტრაციების დროს. მრავალჯერადი დოზების გამოყენებისას პრეპარატის ზემოქმედება მატულობს დაგროვების ფაქტორების ხარჯზე 1.3-2.3.

ფარმაკოკინეტიკის თავისებურებები პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში:

ბავშვები: დეფერასიროქსის ზოგადი მოქმედება მოზარდებზე (12-17 წლამდე) და ბავშვებზე (2-12 წლამდე) მისი ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ, გაცილებით ნაკლებია მოზრდილებთან შედარებით. 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ეს ზემოქმედება 50%-ით ნაკლები იყო მოზრდილებთან შედარებით, ვინაიდან დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით, აღნიშნულს რაიმე კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

სქესი: ქალებთან დეფერასიროქსის კლირენსი დაბალია (17,5%-ით), ვიდრე მამაკაცებთან. ვინაიდან დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით, მას რაიმე კლინიკური შედეგები არ ექნება.

ხანში შესული პაციენტები: დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკა ხანში შესულ პაციენტებთან (65 წლისა და უფროსი ასაკის) შესწავლილი არ არის.

თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები: დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკა თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან შესწავლილი არ არის. დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა არ მოუხდენია ღვიძლის ტრანსამინაზების დონეს, რომელიც 5-ჯერ აღემატებოდა ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარს.

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები: კლინიკამდელი მონაცემებით, რომლებიც ეფუძნება განმეორებითი დოზის უსაფრთხოების, ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის ან კანცეროგენული პოტენციის ტრადიციულ ფარმაკოლოგიურ გამოკვლევებს, არ გამოვლენილა პაციენტთათვის რაიმე განსაკუთრებული საფრთხე. გამოკვლევების ძირითადი შედეგი იყო თირკმელებზე ტოქსიკური ზემოქმედებისა და ბროლის შემღვრევის გამოვლენა. მსგავსი შედეგები აღინიშნა ახალდაბადებულ და სქესობრივად მოუმწიფებელ ცხოველებში. ითვლება, რომ თირკმელებზე ტოქსიკური გავლენა ვითარდება ძირითადად რკინის უკმარისობის გამო იმ ცხოველებში, რომელთა ორგანიზმი წინასწარ არ ყოფილა რკინით გაჯერებული.

რეპროდუქციულ ფუნქციაზე შესაძლო ტოქსიკური ზეგავლენა გამოკვლეულ იქნა ვირთხებსა და კურდღლებში. დეფერასიროქსი არ ახდენს ტერატოგენურ მოქმედებას, მაგრამ ზრდის  ჩონჩხის ცვლილებებისა და მკვდრადშობადობის შემთხვევების სიხშირეს ვირთხებში პრეპარატის ისეთი მაღალი დოზების მიღების დროს, რომელიც ძალზე ტოქსიკურია მდედრებისათვის, რომელთა ორგანიზმი გაჯერებული არ ყოფილა რკინით. დეფერასიროქსი გავლენას არ ახდენს ფერტილობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ჩვენებები:

  • ნაჩვენებია ბავშვებსა (2 წლისა და უფროსი ასაკის) და მოზრდილებში მრავალრიცხოვანი ტრანსფუზიის შედეგად (ტრანსფუზიული ჰემოსიდეროზი) ორგანიზმის რკინით ქრონიკული გაჯერებისას.

მიღების წესი და დოზირება:

ექსჯადით თერაპიის დაწყება რეკომენდებულია დაახლოებით 2 ერთეული (ეკვივალენტურია 100 მლ/კგ) ერითროციტული მასის გადასხმის შემდეგ, ან როცა არსებებს მონაცემები რკინით ქრონიკული გაჯერების შესახებ (მაგალითად, შრატის ფერიტინი >1000 მკგ/ლ). რეკომენდებული ოპტიმალური საწყისი დოზა ექსჯადი - 20 მგ/კგ სხეულის მასის წონაზე. დოზები (მგ/კგ-ში) ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ უახლოვდებოდეს მთლიანი ტაბლეტის მასას.

ექსჯადის რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 20 მგ/კგ პაციენტთათვის, რომელთაც  უტარდებათ სისხლის გადასხმა (ერთროციტული მასის დაახლოებით 2-დან 4 ერთ/თვეში (ან 7-14 მლ/კგ/თვეში).

საწყისი დღიური დოზა 3 მგ/კგ ენიშნება იმ პაციენტებს, რომლებსაც მეტი სიხშირით უტარდებათ სისხლის გადასხმა.

საწყისი დღიური დოზა 10 მგ/კგ ენიშნება იმ პაციენტებს, რომლებსაც ნაკლები სიხშირით უტარდებათ სისხლის გადასხმა ან იმ პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ სისხლის შენაცვლებითი გადასხმები.

შემანარჩუნებელი დოზა: რეკომენდებულია შრატში ფერიტინის დონის ყოველთვიური განსაზღვრა და, თუკი ეს აუცილებლია, ექსჯადის დოზის კორეგირება ყოველ 3-6 თვეში, შრატში ფერიტინის დონის გათვალისწინებით. დოზის კორეგირება ხდება ეტაპურად 5-10 მგ/კგ-ით, პაციენტის საპასუხო რეაქციისა და თერაპიული მიზნების გათვალისწინებით. 30 მგ/კგ-ზე მაღალი დოზის დანიშვნა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან აღნიშნული მაღალი დოზების გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. თუკი ფერიტინის დონე შრატში ეცემა 500 მკგ/ლ-ზე ქვევით, დგება საკითხი მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

მომზადება: ექსჯადი ინიშნება დღეში ერთხელ უზმოზე ჭამამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე. სასურველია ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტს ხსნიან ჭიქა წყალში ან ფორთოხლის წვენში (100-200 მლ) ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. სუსპენზიის მიღების შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ხელახლა იხსნება მცირე რაოდენობის წყალში ან ფორთოხლის წვენში. არ შეიძლება ტაბლეტის გაღეჭვა ან მთლიანად გადაყლაპვა.

ხანში შესული პაციენტები: რეკომენდებული დოზები ისეთივეა, როგორც ზემოთაა მოცემული.

ბავშვები: ბავშვებში რეკომენდებული დოზები ისეთივეა, როგორიც მოზრდილ პაციენტებთან. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვებში სხეულის მასის ცვლილება გათვალისწინებული უნდა იქნას დოზის შერჩევისას.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: ექსჯადი არ გამოკვლეულა ამ კატეგორიის პაციენტებთან, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება, თუკი შრატში კრეატინინის დონე აღემატება ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარს. რაც შეეხება საწყის დოზას, ისეთივეა, როგორც ზემოთაა მოცემული. აუცილებელია შრატში კერატინინის დონის ყოველთვიური განსაზღვრა და, თუკი ეს აუცილებელია, დღიური დოზები მცირდება 10 მგ/კგ-ით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ვინაიდან ექსჯადის მოქმედება არ შესწავლილა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან, ამიტომ პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. რაც შეეხება საწყის დოზებს, ისეთივეა, როგორც ზემოთაა მოცემული. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის ყოველთვიური კონტროლი.

გვერდითი მოვლენები:

მოზრდილებსა და ბავშვებში ექსჯადით ხანგრძლივი მკურნალობის დროს განსაკუთრებით ხშირია გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა ან აბდომინური ტკივილი); აღნიშნული გამოვლინდა პაციენტთა დაახლოებით 26%-ში; მეორე ადგილზეა კანზე გამონაყარი, რომელიც გამოვლინდა პაციენტთა დაახლოებით 7%-ში. ეს რეაქციები იყო დოზაზე დამოკიდებული, სუსტიდან საშუალო  ხარისხამდე, ტრანზიტორული და გაივლიდა მკურნალობის გარეშე.

პაციენტთა დაახლოებით 34%-ში დაფიქსირდა შრატში კრეატინინის უმნიშვნელო, არაპროგრესირებადი მომატება, რომელიც იყო დოზაზე დამოკიდებული, გაივლიდა დამოუკიდებლად და ზოგჯერ ნორმალიზდებოდა დოზის შემცირებასთან ერთად.

პაციენტთა დაახლოებით 2%-ში გამოვლინდა ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება. იგი დამოკიდებული არ ყოფილა დოზაზე, და პაციენტთა უმრავლესობას ეს დონე მომატებული ჰქონდათ ჯერ კიდევ ექსჯადის მიღებამდე. ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება 10-ჯერ ბადებდა ეჭვს ჰეპატიტის არსებობაზე და გვხვდებოდა საკმაოდ იშვიათად (0.3%). ისევე როგორც რკინის სხვა ხელატებით მკურნალობისას.

პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ექსჯადს, იშვიათად გამოუვლინდათ მაღალსიხშირის სმენის აღქმის დაკარგვა და ბროლის შემღვრევა (ადრეული კატარაქტა).

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები პირობითად დაყოფილია შემთხვევათა სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, <1/10); იშვიათად (≥1/1,000, <1/100). თითოეული ჯგუფის შიგნით გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის შემცირების მიხედვით.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად - მოუსვენრობა, ძილის დარღვევა;

დარღვევები ცნს-ის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, იშვიათად: თავბრუსხვევა.

მხედველობის დარღვევა: იშვიათად - ადრეული კატარაქტა, მაკულოპაცია;

სმენის დარღვევა: იშვიათად - სმენის დაკარგვა;

დარღვევები სასუნთქი, თორაკული სისტემისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ტკივილი ხახაში და ხორხში;

დარღვევები კუჭ-ნაწლავიტრაქის მხრივ: ხშირად - დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, აბდომინური ტკივილი, მუცლის შებერვა, დისპეფსია. იშვიათად - გასტრიტი;

ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ:

ხშირად - ტრანსამინაზების მომატება. იშვიათად - ჰეპატიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება;

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი, ქავილი. იშვიათად - პიგმენტაციის დარღვევა;

დარღვევები თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან ხშირად - სისხლში კრეატინინის მომატება, ხშირად - პროტეინურია;

ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილი მდგომარეობა: იშვიათად - ჰიპერთერმია, შეშუპება, დაღლილობა.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი შემავსებლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: კლინიკური მონაცემები დეფერასიროქსის ზეგავლენის შესახებ ორსულობის პროცესზე არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, რეპროდუქციულ  ფუნქციაზე უმნიშვნელო ტოქსიკურ გავლენას ახდენს პრეპარატის ტოქსიკური დოზები.

*პოტენციური რისკი ადამიანებთან ცნობილი არ არის. ამიტომ ექსჯადის დანიშვნა არარეკომენდებულია ორსულობის დროს, გარდა განსაკუთრებული საჭიროებისა.

ლაქტაცია: ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დეფერასიროქსი სწრაფად და მნიშნველოვანი ხარისხით გამოიყოფა ცხოველის რძეში. ამასთან შთამომავლობაზე რაიმე გავლენა არ აღნიშნულა.

*ამჟამად დადგენილი არ არის გამოიყოფა თუ არა დეფერასიროქსი ადამიანების დედის რძეში. ამდენად, ბუნებრივი კვების დროს ექსჯადის მიღება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

-ექსჯადის მოქმედება არ შესწავლილა თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან და, გამომდინარე აქედან, გარკვეული სიფრთხილით ინიშნება ამ კატეგორიის პაციენტებთან.

-ექსჯადით მკურნალობა უტარდებოდათ შრატში კრეატინინის ნორმალური დონის მქონე ავადმყოფებს, და ასევე იმ პაციენტებს, რომელთა ღვიძლში ტრანსამინაზების დონე 5-ჯერ აღემატება ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარს. დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე ტრანსამინაზების ამგვარი დონეები გავლენას არ ახდენს. დეფერასიროქსი უმნიშვნელო ხარისხით გამოიყოფა თირკმელებით (დოზის 8%). ძირითადად იგი გამოიყოფა გლუკურონიზაციის გზით და უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 8%) მეტაბოლიზდება ციტოქრომის დამჟანგავი ფერმენტებით P450

-თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია კრეატინინის დონის განსაზღვრა შრატში (2-ჯერ) და შემდგომ მისი ყოველთვიური კონტროლი. ზოგიერთ პაციენტთან, რომელიც ღებულობდა ექსჯადს, აღინიშნა შრატში კრეატინინის დონის არაპროგრესირებადი მომატება, ჩვეულებრივი ნორმალური დიაპაზონის ფარგლებში. მოზრდილ პაციენტებს შესაძლებელია შეუმცირდეთ დოზები 10 მგ/კგ-ით, თუკი ზედიზედ ორჯერ აღინიშნა შრატში კრეატინინის არაპროგრესირებადი მომატება, რომელიც >50%-ით აღემატება მკურნალობამდე ჩატარებული გაზომვების საშუალო მაჩვენებელს და, რომელიც გამოწვეული არ არის სხვა მიზეზებით;

-ბავშვებში დოზის შემცირება დასაშვებია 10 მგ/კგ-ით, როდესაც შრატში კრეატინინის დონე აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.

- თუკი აღინიშნა შრატში კრეატინინის დონის პროგრესული მატება ნორმის ზედა ზღვარს ზემოთ, მკურნალობა ექსჯადით წყდება; თერაპია განახლდება ინდივიდუალური კლინიკური გარემოებების მიხედვით.

-რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციიის ყოველთვიური გამოკვლევა. თუკი აღინიშნება შრატში ტრანსამინაზების დონეების მუდმივი და პროგრესული ზრდა, მკურნალობა ექსჯადით წყდება. როგორც კი ღვიძლის ფუნქცია დაუბრუნდება ნორმალურ დონეს, დგება საკითხი ექსჯადით მკურნალობის განახლების შესახებ, თავდაპირველად შედარებით დაბალი დოზებით, შემდგომ - მათი თანდათანობით მომატებით.

-ექსჯადით მკურნალობის დროს მოსალოდნელია კანზე გამონაყარი. მსუბუქი და საშუალო ხარისხის გამონაყრის დროს, ექსჯადის მიღება გრძელდება დოზის შეუცვლელად, ვინაიდან გამონაყარი ხშირად თავისთავად გაივლის. უფრო გამოხატული გამონაყრის დროს, როდესაც აუცილებელია მკურნალობის განახლება, ექსჯადი ინიშნება შედარებით ნაკლები დოზით; გამონაყრის გაქრობის შემდეგ კი დოზას თანდათანობით ზრდიან. მძიმე შემთხვევებში მკურნალობა განახლდება სტეროიდის ხანმოკლე პერორულ მიღებასთან ერთად.

-არსებობს ცნობები სმენისა (სმენის დაქვეითება) და მხედველობის (ბროლის შემღვრევა) დარღვევების შესახებ ექსჯადით მკურნალობის დროს. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ ყოველ 12 თვეში რეკომენდებულია სმენისა და მხედველობის გამოკვლევა. თუკი აღინიშნა რაიმე დარღვევა, დგება საკითხი დოზის შემცირების, ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

-რეკომენდებულია შრატში ფერიტინის დონის ყოველთვიური განსაზღვრა, რათა შეფასებულ იქნას პაციენტის საპასუხო რეაქცია თერაპიაზე. თუკი შრატში ფერიტინის დონე ქვეითდება 500 მკგ/ლ-ზე ქვევით მკურნალობა წყდება.

-ბავშვებში ზრდის შეფერხება არ უკავშირდება ექსჯადის მიღებას, თუმცა აუცილებელია ბავშვების სხეულის მასისა და სიგრძის რეგულარული (ყოველ 12 თვეში) გაზომვები.

-ექსჯადი არ ინიშნება რკინის სხვა ხელატებთან კომბინაციაში, ვინაიდან გამოკვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა.

-ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას (1.1 მგ ლაქტოზა დეფერასიროქსის ყოველ მგ-ზე). ეს პრეპარატი რეკომენდეული არ არის იმ პაციენტთათვის, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზის გამოხატული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსბორბცია.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: გამოკვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებიც იშვიათად აღნიშნავენ ისეთ გვერდით მოვლენებას, როგორიცაა თავბრუსხვევა, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ჭარბი დოზირება:

ცნობები დოზის გადაჭარბების შესახებ არ არსებობს. პრეპარატის ერთჯერადი დოზა 80 მგ/კგ თალასემიით დაავადებულებში იწვევდა მხოლოდ უმნიშვნელო გულისრევასა და დიარეას. ერთჯერადი დოზები 40 მგ/კგ ჯანმრთელებში კარგად გადაიტანებოდა.

ჭარბი დოზის მწვავე სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა. ჭარბი დოზის  დროს საჭიროა ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა; თერაპია სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ექსჯადისა და ალუმინშემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროული გამოყენება საკმარისად შესწავლილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დეფერასიროქსი ხასიათდება ალუმინისადმი შედარებით დაბალი სწრაფვით, ექსჯადის მიღება არ შეიძლება ალუმინის შემცველ პრეპარატებთან ერთად.

საკვებთან ერთად მიღებისას დეფერასიროქსის ბიოშეღწევადობის დონეები განსხვავებულია. ამიტომ ექსჯადი ინიშნება უზმოზე, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

ექსჯადის ტაბლეტის გახსნა ფორთოხლის წვენში გავლენას არ ახდენს მის ბიოშეღწევადობაზე.

რეკომენდებული არ არის ექსჯადის ტაბლეტის გახსნა ვაშლის წვენში, ბიოშეღწევადობის შემცირების გამო.

ჯანმრთელ მოხალისეებთან დაფიქსირებული არ ყოფილა ექსჯადისა და დიგოქსინის რაიმე ურთიერთქმედებები.

ექსჯადისა და ვიტამინ C კომბინირებული მოქმედება დეტალურად შესწავლილი არ არის. ვიტამინ C მიღებას დოზით 200 მგ დღეში, რაიმე არასასურველი მოვლენა არ გამოუწვევია.

*შეუთავსებლობა: რეკომენდებული არ არის გაზიან სასმელებში ან რძეში გახსნა  ქაფის წარმოქმნის ან გახსნის შენელების გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

 

დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად