ედნიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ედნიტი - EDNYT - ЭДНИТ

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER , უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილის  მალეატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 30 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის  მალეატი ......................     5 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი .........................  10 მგ

1 ტაბ

ენალაპრილის მალეატი ......................     20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის აქტიური ნივთიერება - ენალაპრილ მალეატი - წარმოადგენს ანგიოტენზიგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება ამ უკანასკნელის სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონის სეკრეცია თირმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. ედნიტი ამცირებს გულზე პრე-და პოსტადვირთვას. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას გულის ზომები განიცდის რეგრესიას. ანტიჰიპერტენზული ეფექტი ერთჯერადი დოზის მიღებისას აღინიშნება 1 საათის შემდეგ და შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთ ავადმყოფებში არტერიული წნევის ოპტიმალური დაქვეითებისათვის საჭიროა პრეპარატის მიღება რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას აქტიური ნივთიერება აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 60%-ით. საკვების მიღება არ მოქმედებს აბსორბციაზე. ჰიდროლიზის მეშვეობით განიცდის მეტაბოლიზმს ენალაპრილატად, რომელიც წარმოადგენს უფრო აქტიურ ინჰიბიტორს, ვიდრე ენალაპრილი. ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი შეყვანიდან 1 საათის, ხოლო ენალაპრილატის - 3-4 საათის შემდეგ. მიღებული პრეპარატის 94% ენალაპრილის და ენალაპარილატის სახით გამოიყოფა თირკმელებით ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის მეშვეობით ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს. თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს აღნიშნული მაჩვენებლები ხანგრძლივდება.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია (როგორც მონოთერაპის სახით, ასევე კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა კომბინაციაში საგულე გლიკოზიდებთან ან დიურეზულ საშუალებებთან.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა მერყეობს 10 მგ-დან 40 მგ-მდე 1-2-ჯერ დღეში, დღეღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

არტერიული ჰიპერტენზიის მონოთერაპიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ ერთხელ დღეში. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა იზრდება 10-40 მგ-მდე 1 ან 2-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა დგინდება 2-4 კვირის განმავლობაში.

იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებას, ედნიტის საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს.

ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით და თირკმელების თანხმლები უკმარისობით ედნიტის დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის (კკ) მიხედვით. თუ კკ 30 მლ/წთ უფრო მეტია - პრეპარატი ინიშნება დღეღამური საშუალო დოზით, ხოლო როდესაც იგი შეადგენს 30 მლ/წთ ან ნაკლებს - პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო  დოზა - 40 მგ-ს.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს - ედნიტის საწყისი დოზაა 2.5 მგ 1 ან 2-ჯერ დღეში. პრეპარატის კარგი ამტანობის პირობებში დოზა იზრდება 5-20 მგ-მდე 1-2-ჯერ დღეში.  ავადმყოფებში თირკმელები ფუნქციის დარღვევით ან ჰიპონატრიემიით პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 2.5 მგ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შეიძლება დოზის შემდგომი გაზრდა: თავიდან 2.5 მგ 2-ჯერ დღეში, ხოლო შემდგომში - 5 მგ 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძლიერი არტერიული ჰიპოტენზია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა.

გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დაქვეითება, გემოვნების დარღვევა, ყურებში შუილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ადა ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, უმადობა, ყაბზობა, ჰეპატიტი, სიყვითლე, გლოსიტი, პირის სიმშრალე.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ინფილტრატი ფილტვებში, ქოშინი.

ალერგიული, ტოქსიკოალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ართრალგიები, ართრიტები, მიალგიები, ციება, მიოზიტი, ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი კანზე, ლეკოციტოზი, ეოზინოფილია ჰემოგლობინის მაჩვენებლის დაქვეითება, ნეიოროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

შარდ-გამომყოფის სისტემის მხრივ: კრეატინინის და ნარჩენი აზოტის დონის მომატება სისხლში, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

*ჰიპერკალიემია;

*ორსულობა და ლაქტაცია;

*ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები:

- საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ავადმყოფებში რენოვასკულური ჰიპერტონიით, გულის გამოხატული უკმარისობით (განსაკუთრებით იმ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს), ვინაიდან ამ შემთხვევაში მაღალია თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკი. მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში საჭიროა თირკმელების ფუნქციური კონტროლი.

- ავადმყოფებში არტერიალური ჰიპერტონიით, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, საჭიროა მათი მოხსნა 2-3 დღით ადრე ედნიტის დანიშვნამდე.

- სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლები იღებენ კალიუმის პრეპარატებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

- აგრეთვე საჭიროა სიფრთხილე ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, პრეპარატის უეცარი მოხსნა არ იწვევს არტერიული წნევის გაზრდას.

- ედნიტის გამოყენებისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ედნიტის და დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას მისი ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება. კალიუმის პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. ასეთი კომბინაციის დროს საჭიროა სისხლში კალიუმის დონის ხშირი განსაზღვრა.

სანარკოზო საშუალებებთან კომბინირებისასა შეიძლება გაძლიერდეს ედნიტის ჰიპოტენზიური ეფექტი.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას ვითარდება ტოქსიკურობის ნიშნები, რის გამოც საჭიროა ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად