დეკატილენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

დეკატილენი - DECATYLEN - ДЕКАТИЛЕН

საერთაშორისო დასახელება: DEQUALINUM CHLORIDE: DIBUCAINE

მწარმოებელი: MEPHA-PHARMA,შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული და ანტიფუნგინალური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 100 ც.

1 ტაბ.

დექვალინის ქლორიდი ....................     0.25 მგ

დიბუკაინის ჰიბროქლორიდი ...........      0.03 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი ორჟანგის კოლოიდური ხსნარი, პიტნის ექსტრაქტი, პიტნის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დეკვალინის ქლორიდი ხასიათდება სწრაფი მოქმედებით იმ მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ხახის შერეულ ინფექციებს. მას გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, იგი ეფექტურია, როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების, კოკების, სოკოების, სპიროქეტების, აგრეთვე ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ზოგიერთი შტამების მიმართ.

დიბუკაინის ჰიდროქლორიდს ახასიათებს სუსტად გამოხატული ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი. იგი ასუსტებს პირის ღრუსა და ხახის ინფექციების დროს ტკივილით გამოწვეულ შეგრძნებას.

მიკროორგანიზმები დეკვალინის მიმართ მდგრადობით არ ხასიათდებიან, რის გამოც პრეპარატი ინარჩუნებს თერაპიულ ეფექტურობას მისი განმეორებითი გამოყენებისას.

დეკატილენი არ იწვევს ლორწოვანი გარსის ადგილობრივ გაღიზიანებას და ალერგიულ რეაქციებს, რაც ხელს უწყობს მკურნალობის პროცესს.

ვინაიდან აქტიური ნივთიერების შეწოვა თითქმის არ ხდება, მოსალოდნელ გართულებებს შინაგანი ორგანოების, სისხლმბადი სისტემის ან ცნს მხრივ ადგილი არა აქვს. პრეპარატს აგრეთვე არ ახასიათებს ტერატოგენული მოქმედება.

დეკვალინის ქლორიდი არ მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე.

ჩვენებები:

ტკივილით მიმდინარე პირის ღრუსა და ხახის ინფექციები: კატარული ანგინა, ლაკუნური და წყლულოვანი ანგინა, კატარული ფარინგიტი, ლარინგიტი, გინგივიტი, წყლულოვანი და აფტოზური სომატიტი, პირ-ხახის კანდიდამიკოზი, ტონზილექტომის შემდგომი მდგომარეობა, კბილის ექსტრაქცია, პირ-ხახის ინფექციური-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებს ენიშნებათ 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2 სთ-ში, ხოლო ანთების სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში - ყოველ 4 სთ-ში.

დეკატილენი შეიძლება დაინიშნოს დიაბეტის დროს.

გვერდითი მოვლენები

არ ახასაიათებს.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

შენახვის პირორბები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად