ა-ფერინი ფორტე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ა-ფერინი ფორტე - A - FERIN FORTE - А - ФЕРИН ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; CHLOPHENIRAMINE;

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+ ქლორფენირამინის მალეატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გრიპისა და გაციების სიმპტომების მოსახსნელი საშუალება.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი  ...........................       650 მგ

ქლორფენირამინის მალეატი  ........       4 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლი წარმოადგენს ანალგეზიურ  და ანტიპირეტულ საშუალებას, მცირედ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.

პერორალური მიღებისას, იგი სწრაფად აბსორბირდება და ეფექტს ავლენს მიღებიდან 15-30 წუთში.

ქლორფენირამინის მალეატი H1-ჰისტამინო რეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების კაპილარების გამტარობას, ცრემლდენას, სურდოს, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ჩვენებები:

ა-ფერინი ფორტე ტაბლეტები გამოიყენება გრიპისა და გაციების თანმხლები ცხვირიდან გამონადენის, სურდოს, ცხვირისა და ყელის ქავილის, თავის ტკივილის, ყელის ტკივილის, ცხელების ზოგადი სისუსტის, რინიტის, თვალების ქავილისა და ცრემლდენისას.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1 ტაბლეტი ყოველ 4-6 სთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 ტაბლეტი. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშნვა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში გამოხატულია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნერვული აშლილობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა კუჭის გაწმენდა გასტრალური ლავაჟი და სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ა-ფერინით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:    2 წელი.

 

 

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად