რანისანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რანისანი - RANISAN - РАНИСАН

საერთაშორისო დასახელება:

RANITIDINE

მწარმოებელი: PRO.MED.CS Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: რანიტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

რანიტიდინის ჰიდროქლორიდი ............      150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რანისანი აბლოკირებს ჰისტამინურ H2-რეცეპტორებს და მარილმჟავას და პეფსინის გამოყოფის შეფერხებით ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც იწვევს ძირითადად მარილმჟავას ბაზალური და ღამის სეკრეციის, აგრეთვე პენტაგასტრინით, აცეტილქოლინით და სხვა სტიმულირებული სეკრეციის დაქვეითებას. ამასთან ერთად, რანიტიდინი თრგუნავს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციის პროცესს, ამცირებს ჰისტამინის შემცველობას ჰერიულცეროზულ ზონაში და ეპითელიუმის დნმ-ის მასინთეზირებელი უჯრედების რაოდენობის გაზრდით ასტიმულირებს წყლულის შეხორცების პროცესს.

რანისანი პრაქტიკულად არ მოქმედებს ჰორმონულ სტატუსზე, იმუნოლოგიურ რეაქტივობაზე, ღვიძლის მიკროსომულ ფერმენტებზე და სხვა სამკურნალო საშუალებების ბიოტრანსფორმაციაზე.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, რეციდივების პროფილაქტიკა;
  • სიმპტომური (სტრესული წყლული, იატროგენული და სხვა) წყლული;
  • ფუნქციური დისპეფსია;
  • ეროზიული და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან განვითარებული სისხლდენის პროფილაქტიკა;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს, აგრეთვე ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში ძირითადად ინიშნება 150 მგ 2-ჯერ დღეში ან 300 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 450-900 მგ-მდე (მაგ. ზოლინგერ-ელისონის  სინდრომის დროს).

რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 150 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები:

დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გადაღლილობა, ძილიანობა, კანზე გამონაყარი, ღვიძლის ტრანსამინაზების (ALT და AST) აქტივობის მომატება ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა რანისანისა და სხვა ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნე;

♦თირკმელების ფუნქციის ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად იზრდება და მცირდება მისი კლირენსი, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რანისანისა და ანტაციდური პრეპარატების კომბინაციის დროს, მათ მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს 1-2 სთ-ს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად