ბაქტოქსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ბაქტოქსი - BACTOX - БАКТОКС

ფორმა, შეფუთვა
1) კაფსულები: შეფუთვაში 12 ც.
1 კაფს.- ამოქსიცილინი    50 მგ, მაგნიუმის სტეარატი    12 მგ,
2) ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 12 დოზა.
5 მლ- ამოქსიცილინი    125 მგ
3) ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 12 დოზა.
5 მლ- ამოქსიცილინი    250 მგ
4)ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში
1 ფლ.-ამოქსიცილინი ნატრიუმის მარილის სახით    150 მგ
საინექციო წყალი საკმარისი 5 მლ-ისათვის.
5)ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში
1 ფლ.- ამოქსიცილინი ნატრიუმის მარილის  სახით    1000 მგ
გამხსნელის 1 ამპულა შეიცავს:
ბენზილის სპირტი- 150 მგ
საინექციო წყალი საკმარისი 5 მლ-ისათვის.

მწარმოებელი - საფრანგეთი Laboratoire innotech international, innothera chouzy.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პენიცილინი A ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამოქსიცილინი წარმოადგენს პენიცილინ A (ამინოპენიცილინის) ჯგუფის ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკს. მას ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი როგორც გრამუარყოფითი, ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
მუდმივად მგრძნობიარე სახეობები (შტამების 90% მგრძნობიარეა): Streptococcus A,B,C,F,G; S.bovis; streptokokebi, romlebic ar miekuTvnebian arc erT jgufs; penicilinis mimarT mgrZnobiare S.pneumoniae, E. faecalis, L. monocytogenes; Corynebacterium diphteriae, Erysipelothrix rhusiopathiae, Eikenella, Neisseria.meningitidis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori; Clostridium sp, Propionibacterium acnes; Peptostreptococcus, Actinomyces, Leptospira, Borrelia, Treponema, Salmonella typhi,  Eubacterium, Actinobacillus actinomycetemcomitans.
არამუდმივად მგრძნობიარე სახეობები: EE.faecium;  პენიცილინ I და R- ის მიმართ mdgradi St.Pneumoniae, E. Coli, P. mirabilis, Shigella, V.cholerae, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Fusobacterium, Prevotella,Veillonella, Capnocytophaga, Porphyromonas.
მდგრადი სახეობები (შტამების 50%-ზე ნაკლები მდგრადია): Staphylococcus B.Catarrhalis, Klebsiella pneumoniae et oxytoca, Enterobacter, Serratia,C.diversus, C. freundii; Providencia rettgeri M. morganii, Proteus vulgaris, Providencia, Yersinia enterocolitica, Pseudomonas sp., Acinetobacter sp., Xanthomonas  sp.,Flavobacterium sp., Alcaligenes sp.,Nocardia sp.,  Campylobacter sp., Mycoplasma, Chlamidiae, Rickettsies, Legionella, Mycobacteria, B.fragilis.
ფარმაკოკინეტიკა - პერორალურად მიღებული ამოქსიცილინი შეიწოვება დაახლოებით 80%-ით. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. 500 მგ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს 7-10 მკგ/მლ. პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში პროპორციულია მიღებული რაოდენობის. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. იგი აღწევს ორგანიზმის მრავალ ქსოვილსა და ბიოლოგიურ სითხეებში. პერორალურად მიღების დროს ამოქსიცილინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. თერაპიული კონცენტრაციით ანტიბიოტიკი გვხვდება ბრონქიალურ სეკრეტში, ცხვირის ღრუს დანამატებში, შუა ყურში, ნერწყვში, ცრემლში, ზურგის ტვინის სითხეში, სეროზულ გარსებში. ამოქსიცილინი კარგად გადის პლაცენტურ ბარიერს, აღწევს დედის რძეს. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხია 17%.
ბიოტრანსფორმაცია
პრეპარატის მცირე ნაწილი გარდაიქმნება პენიცილინის მჟავად და ამ სახით მიღებული დოზის 2% გამოიყოფა შარდით.
გამოყოფა
პრეპარატის აბსორბირებული ფრაქცია გამოიყოფა აქტიური ფორმით ძირითადად შარდით (მიღებული დოზის 70-80% გამოიყოყა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში) და ნაღველით (5-10%). პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც არ შეიწოვება, გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააქტიური ფორმით.

ჩვენება - ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისა და სუპერინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ.
სეზონური რესპირატორული ინფექციები:
- ოტოლარინგოლოგია (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი);
- პულმონოლოგია (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია);
- გინეკოლოგია (სალპინგიტი, ოოფირიტი, ლისტერიოზი, ენდომეტრიტი);
- უროლოგია, ნეფროლოგია (ცისტიტი, პიელონეფრიტი და სხვ.);
- გასტროენტეროლოგია (ელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები);
- ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა: ყბა-სახის ქირურგია, ოტოლარინგოლოგია, გასტროენტეროლოგია უროლოგია (ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა);
- მენინგიალური გარსების ანთების მკურნალობისას, ინექციებიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას (იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი მოზრდილებისათვის ბაქტოქსი 50 მგ: 15-20 მგ/კგ/დღეში 2-3-მიღებაზე, ანუ საშუალოდ 1 დოზირებული კოვზი 2-ჯერ დღეში.
ბავშვებისათვის ბატოქსი 250 მგ და 125 მგ: 3 თვის ზევით - 25-35 მგ/კგ-დღეში ანუ 250 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 2-3-ჯერ დღეში; 30 თვემდე - 35-50 მგ/კგ-დღეში ანუ საშუალოდ 125 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 3-ჯერ დღეში 8 საათში ერთხელ.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებისაგან დამოუკიდებლად. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიღებულ უნდა იქნას რეგულარულად.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
მოზრდილებში
ინტრამუსკულარულად - 2 გ დღეში 12 საათში ერთხელ, თითო გრამი დილას და საღამოს;
ინტრავენურად - 2-12 გ ჩვენებიდან გამომდინარე.
ბავშვებში
ინტრამუსკულარულად - 50 მგ/კგ/დღეში 12 საათში ერთხელ;
ინტრავენურად: დღენაკლულებში 0-7 დღემდე - 100 მგ/კგ-დღეში; 7-30 დღემდე - 10-15 მგ/კგ/დღეში; დროულ ახალშობილებში 0-7 დღემდე - 100-150 მგ/კგ-დღეში; 7-30 დღემდე - 100-200 მგ/კგ-დღეში, 1 თვიდან 15 წლამდე - 100-200 მგ/კგ-დღეში.
პრეპარატი შეჰყავთ ნელი ნაკადით 3-4 წუთის განმავლობაში. არა არის რეკომენდებული კუნთებში შეყვანა ერთჯერადად 25 მგ/კგ-ზე მეტის ბავშვებში და 1 გ-ზე მეტის მოზრდილებში. ბავშვებში 3 წლამდე ასაკის: გამოიყენეთ გამხსნელად საინექციო წყალი, არ გამოიყენოთ თავისივე გამხსნელი, ვინაიდან იგი შეიცავს ბენზილის სპირტს.
თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის დოზირება ხდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად:
<10 მლ/წთ - მკურნალობის დაწყებისას 1 გ ერთჯერადად და შემდეგ 500 მგ 24 სთ-ში ერთხელ;
10-30 მლ/წთ - მკურნალობის დაწყებისას 1 გ ერთჯერადად და შემდგომში 500 მგ 12 სთ-ში ერთხელ;
3-60 მლ/წთ - 2-4 გ (მაქსიმუმ 4 გ დღეში 2 შეყვანაზე).
500 მგ და 1 გ ბაქტოქსის საინექციო ფხვნილი იხსნება 5 მლ თავისივე გამხსნელში. მხოლოდ ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის; ფლაკონში უნდა შეინჯღრეს რამდენჯერმე სრულ გახსნამდე. ხსნარი მკრთალი ყვითელი ფერისაა. პრეპარატი შეჰყავთ გამზადებისთანავე. ინტრავენური გამოყენებისათვის გამხსნელის ნაცვლად, რომელიც ახლავს ფხვნილს, გამოყენებულ უნდა იქნას საინექციო წყალი 500 მგ ფხვნილზე 5-10 მლ, 1 გ ფხვნილზე - 10-20 მლ.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული გამოვლინება: ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი. დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანდიდოზი.

უკუჩვენება: ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი).
ორსულობა და ლაქტაცია
აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაში. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები: თირკმლის უკმარისობა. ალერგიული გამოვლინების პირველივე შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა პაციენტის ალერგოლოგიული ანამნეზის შეკრება. ამ პრეპარატების მიმართ ტიპიური ალერგია წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას. პენიცილინის მიმართ ალერგიის არსებობისას 5-10%-ში ვლინდება ჯვარედინი ალერგია ცეფალოსპორინების მიმართ, ამიტომ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია ცეფალოოსპორინების მიმართ ანამნეზში, პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები არ არის ნაჩვენები.
არ შეიძლება ინტრამუსკულარული გამხსნელის ინტრავენურად შეყვანა (გამოყენება), ნუ შეურევთ შპრიცში ან ფლაკონში სხვა ნივთიერებებთან ერთად.

ზედოზირება: აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ალოპურინოლთან ერთად, ვინაიდან არსებობს კანის ალერგიული რეაქციის მომატების რისკი.
შესაძლებელია ლაბორატორიულ მონაცემებზე ზემოქმედება: იშვიათ შემთხვევაში ამოქსიცილინის დიდი დოზით დანიშვნა იწვევს სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირებას. არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდით შარდში გლუკოზურიის განსაზღვრისას იძლევა ცრუდადებით ფერად რეაქციას.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად