ბაქტიფლოქსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
ბაქტიფლოქსი - BACTIFLOX - БАКТИФЛОКС

ფორმა, შეფუთვა: ტაბლეტები - შეფუთვაში 10 ც.

შემადგენლობა - 1 ტაბლეტი შეიცავს  250 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს
ან 1 ტაბ. შეიცავს 500 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს.

მწარმოებელი - MEPHA-PHARMA, შვეიცარია

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის პერორალურ სინთეზურ ბაქტერიციდულ საშუალებას. მისი ბაქტერიციდული ეფექტის მექანიზმს საფუძვლად უდევს დნმ-ის ენზიმ ჰირაზასთან ურთიერთქმედება, რომელიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის სინთეზისათვის. ციპროფლოქსაცინის აქტივობა, როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ორგანიზმების მიმართ დადგენილია ინ ვიტრო და დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.
ციპროფლოქსაცინს, თავისი სპეციფიკური მოქმედების გამო, არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ, გარდა ქინოლონების ჯგუფისა. ამიტომ პრეპარატი შედარებით მეტად აქტიურია იმ ბაქტერიების მიმართ, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ანტიბიოტიკების: ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების, ტეტრაციკლინების და სხვათა მიმართ.
ლაბორატორიული და კლინიკური კვლევებით დადგენილია ციპროფლოქსაცინის აქტივობა ისეთი ორგანიზმების მიმართ, როგორიცაა: Acinetobacter spp., Aeromonas spp., Branhamella spp., Brucella spp., Campylobacter spp., Chlamydia spp., Citrobacter spp., Corynebacterium spp., Enterobacter spp., Escherichia coli, Haemophilus spp., Hafnia spp., Klebsiella spp., Legionella spp., Listeria spp., Moraxella spp., Morganella spp., Neisseria spp., Edwardsiella spp., Peptococcus spp., Providencia spp., Plesiomonas spp., Pseudomonas spp.. Salmonella spp., Serratia spp., Shigella spp., Streptococcus agalactiae, Staphylococcus spp., Vibrio spp., Yersinia spp.
ხანგამოშვებით რეზისტენტობით ხასიათდებიან: Alcaligenes spp., Flavobacterium spp., Gardnerella spp. Mycoplasma hominis. Mycobacterium fortuitum. Mycobacterium tuberculosis, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans.
შედარებით მგრძნობიარენი არიან: Nocardia asteroides. Streptococcus faecalis. Streptococcus pneumoniae, Ureaplasma urealyticum-ანაერობები.
ციპროფლოქსაცინი არ არის აქტიური Treponema pallidum-ის მიმართ.
სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში, ციპროფლოქსაცინს ძირითადად ახასიათებს დამატებითი ან ნეიტრალური მოქმედება. სინერგიზმს ადგილი აქვს ციპროფლოქსაცინისა და ბეტა-ლაქტამური საშუალებების კომბინაციის დროს.
ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობა განისაზღვრება დისკ-დიფუზიის ან სეროლოგიური განზავების მეთოდით. მაგ. კლინიკო-ლაბორატორიული სტანდარტების ნაციონალური კომიტეტის მიერ რეკომენდებული მეთოდით.
ზონის დიამეტრი (მმ),      ინტერპრეტაცია (მმ)
>21                                            S-მგრძნრობიარე
16-20                                          I-საშუალო მგრძნობელობის
=15                                            R-რეზისტენტული
”მგრძნობიარე” - პათოგენი ინჰიბირდება სისხლში პრეპარატის დასაშვები კონცენტრაციებით.
”საშუალო მგრძნობიარე” - მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა მხოლოდ პრეპარატის მაღალი დოზების მიმართ.
”რეზისტენტული” - მიკროორგანიზმი არ ინჰიბირდება პრეპარატის დასაშვები კონცენტრაციებით და შესაბამისად, საჭიროა მკურნალობის სხვა კურსის ჩატარება.

ფარმაკოკინეტიკა - პერორალური მიღებისას ბაქტიფლოქსი სწრაფად და კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პირველადი მეტაბოლიზმის დროს ბიოშეღწევადობა, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე შეადგენს 70-80%. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ, ხოლო საშუალო კონცენტრაცია პრეპარატის 250 მგ და 500 მგ მიღებიდან 12 სთ-ის შემდეგ შეადგენს შესაბამისად 0.1 ან 0.2 მკგ/მლ-ში.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში), შეადგენს დაახლოებით 4 სთ-ს. პრეპარატის დოზის 40-50% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ერთჯერადი დოზის 10-12% ორგანიზმიდან ელიმინირდება მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის 90% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით პირველი 24 სთ-ის განმავლობაში.
თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებს, ან პაციენტებს, რომელთა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია, ვიდრე 20 მლ/წთ-ში, უნიშნავენ დოზის ნახევარს ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალს ზრდიან.
ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობის პროცესში აუცილებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა. ვინაიდან პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი შესაძლებელია ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
ციპროფლოქსაცინის მიღებისას ჭამის დროს, მისი აბსორბცია ფერხდება დაახლოებით 2 სთ-ით, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის ძირითადი აბსორბციის ხარისხზე.

ჩვენება:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- სასქესო გზების ინფექციები, გონორეის ჩათვლით;
- საშარდე გზების ინფექციები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, ინფექციური დიარეის ჩათვლით;
- პერიტონიტი;
- პირის ღრუს ინფექციები;
- სახსრების, რბილი ქსოვილების, კანის და ჭრილობების ინფექციები;
- თვალის ინფექციები;
- პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება ინფექციების პროფილაქტიკისათვის და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში, მაგ. იმუნოდეპრესანტებითა და ციტოსტატური პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი): 250-500 მგ დღეში;
საშარდე გზების მწვავე ინფექციები (დაავადებების სიმძიმის მიხედვით): 250 მგ-500 მგ დღეში.
მწვავე გაურთულებელი გონორეა მამაკაცებში (ურეთრიტი): 250 მგ ერთ მიღებაზე.
ბაქტიფლოქსს იღებენ სითხესთან ერთად. პრეპარატის მიღება უზმოზე აჩქარებს მისი შეწოვის უნარს.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7-დღემდე. სხვა ინფექციებთან ბრძოლას შეიძლება დასჭირდეს 7-დან 14-დღემდე. სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა (5.2%), დიარეა (2.3%), ღებინება (2.0%), ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში (17%), თავის ტივილი (1.2%) აგზნება (1.1%).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი, მწვავე და მდგრადი დიარეის შედეგად განვითარებული ფსევდომემბრანული კოლიტი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი, ვენტრიკულური ექტოპია, ჰიპოტენზია, გონების დაკარგვა;
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, უძილობა, იშვიათად: ჰალუცინაციები, ღამის ”კოშმარები”, ფსიქიური რეაქციები, გაღიზიანებადობა, ტრემორი, ატაქსია, კრუნჩხვები, ლეთარგია, ძილიანობა, საერთო სისუსტე, ანორექსია, ფობია, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, პარესთეზია, მხედველობის დაქვეითება.
კანის რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, წამოხურება, შემცივნება, კანის კანდიდოზი, ჰიპერპიგმენტაცია, კვანძოვანი ერითემა, პეტექიები, ექსფოლიატური დერმატიტი, ვასკულიტი.
სხვა: სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი.

უკუჩვენება: პრეპარატის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
განსაკუთრებული მითითებები: ხანდაზმულ ავადმყოფებში, ეპილეფსიით დაავადებულ და ცნს სხვა დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში სიფრთხილეა საჭირო.
რადგან პრეპარატი აქვეითებს ავტომობილის და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარს, იგი სიფრთხილით ინიშნება ამ პირობებში.
პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები:
ჰემატოლოგიური: 0.1-0.5%, ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ანემია. იშვიათად, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, პროთრომბინის დროის პროლონგირება;
ღვიძლის მხრივ: ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით აღინიშნება ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების დონის დროებითი გაზრდა.
თირკმელების მხრივ: 0.1%: კრეატინინის დონის დროებითი გაზრდა, ჰიპერგლიკემია, იშვიათად, კრისტალურია, ჰემატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ანტაციდებთან კომბინაციით, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ჰიდროჟანგს და ალუმინს, ქვეითდება ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა 90%-ით. ამიტომ მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება 2 სთ-ით ადრე ან 4 სთ-ის შემდეგ ანტაციდების მიღებიდან.
ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის პეროლარული დანიშვნისას, თეოფილინის კლირენსი მცირდება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი რაოდენობის გაზრდა სისხლის პლაზმაში და აქედან გამომდინარე უარყოფითი რეაქციები ცნს-ის მხრივ.
დადგენილია, რომ ქინოლონების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აცეტილსალიცილის მჟავას გარდა) კომბინაციამ, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.
ზოგიერთ ავადმყოფებში ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა დანიშვნამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კრეატინინის დროებითი მომატება. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა სისხლის სურათის სისტემატური (კვირაში 2-ჯერ) კონტროლი.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად