კურდღლის ტუჩი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
კურდღლის ტუჩი - labium leporinum - Заячья губа

ტუჩის ნაპრალი, ე. წ. კურდღლის ტუჩი, ახალშობილთა განვითარების თანდაყოლილი მანკია. უმეტესად მასთან ერთად გვხვდება სასის ნაპრალი - ე. წ. მგლის ხახა. ასეთი მანკით ახალშობილთა 1,5-2% იბადება. ტუჩის ნაპრალი უფრო მეტად ვაჟებს აქვთ, სასისა კი გოგონებს. შერწყმული დაზიანება ასიდან 20-30 შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორებით (ქრომოსომული ტიპით) არის განპირობებული.
კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი დეფექტია. მიზეზი უმეტესად ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში დედის მიერ გადატანილი ინფექციურ-ვირუსული დაავადებაა. შესაძლოა, ინფექცია ისეთი მსუბუქი იყოს, ორსულმა არც კი მიაქციოს ყურადღება, მაგრამ გამოიწვიოს კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა ან ორივე ერთად.
მძიმედ მიმდინარე ორსულობამაც შეიძლება კურდღლის ტუჩის განვითარების პროვოცირება გამოიწვიოს. განვითარების ამ მანკის მიზეზად შესაძლოა იქცეს მავნე ქიმიური გამონაბოლქვი, რადიაციის მომატება, საზოგადოდ, არასასურველი ეკოლოგიური ფონი.
ესთეტიკურ ზადთან ერთად დეფექტი სხვა უხერხულობასაც იწვევს - ბავშვს უჭირს სიცილი, ლაპარაკი, ასევე - წოვა, ამიტომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მით უფრო, რომ დიდია საკვების გადაცდენის და ამით გამოწვეული ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკი, შემდგომში კი სხვა ორგანოების ინფიცირების საშიშროება. პედიატრის საზრუნავი მომდევნო პერიოდში სწორედ ბავშვის ინფიცირებისგან დაცვაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირის ღრუს დეფექტი კომბინირებულია ანუ კურდღლის ტუჩი მგლის ხახასთან არის შერწყმული.
ზოგიერთს ჰგონია, რომ კურდღლის ტუჩითა და მგლის ხახით დაბადებული ბავშვი გონებრივად არასრულფასოვანია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს მცდარი შეხედულებაა, ასეთი ბავშვები გონებრივადაც და ფიზიკურადაც ნორმალურები არიან.

პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა, პირის ღრუს თანდაყოლილი დეფექტი პირველსავე თვეებში (1 წლამდე) გამოსწორდეს. წინათ კურდღლის ტუჩის შემთხვევაში ოპერაცია რამდენჯერმე კეთდებოდა და მკურნალობა 16-17 წლამდე გრძელდებოდა, ახლა კი ერთი ოპერაციაც საკმარისია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, მარტო ტუჩია დაზიანებული თუ ტუჩიც და სასაც, ზედა ყბის ცალი თუ ორივე მხარე.
ოპერაციამდე ბავშვს კოვზით, პიპეტით ან ზონდით აწვდიან გამოწველილ დედის რძეს, თუ დედას რძე არ აქვს - ხელოვნურ საკვებ ნარევს. არ შეიძლება პატარასთვის საწოვარას (მატყუარას) მიცემა.
ოპერაციის შემდეგ ბავშვი საჭიროებს სათანადო მოვლას - ნაკერების დამუშავებას დილა-საღამოს ანტისეპტიკური მალამოთი. პირველ დღეებში უნდა მიეცეს მხოლოდ რბილი საკვები, კვების დროს უნდა ჰქონდეს ნახევრად ვერტიკალური მდგომარეობა.
ნაოპერაციევი დეფექტი კვალს ფაქტობრივად არ ტოვებს, მხოლოდ ტუჩის ზემოთ რჩება ძალიან პატარა ნაწიბური, რომლის გაქრობა მოგვიანებით პლასტიკური ოპერაციით არის შესაძლებელი.

 

 

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად