/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ადაპტოლი - ADAPTOL - АДАПТОЛ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

ფორმა, შეფუთვა: თეთრი ან თითქმის თეთრი მრგვალი, ბრტყელცილინდრული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 500 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ან 2 ცალი 10-ტაბლეტიანი უჯრედულკონტურული შეფუთვა.

მოქმედი ნივთიერება: მებიკარი (Mebicar)

მწარმოებელი: OLAINFARM A.S, ლატვია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტრანკვილიზატორი (ანქსიოლიზური საშუალება)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადაპტოლი ქიმიური სტრუქტურით ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიტების მსგავსია - მისი მოლეკულა შედგება ბიოციკლური სტრუქტურების შემადგენლობაში შემავალი შარდოვანას ორი მეთილირებული ფრაგმენტისგან. მოქმედებს ლიმბურ-რეტიკულურ კომპლექსში შემავალი სტრუქტურების აქტიურობაზე, კერძოდ,  ჰიპოთალამუსის ემოციოგენურ ზონებზე, ასევე ეწევა ოთხივე ძირითადი ნეირომედიატორული სისტემის (გამა-ამინოერბომჟავა, ქოლინერგოტონინური და ადრენერგული) ბალანსირებასა და ინტეგრაციას, მაგრამ არ ახდენს პერიფერიულ ადრენონეგატიურ ეფექტს. ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების (მათ შორის - ფსიქიკურის), ასევე - ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებას. ხსნის ან ასუსტებს მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას. ადაპტოლის დამამშვიდებელ ეფექტს თან არ სდევს მიორელაქსაცია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია სამუშაო დღის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენებისას არ აღინიშნება ეიფორია ან ამაღლებული განწყობა. ადაპტოლს არ გააჩნია საძილე ეფექტი, თუმცა აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას და არეგულირებს დარღვეულ ძილს. აგრეთვე ხსნის ან ამსუბუქებს ნიკოტინით გამოწვეულ აბსტინენციას. პრეპარატს დამამშვიდებელთან ერთად აქვს ნოოტროპული მოქმედებაც. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ მისი აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას,  ზრდის აზროვნების სისწრაფესა და ლოგიკურობას, გონებრივი შრომის უნარს. ამავე დროს იგი არ ასტიმულირებს პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური დარღვევების სიმპტომატიკას (ბოდვა, პათოლოგიური ემოციური აქტივობა).

ფარმაკოკინეტიკა: ადაპტოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (77-80%). პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ მიიღწევა. აქტიური ნივთიერების მაღალი აქტიურობა ნარჩუნდება 3-4 საათს. მიღებული დოზის 40% უკავშირდება ერითროციტებს. დანარჩენი პლაზმაში რჩება თავისუფალი სახით, რის გამოც პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეუფერხებლად ვრცელდება ორგანიზმში და თავისუფლად გადის უჯრედულ მემბრანებს. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ორგანიზმში არ მეტაბოლიზდება და არ გროვდება. მიღებული დოზის 55-70% გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი კი დღე-ღამის განმავლობაში - ფეკალურ მასებთან ერთად უცვლელი სახით.

ჩვენება:

  • ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით;
  • ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანკვილიზატორებისადმი ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სტომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით;
  • სხვადასხვა გენეზის კარდიალგია, რომელიც არ უკავშირდება გულის იშემიურ დაავადებას;
  • ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ადაპტოლის მიღება საჭმლის მიღებას არ უკავშირდება. ინიშნება პერორალურად, 300-500 მგ დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გრამს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 10 გრამს. კურსის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდეა. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების კომპლექსური მკურნალობის დროს ინიშნება 600-900 მგ ადაპტოლი დღეში 3-ჯერ, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევასა და აღკვეთის სინდრომს არ იწვევს. პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე.

გვერდითი მოვლენები: ახასიათებს კარგი ამტანობა. დიდი დოზით მიღებისას მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანის ქავილი) და დისპეფსიური მოვლენები (ამ შემთხვევაში საჭიროა, პრეპარატის მიღება შეწყდეს), არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და სხეულის ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება.

უკუჩვენება:

  • მომატებული მგრძნობელობა მებიკარის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;
  • სათანადო კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ადაპტოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატისადმი მიჩვევა და აღკვეთის სინდრომის განვითარება დადგენილი არ არის. არ აღინიშნება ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს მკურნალი ექიმი, თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტი განუვითარდა.

ზედოზირება: ადაპტოლი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია (კუჭის ამორეცხვა).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: შესაძლებელია ადაპტოლის გამოყენება სხვა ტრანკვილიზატორებთან (მათ შორის - ბენზოდიაზეპინებთან), ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, საძილე და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადა: ადაპტოლი ინახება 15-250C  ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. იგი ვარგისიანია 4 წელი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები