/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
საკეისრო კვეთა არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ნაყოფსა და მომყოლს საშვილოსნოდან ოპერაციული გზით - საშვილოსნოს წინა კედელზე ხელოვნურად გაკეთებული ჭრილობიდან გამოაძევებენ.
ჩვენებები
ნებისმიერი სხვა ოპერაციული ჩარევის მსგავსად, საკეისრო კვეთაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. საკეისრო კვეთის ოპერაცია პათოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალია და არა არჩევის მეთოდი.
განასხვავებენ საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და შედარებით ჩვენებებს.
აბსოლუტური ჩვენება იმას ნიშნავს, რომ მშობიარობა ბუნებრივი გზით შეუძლებელია. ასეთია გართულებები, რომლებიც დედასა და ნაყოფს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის:
საკეისრო კვეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები
საკეისრო კვეთის ყველაზე დიდი ღირსებაა ბავშვის დაბადება სწორედ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით დედას, ბავშვს ან ორივეს ერთად უდიდესი საფრთხე ემუქრება. ასე რომ, როდესაც არსებობს საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენება, მის ნაკლოვანებებზე ლაპარაკი ზედმეტია. გარდა ამისა, საკეისრო კვეთისას საშო არ იჭიმება, არ ჩნდება ჩახევები, არ ედება ნაკერები, არ იჭიმება მყესები და მენჯის ორგანოები, არ ხდება მათი დაწევა, საშვილოსნოს ყელის გახევა, შემდგომ არ ვითარდება ბუასილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება ნაკლოვანებებს: მართალია ოპერაცია ბუნებრივ მშობიარობაზე მოკლე ხანში სრულდება, მაგრამ ნარკოზიდან გამოსვლა, ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა, ინფიცირების მაღალი ალბათობა, ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოძრაობის შეზღუდვა საგრძნობლად ართულებს მელოგინის ცხოვრებას ოპერაციის შემდგომ. ნარკოზის შემდეგ მელოგინის ტვინი ვეღარ იღებს სიგნალს, რომ ბავშვი დაიბადა, რაც ორგანიზმში ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს და საშვილოსნო ისე ინტენსიურად ვეღარ იკუმშება, როგორც ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ.
ოპერაცია და გაუტკივარება
ოპერაციის მსვლელობისას იხსნება მუცლის წინა კედელი, ამის შემდეგ კეთდება განაკვეთი საშვილოსნოზე, ამოჰყავთ ახალშობილი, ჭრიან ჭიპლარს და ბავშვს გადასცემენ ბებიაქალს. ბოლოს საშვილოსნოდან იღებენ პლაცენტას. საშვილოსნო იკერება სპეციალური ძაფით, რომელიც 3-4 თვეში გაიწოვება, ხოლო მუცლის კედლის ჭრილობა შრეობრივად იკერება. ოპერაცია, მდგომარეობის შესაბამისად, გრძელდება 20-40 წუთი.
არსებობს საკეისრო კვეთის დროს მისი გაუტკივარების ორი გზა: ზოგადი (ენდოტრაქეული ნარკოზი) და რეგიონული (ეპიდურალური და სპინალური ანესთეზია).
წამყვანი კლინიკები უპირატესობას ანიჭებენ ეპიდურალურ და სპინალურ ანესთეზიას, როგორც დედისა და ნაყოფისთვის გაუტკივარების ყველაზე სასურველ და დამზოგველ მეთოდს. რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ ნაწილში, მაგრამ პაციენტის ცნობიერება გამოთიშული არ არის. რეგიონული გაუტკივარების მეთოდებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპინალურ და ეპიდურალურ ანესთეზიას. ამ დროს ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალება, რაც იწვევს ინექციის ადგილის ქვევით ტკივილის, შეხებისა და მოძრაობის დროებით გამოთიშვას.
დღეს ეპიდურალური და სპინალური ანესთეზია ფართოდ გამოიყენება გაუტკივარებისთვის როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს. სპინალური გაუტკივარება ეფექტური, მარტივი და იაფია, მაგრამ შედარებით ხანმოკლე, ამიტომ მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ეპიდურალური გაუტკივარება დაინერგა, მას თითქმის აღარავინ იყენებს. ეპიდურალური ანესთეზია ტექნიკურად უფრო რთულია, ვიდრე სპინალური, მაგრამ იმდენად ეფექტურია, რომ შეიძლება, მეანობის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად ჩაითვალოს. მისი ეფექტურობა აღემატება 80%-ს და მშობიარეს თითქმის მთლიანად ათავისუფლებს ტკივილისგან. ეპიდურალური ანესთეზია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ქალმა დაივიწყოს ტკივილით მოგვრილი ტანჯვა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის დაბადებაში.
ენდოტრაქეულ ნარკოზს უპირატესობა ენიჭება მაშინ, როდესაც საკეისრო კვეთა ტარდება ექსტრემალური ჩვენებით (პლაცენტის აცლა, პერინატალური სისხლდენა, ნაყოფის დისტრესი), ასევე - კოაგულოპათიის, სისტემური ინფექციისა და დედის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის შემთხვევაში, პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დროს, როდესაც არსებობს რეგიონული ანესთეზიის უკუჩვენება, დაბოლოს, მაშინ, როდესაც პაციენტი ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს რეგიონულ ანესთეზიაზე. აღსანიშნავია, რომ ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზია საკმაოდ ზედაპირულია, რათა ბავშვზე ანესთეტიკების დამთრგუნველი ზემოქმედება გამოირიცხოს. ისიც უნდა ითქვას, რომ მეანობაში ზოგადი ანესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება კუჭის შიგთავსის ასპირაციაა. სულ რაღაც 30 მლ შიგთავსის ასპირაციამ შესაძლოა ფატალური პნევმონიტი (მენდელსონის სინდრომი) გამოიწვიოს. გარდა ამისა, ორსულებში ხშირად ჭირს ინტუბაცია, განსაკუთრებით - სიმსუქნის შემთხვევაში.
მელოგინის რეჟიმი ოპერაციის შემდგომ პერიოდში
პირველ დღე-ღამეს მელოგინე ატარებს საოპერაციო ბლოკში. 6 საათის შემდეგ მას ნებას აძლევენ წამოჯდეს, 12 საათის შემდეგ კი წამოდგეს და მედდის დახმარებით რამდენიმე ნაბიჯიც გადადგას. მეორე დღეს იგი გადაჰყავთ პალატაში, სადაც მას შეუძლია იმყოფებოდეს თავის ახალშობილთან ერთად. ნაწლავთა ფუნქციის მოსაწესრიგებლად ერთი დღე-ღამის შემდეგ კეთდება გამწმენდი ოყნა. საშვილოსნოს შეკუმშვის დასაჩქარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, ახალშობილის ძუძუთი კვება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. როდესაც ახალშობილი ძუძუს წოვს, საშვილოსნო ინტენსიურად იწყებს შეკუმშვას. ოპერაციის შემდეგ სარძევე ჯირკვლებიდან ხსენი იწყებს დენას, ხოლო ორ დღეში იწყება ლაქტაცია და გამოიყოფა სრულყოფილი რძე.
მელოგინის კვების რეჟიმი
პირველი დღე - უგაზო მინერალური წყალი (შესაძლებელია ლიმონის წვენის დამატება). ჭამა არ შეიძლება.
მეორე დღე - დიეტა ფართოვდება: ნებადართულია ფაფის, უცხიმო ბულიონის, მოხარშული ხორცის, ტკბილი ჩაის მიღება.
მესამე დღე - უკვე შეიძლება სრულფასოვანი კვება.
რაციონიდან გამოირიცხება მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. რა უნდა ახსოვდეს მელოგინეს:
1. დაბადება, დედის საშვილოსნოდან გამოსვლა ბავშვისთვის პირველი დიდი გამოცდაა. სამშობიარო არხში გავლისას იგი "სწავლობს" დაბრკოლებების გადალახვას. როდესაც მშობიარობა ბუნებრივი გზით მიმდინარეობს, ბავშვი აქტიურად მონაწილეობს მასში. სამშობიარო არხში გავლისას მისი ფილტვებიდან გამოიწურება სითხე, რაც დაბადების შემდეგ მისი ნორმალური სუნთქვის საწინდარია. ცოტა ხნის წინ მიაჩნდათ, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი უფრო მშვიდია, რადგან არ გადაუტანია სამშობიარო სტრესი. სინამდვილეში ასეთი პატარები დაბადების შემდეგ მშვიდები კი არა, პასიურები არიან. საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვი ერთხანს კიდევ განიცდის ნარკოზის ზემოქმედებას (მით უმეტეს - ზოგადი ნარკოზით ჩატარებული კვეთის შემთხვევაში), ამიტომ უჭირს აქტიური სუნთქვა, წოვა და ტირილი. გარემოს უფრო ძნელად ეგუება, რადგან ერთი გარემოდან მეორეში ერთბაშად ხვდება, იმ შუალედური ეტაპის გარეშე, რომელსაც დედის სამშობიარო გზები წარმოადგენს. ასეთ ბავშვებს წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო შესაძლოა გაუჩნდეთ სისხლძარღვოვანი პრობლემები, განუვითარდეთ დისბაქტერიოზი, რადგან ნაწლავები სტერილურია და იქ "ცუდი" ბაქტერიები დასახლდნენ. აქედან გამომდინარე, ბავშვისთვის საკეისრო კვეთა ამქვეყნად მოვლინების არცთუ ოპტიმალური გზაა. ეს იძულებითი ოპერაციაა და უნდა ჩატარდეს მხოლოდ ჩვენებით, ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ზემოთ უკვე აღვწერეთ. დღეს ჩვენში ნებადართულია საკეისრო კვეთის ორსულის სურვილით ჩატარება, მაგრამ თუ არ არსებობს საკეირო კვეთის ჩვენება, თუ არც ბავშვის, არც დედის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ოპერაციის გაკეთება მხოლოდ შიშის ან ჭირვეულობის გამო არამც და არამც არ არის რეკომენდებული.
2. თუ მიზეზი, რომლის გამოც საკეისრო კვეთა ჩატარდა, აღარ არსებობს და ორსულობაც გართულების გარეშე მიმდინარეობს, თუ ექოსკანირება ცხადყოფს, რომ ნაწიბური სრულფასოვანია და არც ნაყოფია დიდი, ბუნებრივი მშობიარობა შესაძლებელია, ოღონდ სასურველია, საკეისრო კვეთიდან 2 წელი მაინც გავიდეს. თუ ქალი 2-ჯერ და მეტად არის ნაოპერაციები და უკანასკნელი ოპერაციიდან გასულია 5 წელი, ამ შემთხვევაში ბუნებრივი მშობიარობა სარისკოა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ქალებიც მშობიარობენ ბუნებრივი გზით, თუ ექოსკოპია აჩვენებს, რომ ნაწიბური სრულყოფილია და ნაწიბურის არეში ტკივილები არ აღინიშნება. ოღონდ საჭიროა მშობიარობის დინამიკის მკაცრი კონტროლი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });