/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

პოლიპი ქალის სასქესო ორგანოების

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

ქალის სასქესო ორგანოების პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელსაც ხაოს ან მსხლის ფორმა აქვს და ლორწოვან გარსს ფართო საფუძვლით ან გრძელი ფეხით ეკვრის. ამასთან, რაც უფრო გრძელია ფეხი, მით უფრო იოლია მისი დანახვა.

ქალის სასქესო ორგანოებში შეიძლება განვითარდეს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი პოლიპი. უკანასკნელ შემთხვევას პოლიპოზს უწოდებენ.

პოლიპი შეიძლება იყოს როგორც რბილი (ამ ჯგუფს მიეკუთვნება ლორწოვანი და კისტისებური პოლიპები), ისე მაგარიც (ფიბროზული, სარკომული). მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლიპს ორგანიზმისთვის ზიანი არ მოაქვს, თანამედროვე მედიცინაში ის კიბოსწინარე დაავადებად განიხილება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალის სასქესო ორგანოებში განვითარებული პოლიპი შეიძლება დაწყლულდეს და საშვილოსნოდან სისხლდენის (ზოგჯერ - საკმაოდ ინტენსიურისაც) მიზეზად იქცეს. გაავთვისებიანებისა და სისხლდენის რისკი იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია პოლიპის დროული მოცილება.

ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • საშვილოსნოს ყელისა და სხეულის (ღრუს) პოლიპებს;
  • ენდომეტრიუმის პოლიპებს;
  • ცერვიკალური არხის პოლიპებს (ცერვიკალურ პოლიპებს);
  • პლაცენტურ პოლიპებს.
არსებობს ქალის სასქესო ორგანოების პოლიპების მკურნალობის კონსერვატიული, დამზოგველი ანუ ნაკლებად ინვაზიური (პოლიექტომია - შემოგრეხა და პოლიპის ფეხის საფუძვლის ელექტროდენით მოწვა) და რადიკალური (ორგანოს ნაწილის ან მთელი ორგანოს ამოკვეთა) ოპერაციული მეთოდები.

პოლიპების დროული აღმოჩენა შესაძლებელია ენდოსკოპიური და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების მეშვეობით.

ქალის სასქესო ორგანოთა პოლიპების პრევენცია გულისხმობს რეგულარულ პროფილაქტიკურ კვლევას გინეკოლოგთან, დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე ექიმთან მისვლას და ჰორმონული დარღვევების დროულ კორექციას.

საკუთარ ჯანმრთელობაზე ელემენტარული ზრუნვა - სწორი კვება (განსაკუთრებით უნდა ერიდოთ ცხიმიან საკვებს, დიოქსიდებით დაბინძურებულ პროდუქტებს და ჰორმონებით გამოზრდილი ცხოველის ხორცს), სტრესული სიტუაციების, მავნე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების, ელექტრომაგნიტური გამოსხივების თავიდან აცილება და აბორტზე უარის თქმა - სასქესო ორგანოებში პოლიპების წარმოქმნის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.

ცერვიკალური არხის პოლიპები

ცერვიკალური არხის (ცერვიკალური არხი გადის საშვილოსნოს ყელის შიგნით, მთელ სიგრძეზე, და იხსნება, ერთი მხრივ, საშვილოსნოს ღრუში, ხოლო მეორე მხრივ – საშოში) პოლიპები გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნების რიცხვს ეკუთვნის. იგი საშვილოსნოსა და საშოს შემაერთებელ არხზე ჩნდება.

ცერვიკალური არხის პოლიპი არის სიმსივნური წამონაქმნი, რომელიც ცერვიკალური არხიდან მის სანათურში იზრდება. იგი, სხვა ლოკალიზაციის პოლიპების მსგავსად, შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც (ცერვიკალური არხის პოლიპოზი).

ცერვიკალური არხის პოლიპების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს:

  • ჰორმონულმა დარღვევებმა;
  • ქრონიკულმა ანთებითმა პროცესებმა;
  • მექანიკურმა ტრავმებმა.

სიმპტომები

ცერვიკალური არხის პოლიპების სიმპტომები ხშირად ემთხვევა საშვილოსნოს არეში  განვითარებული სხვა პოლიპების სიმპტომებს. ყველაზე მეტად დამახასიათებელია საშვილოსნოდან სისხლდენა, რომელიც აღმოცენდება პოლიპის დაწყლულების შემთხვევაში და სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის დროს.

პოლიპისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შორის შეიძლება დავასახელოთ უნაყოფობა, რომელსაც, მართალია, თავად პოლიპი არ იწვევს, მაგრამ იგივე მიზეზი განაპირობებს, რაც პოლიპის გაჩენას, ანუ წარმოადგენს არა პოლიპოზის შედეგს, არამედ მის თანმხლებ ნიშანს.

თავისთავად ცერვიკალური არხის პოლიპი, სხვა პოლიპების მსგავსად, ქალის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ არ ჩატარდა მკურნალობა, მაშინ პოლიპი გახდება მენსტრუაციებს შორის მუდმივი სისხლდენის მიზეზი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კერა, დაორსულებისა და ნორმალური მშობიარობის ხელის შემშლელი ფაქტორი. მეტად საგულისხმოა, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს ცერვიკალური არხის პოლიპის გაავთვისებიანება. ამიტომ ცერვიკალური არხის პოლიპის დროული დიაგნოსტირება და მისი დროული მოშორება დაავადებული ქალის სიცოცხლის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მკურნალობა

ცერვიკალური არხის პოლიპი ზოგჯერ თავისთავად ქრება. თუ თვითგანკურნება არ მოხდა, საბოლოო ჯამში მკურნალობა გულისხმობს პოლიპის მოშორებას, რაც ხორციელდება ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის გამოფხეკის გზით. მაგრამ პოლიპის მოცილებამდე აუცილებელია ინფექციებისგან ქალის სრული განკურნება, რათა ინფექცია არ მოხვდეს პოლიპის მოშორების შემდეგ დარჩენილ ჭრილობაში. ოპერაციის შემდეგ პოლიპის ადგილს (სადგარს, საფუძველს) თხევადი აზოტით წვავენ (კრიოქირურგია) და ამით უფრო მეტად იცავენ ქალს გართულებებისგან. ზოგ შემთხვევაში ცერვიკალური არხის (ისევე, როგორც სხვა ლოკალიზაციის) პოლიპების სამკურნალოდ იყენებენ ქრისტესისხლას ნაყენს (როგორც გამოსარეცხ საშუალებას). მაგრამ მკურნალობის მეთოდი აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს და არა პაციენტმა თვითნებურად.

პროფილაქტიკა

ცერვიკალური არხის პოლიპოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ინტიმური ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, გინეკოლოგთან რეგულარულ (6 თვეში ერთხელ) პროფილაქტიკურ გამოკვლევას, ასევე - ექიმთან ვიზიტს სასქესო ორგანოებიდან არამენსტრუალური სისხლდენის პირველსავე შემთხვევაში. არ შეიძლება ლოდინი ან თვითმკურნალობა, რადგან ეს ქალს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

საშვილოსნოს პოლიპები

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის (ღრუს) პოლიპი წარმოადგენს ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ქსოვილის ან ენდოცერვიქსის (საშვილოსნოს შიდა გარსის) პათოლოგიურ წანაზარდს, რომელიც ვითარდება სასქესო ორგანოებში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების ფონზე.

სულ ცოტა ხნის წინ საშვილოსნოს ყელის პოლიპები ზრდასრული ნამშობიარევი ქალების პრობლემად მიიჩნეოდა და მათ გაჩენას სწორედ გადატანილ მშობიარობას უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო ხანს საშვილოსნოს პოლიპებზე წარმოდგენა შეიცვალა - საშვილოსნოს სხეულისა და ყელის პოლიპები აღმოუჩინეს გარდატეხის ასაკის გოგონებსაც და მენოპაუზის ასაკის ქალებსაც.

საშვილოსნოს პოლიპების ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • ჰორმონული დარღვევები;
  • ეროზიული პროცესები;
  • გადატანილი ინფექციის შემდგომი ანთებითი პროცესები.
საშვილოსნოს ყელის პოლიპები ყველაზე ხშირად საშვილოსნოს შუა და ზედა ნაწილში აღმოცენდება.

სიმპტომები

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპების ძირითადი გამოვლინებაა ჭარბი სისხლდენა საშოდან მენსტრუაციის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

გარდა ამისა, მოსალოდნელია მსუბუქი დისკომფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, სისხლიანი გამონადენი აქტის შემდეგ.

საბოლოო დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ გამოკვლევის საფუძველზე.

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის ჯირკვლოვანი და ჯირკვლოვან-კისტოზური პოლიპები კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია და ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის,  მაგრამ ატიპური პოლიპების მოშორებას ექიმები აუცილებლად მიიჩნევენ.

მკურნალობა

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპების მკურნალობა, როგორც წესი, ოპერაციულია. მსხვილი (1-3 სმ ზომის) პოლიპების მოცილება ხდება შემოგრეხით, რის შემდეგაც ხდება პოლიპის ფეხის საფუძვლის ელექტროდენით მოწვა. აუცილებლობის შემთხვევაში პოლიექტომია ხორციელდება ჰისტეროსკოპიის (ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის არხის ვიზუალიზაცია) კონტროლის თანხლებით.

პლაცენტური პოლიპი

პლაცენტური პოლიპი გართულებაა, რომელიც ხელოვნური აბორტის ან მუცლის თვითნებური მოშლის, შეწყვეტილი ორსულობის ან მშობიარობის შემდეგ ვითარდება. პლაცენტური პოლიპი,  როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ვითარდება მაშინ, როცა არ ხდება პლაცენტის (მომყოლის) სრული გამოძევება. ამ შემთხვევაში საშვილოსნოს კედელზე მჭიდროდ მიმაგრებული პლაცენტის დარჩენილი ფრაგმენტის გარშემო ჩნდება სისხლის კოლტები და წარმოიქმნება პლაცენტური პოლიპი, რომლის ქერქი პლაცენტის ქსოვილისგან შედგება.

სიმპტომები

პლაცენტური პოლიპის ძირითადი სიმპტომია სასქესო ორგანოებიდან ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენი. ზოგჯერ ქალი ამგვარ სისხლდენას მშობიარობის ან მუცლის მოშლის შემდგომ სისხლდენად მიიჩნევს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ პლაცენტური პოლიპის დროს სისხლდენა უფრო ხანგრძლივია. ასეთ დროს აუცილებელია გინეკოლოგთან მისვლა.

არანამკურნალები პლაცენტური პოლიპი შეიძლება ქრონიკული ინფექციის, ანთების და საკვერცხეების ფუნქციის მოშლის მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, ეს მდგომარეობა ხელს შეუშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას ანუ გამოიწვევს უშვილობას. მკურნალობა ოპერაციულია.

პროფილაქტიკა

პლაცენტური პოლიპის პროფილაქტიკური ღონისძიებაა ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე და ორსულობის ნორმალური წარმართვა. თუ აბორტი აუცილებელია, იგი უნდა გაკეთდეს სპეციალიზებულ გინეკოლოგიურ კლინიკაში მაღალკვალიფიციური მეან-გინეკოლოგის მიერ. მუცლის მოშლის ან მკვდარი ბავშვის შობის შემდეგ აუცილებელია ქალის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა. მშობიარობას უნდა გაუძღვეს მაღალკვალიფიციური მეანი, რომელიც მშობიარობის შემდეგ პლაცენტის მთლიანობას გულდასმით შეამოწმებს.

ენდომეტრიუმის პოლიპები

ენდომეტრიუმის პოლიპები საკმაოდ გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიაა, რომელიც გვხვდება ქალებში რეპროდუქციულ და პერიმენსტრუალურ პერიოდში. მას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიურ პროცესებს მიაკუთვნებენ, მაგრამ, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისგან განსხვავებით, პოლიპის აღმოცენება არ უკავშირდება ჰიპერესტროგენიას. პოლიპების განვითარების მექანიზმი გულისხმობს ენდომეტრიუმის ბაზალური შრის უჯრედების ზრდას (პროლიფერაციას). პოლიპის ფორმირების ადგილას მის შიგნით იწყებს შეჭრას კუნთოვანი და ფიბროზული ელემენტები და ყალიბდება პოლიპი.

პოლიპს აქვს ფეხი და სხეული. მისი ზედაპირი შედგება ეპითელური უჯრედებისგან, რომლებიც სტრუქტურულად საშვილონოს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმს წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, ციკლის სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ცვლილებას განიცდის.

განასხვავებენ:

  • ჯირკვლოვან პოლიპს,  რომელსაც ზოგჯერ ჯირკვლოვან-კისტოზურსაც უწოდებენ;
  • ჯირკვლოვან-ფიბროზულ პოლიპს;
  • ფიბროზულ პოლიპს.
პოლიპების გაჩენა საშვილოსნოს ღრუში არსებულ ანთებით პროცესებს უკავშირდება. გარდა ამისა, თუ ორსულობის შეწყვეტის (სანაყოფე კვერცხის არასრულად მოშორების შემთხვევაში) ან მშობიარობის შემდეგ პლაცენტის ქსოვილის მცირე ნაწილი საშვილოსნოს ღრუში დარჩა, ის განიცდის ორგანიზაციას (ნელდება გარემომცველი ენდომეტრიუმის რეგენერაცია და ნარჩენი პლაცენტური ქსოვილის გარშემო წარმოიქმნება სისხლისა და ფიბრინის კოლტები, რომელთაც დროთა განმავლობაში ჩაანაცვლებს შემაერთებელი ქსოვილი), ხოლო შემდგომში ამ ადგილას ფორმირდება პლაცენტური პოლიპი (იხ. პლაცენტური პოლიპი).

სიმპტომები

ენდომეტრიუმის პოლიპის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია პოლიპის ხასიათზე, ზომასა და ქალის ასაკზე.

პატარა პოლიპი უსიმპტომოა და ხშირად შემთხვევით დიაგნოსტირდება, დიდი ზომისა კი შეიძლება რეპროდუქციული ასაკის ქალებში უშვილობის მიზეზად იქცეს. უშვილობის უშუალო მიზეზია საშვილოსნოს კედელზე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრების შეუძლებლობა.

ყველაზე ხშირად გვხვდება ჯირკვლოვან-კისტოზური და ჯირკვლოვანი პოლიპები. შესაძლებელია პოლიპის განვითარება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ფონზე. ამ შემთხვევაში კლინიკური სურათი ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის კლინიკური სურათის მსგავსი იქნება.

ფიბროზული პოლიპი გვხვდება პერიმენსტრუალურ პერიოდში. ამ დროს თავს იჩენს მწირი სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუაციას.

ტკივილი დიდი ზომის (2 სმ) პოლიპების შემთხვევაში იჩენს თავს და სპაზმური ხასიათისაა.

დიაგნოსტიკა

ენდომეტრიუმის პოლიპის დიაგნოსტირების მიზნით ტარდება ულტრაბგერითი სკანირება და ჰისტეროსკოპია.

მკურნალობა

ენდომეტრიუმის პოლიპის მკურნალობა გულისხმობს პოლიპის მოშორებას ჰისტეროსკოპიით მეთვალყურეობის ქვეშ, საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკასა და მიღებული მასალის ჰისტოლოგიურ გამოკვლევას. ენდომეტრიუმის პოლიპის კიბოდ გადაგვარების საშიშროების არსებობისას წინარემენოპაუზური ასაკის ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ ენდოკრინული ცვლილებები, მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს საშვილოსნოს მოშორება, საკვერცხეების ზედმიწევნითი რევიზია (დათვალიერება) და საჭიროების შემთხვევაში - დანამატების ამოკვეთაც. ენდომეტრიუმის პოლიპის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით ტარდება პროფილაქტიკური ჰორმონოთერაპია, ხოლო თხევადი აზოტი, რომლითაც ხდება პოლიპის საფუძვლის მოწვა, ენდომეტრიტის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი საშუალებაა.

პროფილაქტიკა

ენდომეტრიუმის პოლიპის პროფილაქტიკა გულისხმობს მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრას:

  • გარემო პირობების მავნე ზემოქმედების შესუსტებას;
  • დიოქსიდებით დაბინძურებული პროდუქტების, ჰორმონებით გამოზრდილი ცხოველის ხორცის მენიუდან ამოღებას;
  • ელექტრომაგნიტური გამოსხივებისთვის თავის არიდებას.
ენდომეტრიუმის პოლიპის განვითარებას ხელს უწყობს სიმსუქნე. აქედან გამომდინარე, საჭიროა ჭარბ წონასთან ბრძოლაც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები