/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
არაჯანსაღი ღრძილები დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანს, ჯერ ერთი, უძნელდება ღეჭვა და შესაძლოა, კბილები დაკარგოს კიდეც, მეორე - პირიდან უსიამოვნო სუნის გამო ხალხი გაურბის მასთან ურთიერთობას, და მესამე - არაჯანსაღი პირის ღრუ იწვევს ორგანიზმის ზოგად ინტოქსიკაციას და ვნებს თითქმის ყველა ორგანოს, ამიტომ ღრძილების დაავადების შემთხვევაში უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს. ასე თავიდან აიცილებთ გართულებებს და ხარჯიც ნაკლები გექნებათ.
პაროდონტის დაავადება - კბილის მიმდებარე ქსოვილების ანთებითი დაავადება - უძველესი დროიდან არის ცნობილი. მისი ერთ-ერთი ძველი სახელწოდებაა ალვეოლური პიორეა, რაც ღრძილებიდან ჩირქდენას ნიშნავს. 1836 წელს ვესკიმ შემოიღო ტერმინები: პაროდონტიტი, პაროდონტოზი, პაროდონტემა.
პაროდონტის დაავადებათა კლინიკა მრავალფეროვანია. ცალკეულ ფორმებს აქვთ სპეციფიკური სიმპტომები, რომელთა ცოდნა აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ არასპეციალისტს ეს არ მოეთხოვება. ზოგადი ნიშნებია:
პაროდონტიტი
პაროდონტიტი პაროდონტის ანთებით დაავადებად განიხილება. პაროდონტს შეადგენს ღრძილი, კბილი (ფესვი), პერიოდონტი, კბილბუდე, სისხლძარღვები და ნერვული ბოჭკოები. მათ აერთიანებს მსგავსი მორფოგენეზი და ფუნქციური ურთიერთდამოკიდებულება. ნორმის პირობებში ყველა ეს ქსოვილი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და აქტიურად მონაწილეობს ღეჭვის პროცესში. რომელიმე მათგანის დაზიანება გავლენას ახდენს სხვა კომპონენტების ნორმალურ ფუნქციობაზე.
პაროდონტიტის დროს პათოლოგიური პროცესი ძირითადად ღრძილოვანი კიდიდან იწყება და ღრმად ვრცელდება ქსოვილში. მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ხოლო გავრცელების მიხედვით - ლოკალური და გენერალიზებული.
პაროდონტის ქსოვილების ფუნქციობაზე მოქმედებს გარეგანი (ეგზოგენური) და შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები.
ეგზოგენურ ფაქტორებს, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნება ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, რომელთაგან აღსანიშნავია:
სიმპტომები და მიმდინარეობა
მწვავე პაროდონტიტი შედარებით იშვიათი დაავადებაა, ლოკალურია და ძირითადად გამოწვეულია ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორებით: მექანიკური ზემოქმედებით, ბჟენით, ხელოვნური გვირგვინით, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით. ავადმყოფი უჩივის ტკივილს ერთი ან ორი-სამი კბილის არეში, ღრძილები შეშუპებულია, შეწითლებული და სისხლმდინარი. გამოკვლევა ავლენს პაროდონტულ პათოლოგიურ ჯიბეს. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს აბსცესი. კბილის პერკუსია (დაკაკუნება) მტკივნეულია. რენტგენოლოგიურად დასტურდება ძვლოვანი ქსოვილის განლევა, ძვლოვანი ჯიბეების ჩამოყალიბება.
მწვავე პაროდონტიტის მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია (თუ კბილი ამოსაღები არ არის). საჭიროა გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, ჩვენებისამებრ - მორყეული კბილის დროებითი ფიქსაცია.
ქრონიკული პაროდონტიტი ზრდასრულ მოსახლეობაში გავრცელებული დაავადებაა. მისი კლინიკური მიმდინარეობა განისაზღვრება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობით, დაავადების კლინიკურ ფორმით. ავადმყოფი უჩივის: ტკივილს, ღრძილებიდან სისხლდენას, ჩირქოვან გამონადენს, კბილების მორყევას. შეინიშნება ტრავმული ოკლოზია (თანკბილვა). რენტგენოლოგიური გამოკვლევა ადასტურებს ძვლოვანი ქსოვილის განლევას. ხშირად შეინიშნება გამწვავება და ზოგჯერ აბსცესიც კი ყალიბდება. ძვლოვან ქსოვილში გამოხატულია ოსტეოპოროზი, მოშლილია ღეჭვის ფუნქცია. პათოლოგიური პროცესის პროგრესული მიმდინარეობა ასუსტებს კბილების საყრდენ აპარატს და იწყება კბილების ცვენა.
მკურნალობა
პაროდონტიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც ზოგად, ისე ადგილობრივ ღონისძიებებს. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად, დაავადების სტადიიდან გამომდინარე, გართულების ხასიათისა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩევა. პაროდონტიტის ადგილობრივი მკურნალობა ითვალისწინებს სიმპტომური გინგივიტის მკურნალობას, პაროდონტული ჯიბეების გაჩენის აღკვეთას, ალვეოლური მორჩის ანთების ლიკვიდაციას. პაროდონტის ქსოვილებში სისხლის ნორმალური მიკროცირკულაციის აღსადგენად ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, რაშიც მთავარი როლი მედიკამენტურ თერაპიას მიეკუთვნება. იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ, ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ და რეგენერაციის მასტიმულირებელ პრეპარატებს როგორც მისაღებად, ისე პირის ღრუს აბაზანებისა და აპლიკაციებისთვის. ადგილობრივი მკურნალობისას ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურებიც, ინიშნება ვიტამინები, უმთავრესად - C და B ჯგუფისა, ბიოგენური სტიმულატორები. რადიკალური მეთოდია ქირურგიული მკურნალობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პათოლოგიური კბილღრძილოვანი ჯიბის მოცილება და უიმედო კბილების ექსტრაქცია ალვეოლური მორჩის ძვლის შესანარჩუნებლად, რომელიც სამომავლოდ შესაძლო დენტალური იმპლანტაციისთვის არის საჭირო.
პაროდონტიტის მკურნალობის პარალელურად საჭიროა დაკარგული კბილების აღდგენაც, მაგრამ ტრადიციული მეტალოკერამიკული პროთეზების გამოყენება მათი სიმძიმის გამო ამ დროს დაუშვებელია. გარდა ამისა, მათი ჩასმა კბილების წინასწარ მომზადებას ითვალისწინებს, რაც ისედაც მორყეული და დაზიანებული კბილისთვის დამატებითი ტრავმაა.
პაროდონტოზი
პაროდონტოზი პაროდონტის ქსოვილების ქრონიკული დისტროფიულ-დეგენერაციული პროცესია.
პაროდონტოზის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ვიცით, რომ განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა. არცთუ იშვიათად ვითარდება სხვა დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული დაავადებების, მათ შორის - ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის) ფონზე.
მიმდინარეობა და სიმპტომები
პაროდონტოზის დროს ანთებითი მოვლენები თავს არ იჩენს და არც ტკივილია დამახასიათებელი. ღრძილში გამოხატულია ატროფიული პროცესები, რის გამოც კბილთაშორისი სივრცეები შიშვლდება, პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბეები არ არის, არც ჩირქდენა აღინიშნება. ყელის გაშიშვლების გამო იმატებს კბილების მგრძნობელობა, კბილებზე ყალიბდება სოლისებური დეფექტები. ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის გამო იწყება კბილის მორყევა. რენტგენოგრამა ადასტურებს ალვეოლური მორჩის ოსტეოპოროზს, ძვლოვანი ქსოვილის განლევას. კლინიკური ნიშნები ისეთივეა, როგორიც პაროდონტიტის დროს. კბილები ირყევა და ცვივა.
პაროდონტოზის დროს, პაროდონტიტისგან განსხვავებით, პათოლოგიური პროცესი იწყება შიგნიდან, ძვლოვანი ქსოვილიდან, და პირის ღრუს ლორწოვანი გარსისკენ (ღრძილებისკენ) ვრცელდება.
პაროდონტოზების ჯგუფს განეკუთვნება პარადონტოლიზი და პაროდონტომა.
პაროდონტოლიზი
პაროდონტოლიზი დამახასიათებელია იდიოპათიური დაავადებებისთვის (ოსლერის სინდრომი, იცენკო-კუშინგის დაავადება, ჰენდ-კრისჩენ-შიულერის დაავადება და სხვა). ამ დროს მიმდინარეობს პაროდონტის ქსოვილების პროგრესირებადი დაშლა (ლიზისი).
იდიოპათიური დაავადებები მიეკუთვნება გენეტიკურად განპირობებულ დაავადებათა რიცხვს. მიმდინარეობს დაჩქარებულად. უმთავრესად ახასიათებს გამოკვეთილი პათოლოგიური პროცესი, პაროდონტის ყველა ქსოვილის შეუჩერებელი დაშლა, რასაც 2-3 წელიწადში კბილების დაცვენამდე მივყავართ; ძვალღრძილოვანი პათოლოგიური ჯიბეების წარმოქმნა კბილების მდებარეობის შეცვლით (სხვადასხვა მიმართულებით გადახრით). რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს სწრაფად მიმდინარე რეზორბციულ (განლევად) პროცესს, ძვლოვანი ქსოვილის სწრაფი დაშლის გამო ყალიბდება ღრუები, ღრმულები. ქსოვილთა დაშლა მიმდინარეობს ფერმენტული აქტივობის ფონზე, რამაც შეიძლება წვრილი სისხლძარღვების დაზიანება გამოიწვიოს. ბავშვობის ასაკში ამას სარძევე კბილების დაკარგვამდე მივყავართ, შემდგომ კი მუდმივიც ცვივა.
პაროდონტომა
პაროდონტომა განიხილება როგორც სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი პაროდონტის ქსოვილებზე. ახასიათებს კეთილთვისებიანი მიმდინარეობა, გაავთვისებიანებისკენ მიდრეკილი არ არის.
მკურნალობა. პაროდონტოზის მკურნალობაც კომპლექსურია და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით ტარდება. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღება. ექიმის ამოცანაა პროცესის შეჩერება, კბილების შენარჩუნება და საღეჭი აპარატის ფუნქციური მდგომარეობის ნორმალიზება. ამისთვის გამოიყენება მედიკამენტები, ვიტამინოთერაპია, ჰორმონული თერაპია. მიმართავენ მეთოდებს, რომლებიც ადგილობრივ სისხლმიმოქცევას აუმჯობესებს: მასაჟსა და ფიზიოთერაპიას. იყენებენ ასევე დარსონვალიზაციასა და ლაზერულ თერაპიას. აუცილებელია კბილებიდან ქვების მოცილება, პირის ღრუს პროფესიული სანაცია, რადგან მიკროორგანიზმები მკურნალობის პროცესს ძლიერ აფერხებს. ტარდება ორთოპედიული ღონისძიებები, კბილების პროთეზირება. პაროდონტოზის მკურნალობის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ძირითადი ან თანმხლები დაავადების მკურნალობაც.
პაროდონტოზის დროული მკურნალობა კბილების შენარჩუნების საშუალებას იძლევა, დროულად დაწყებული კვალიფიციური მკურნალობისას პათოლოგიური პროცესის პროგრესირება რამდენიმე წლით ჩერდება, თუმცა აუცილებელია პროფილაქტიკა, რაც ითვალისწინებს წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტს. უყურადღებობის შემთხვევაში კი კბილების ნაადრევი დაკარგვის ალბათობა დიდია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });