/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
პანკრეატიტი კუჭქვეშა (პანკრეასის) ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა. განასხვავებენ მის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე პანკრეატიტი
მწვავე პანკრეატიტის მიზეზი შეიძლება იყოს:
კუჭქვეშა ჯირკვალი ერთდროულად ორი: საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული - სისტემის ნაწილია. როგორც გარეგანი სეკრეციის ჯირკვალი, იგი ამარაგებს თორმეტგოჯა ნაწლავს პანკრეასის წვენით, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. როგორც შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, გამოიმუშავებს სპეციალურ ნივთიერებებს - ჰორმონებს, რომლებიც უშუალოდ სისხლში ხვდება. ყველასათვის ცნობილი ჰორმონი ინსულინი სწორედ ამ ჯირკვლის ენდოკრინულ უბანში გამომუშავდება, ამიტომ პანკრეასის დაავადებამ შესაძლოა შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე მიგვიყვანოს.
დაზიანების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ შეშუპებით,Nცხიმოვან და ჰემორაგიულ პანკრეატიტს, პათოლოგიური პროცესის კუჭქვეშა ჯირკვალში გავრცელების მხრივ - ლოკალურს, სუბტოტალურსა და ტოტალურს, მიმდინარეობის მხრივ კი აბორტალურსა და პროგრესირებადს.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მწვავე პანკრეატიტი იწყება მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა წელისა და ზურგის მიდამოს (სარტყლისებური ტკივილი). ტკივილის შეტევა უმეტესად ღამით აღმოცენდება, ცხიმიანი საკვების და/ან ალკოჰოლის მიღების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, მწვავე მუცლისგან განსხვავებით, ჩახველება და ღრმა ჩასუნთქვა ტკივილს არ აძლიერებს, ხოლო სუნთქვაში მუცელიც მონაწილეობს. ავადმყოფს ეწყება გულისრევა და ღებინება, რომელსაც, კუჭის დაავადებებისგან განსხვავებით, შვება არ მოაქვს.
მწვავე პანკრეატიტს ახასიათებს ხანგრძლივი, შემაწუხებელი სლოკინი, რაც დიაფრაგმის ნერვის გაღიზიანების შედეგია. შეინიშნება მუცლის მკვეთრი შებერილობა, მსხვილი ნაწლავებიდან აირების გამოყოფა შეჩერებული ან მკვეთრად შემცირებულია. შეტევის დასაწყისში ავადმყოფი საწოლში წრიალებს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი იძულებით უძრავ მდგომარეობას იღებს: ფეხებმოხრილი წევს მარჯვენა გვერდზე, ანდა ზის და წინ არის წახრილი. გაფითრებულია, შუბლზე ცივი ოფლი ასხამს, მუცლის მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე უჩნდება მოლურჯო, ზოგჯერ მოიისფრო ლაქები; ჭიპის არეში კანი წითელ ფერს იღებს. თუ ტკივილი გაძლიერდა, შესაძლოა განვითარდეს შოკი, რაც მეტად საშიში გართულებაა (ტოქსიკური შოკის შემთხვევათა 50% სიკვდილით სრულდება). გარდა ამისა, ტემპერატურა მაღალია (390ჩ-ამდე), შარდის გამოყოფა - შემცირებული ან შეწყვეტილი.
მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, ავადმყოფს მუცელი რბილი აქვს, ხელის დადებისას ზოგიერთი წერტილი ძალზე მტკივნეულია.
მწვავე პანკრეატიტის დროს ხშირია ჰიპოკალციემია, რის გამოც ზოგჯერ კრუნჩხვა ვითარდება. მოსალოდნელია ტაქიკარდია, წნევის დაცემა, პლევრისა (პლევრიტი) და მუცლის ღრუში (ასციტი) სითხის დაგროვება, სუნთქვის უკმარისობის განვითარება, ფილტვის ინფარქტი.
მწვავე პანკრეატიტს შეიძლება მოჰყვეს როგორც ლოკალური, ასევე სისტემური გართულება. ლოკალური გართულებებიდან აღსანიშნავია პანკრეასის ნეკროზი, აბსცესი, ფლეგმონა, ცრუ კისტები (ფსევდოკისტები). სისტემური გართულებებია ჰიპოტენზია, შოკი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, პლევრიტი, გასტრიტი, ასციტი, ნაწლავთა გაუვალობა, ოლიგურია, თირკმელების უკმარისობა, ანემია, ჰიპოკალციემია, ჰიპერგლიკემია, ენცეფალოპათია, ფსიქოზი.
დიაგნოსტიკა. მწვავე პანკრეატიტის დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკური სურათის შეფასებას, სისხლისა და შარდის ლაბორატორიულ გამოკვლევას, ასევე - ლაპაროსკოპული, ექოსკოპიური, კომპიუტერული ან ბირთვულ-მაგნიტური ტომოგრაფიული გამოკვლევის მონაცემებს. სისხლის ანალიზში შეინიშნება ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება, ამილაზის დონის მომატება, გლუკოზის დონის ცვლილება (მომატება ან დაკლება). ექოსკოპიური გამოკვლევა ავლენს კუჭქვეშა ჯირკვლის გადიდებას (ანთების, კისტების, აბსცესის ხარჯზე).
მწვავე პანკრეატიტის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების გამოხატულება უმთავრესად მის კლინიკურ ფორმაზეა (შეშუპებითი, ჰემორაგიული, ტოტალური და სხვა) დამოკიდებული. დაავადების იდენტიფიკაციის მიზნით უნდა გამოირიცხოს მწვავე ქირურგიული დაავადებები (მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, ჯორჯლის სისხლძარღვის თრომბოზი და სხვა). ზოგჯერ საჭირო ხდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გამორიცხვაც.
მკურნალობა. მწვავე პანკრეატიტის დროს მკურნალობის მიზანია კუჭქვეშა ჯირკვალში განვითარებული ანთებითი და ნეკროზული პროცესების შემოსაზღვრა, ტკივილის მოხსნა და ინტოქსიკაციის ჩაქრობა.
აუცილებელია, ავადმყოფი დაავადების პირველსავე საათებში მოთავსდეს სტაციონარში, რადგან სწრაფად დაწყებულ მკურნალობას შეუძლია, ანთებითი პროცესი საწყის სტადიაზე შეაჩეროს.
შეტევის დაწყებიდან 3-4 დღის განმავლობაში ავადმყოფს ენიშნება მკაცრი წოლითი რეჟიმი, სრული შიმშილი, მუცელზე ყინულის ბუშტის დადება, წვრილი ზონდით კუჭის ამორეცხვა, ანტაციდური (ტუტე) პრეპარატები სეკრეციის ბლოკირების მიზნით. აუცილებელია ტკივილის მოხსნა, რისთვისაც კეთდება სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ინექცია ან წვეთოვანი გადასხმა (მორფინის გამოყენება ამ დროს სახიფათოა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ოდის სფინქტერის - მდებარეობს პანკრეასსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის - სპაზმი). ზოგჯერ მიმართავენ ნოვოკაინით ბლოკადას. ინფექციური გართულებების თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდები), ორგანიზმის დეზინტოქსიკაციისთვის - ჰემოდეზის, მანიტოლის და სხვა ამგვარი პრეპარატების ინტრავენური გადასხმა, შეშუპების მოსახსნელად - ლაზიქსი. შოკის შემთხვევაში აუცილებელია სითხის ადეკვატური შევსება. ზოგჯერ ავადმყოფს დღე-ღამეში 6-8 ლ სითხესაც კი უსხამენ. პარალელურად აუცილებელია შარდის გამოყოფის, ვენური წნევის მონიტორინგი. თუ ავადმყოფს ჰიპოკალციემიის ფონზე კრუნჩხვა განუვითარდა, ინტრავენურად ენიშნება კლაციუმის გლუკონატი, 10%-იანი კალციუმის ქლორიდი. ფერმენტული ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიფერმენტული პრეპარატები.
თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში მიმართავენ ჰემოდიალიზს, სუნთქვის უკმარისობისას - მექანიკურ ვენტილაციას.
მწვავე პანკრეატიტის მძიმე ფორმების შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.
ქრონიკული
პანკრეატიტი
ქრონიკული პანკრეატიტი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა ახასიათებს. გამწვავება უკავშირდება ჯირკვლის ფერმენტთა თვითგააქტიურებას, რომელსაც თან სდევს აუტოლიზი - საკუთარი ქსოვილის მონელება. ხშირი რეციდივის შემთხვევაში თანდათან ვითარდება პანკრეასის ქსოვილთა ფიბროზი - ჯირკვლის ქსოვილს შემაერთებელი ქსოვილი ჩაენაცვლება.
ქრონიკული პანკრეატიტის მიზეზები მეტად მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის:
სიმპტომები
ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკურ სურათს 3 ძირითადი სინდრომი ახასიათებს:
ტკივილი უმთავრესად მარცხენა გვერდში იგრძნობა. შესაძლოა, ჰქონდეს სარტყლისებური ხასიათი. ხშირად ტკივილის შეტევა აღმოცენდება ალკოჰოლის ჭარბი გამოყენების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ალკოჰოლი დაბალი ხარისხისაა და დიდი ოდენობით შეიცავს ტოქსიკურ მინარევებს. თუმცა ასეთი შეტევების პროვოცირება შეუძლია ცხიმიანი და ცხარე საკვების ჭარბ მოხმარებასაც.
აღსანიშნავია, რომ ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავებას უფრო სუსტი ტკივილი ახასიათებს, ვიდრე მწვავე პანკრეატიტის შეტევას, თუმცა ეს შეტევები პერიოდულად შესაძლოა გამეორდეს ალკოჰოლიანი სასმლის, ცხიმიანი, ცხარე საკვების ჭარბი მიღების ფონზე.
ტკივილი უმეტესად ჭამის შემდეგ აღმოცენდება, შიმშილის შედეგად კი ცხრება, ამიტომ ბევრი ავადმყოფი ცოტას ჭამს და ხდება.
ტკივილს აქვს განსაზღვრული რიტმი: დაავადებულს ტკივილი სადილობამდე ნაკლებად აწუხებს, სადილის შემდეგ შესამჩნევი ხდება, ხოლო საღამოსთვის ტკივილის ინტენსივობა მატებას იწებს.
ტკივილი შეიძლება იყოს მოჭერითი, მწველი, მბურღავი, განსაკუთრებით მკვეთრია წოლისას, იკლებს ჯდომისას და წინ გადახრისას.
ქრონიკული პანკრეატიტის დროს ტკივილს სხვადასხვაგვარი ხასიათი აქვს. ის შეიძლება უკავშირდებოდეს პანკრეასის წვენის გადინების მოშლას, კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის გაძლიერებას, ორგანოს იშემიას, გარემომცველი უჯრედების ანთებას, ნერვული დაბოლოებების ცვლილებას, მეზობელ ორგანოებზე (ნაღვლის სადინარებზე, კუჭზე, თორმეტგოჯა ნაწლავზე) ზეწოლას. ტკივილის მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების გამო აუცილებელია პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა და გართულებების გამოვლენა.
გართულებათა არარსებობის შემთხვევაში ავადმყოფს უნიშნავენ პანკრეასის ფერმენტების (მეზიმ-ფორტე, პანკრეატინი და სხვა) დიდ დოზას.
კუჭუკანა ჯირკვლის გარესეკრეციული უკმარისობის სინდრომი
ინკრეტორული (შინაგანი სეკრეციის) უკმარისობა
თავს იჩენს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი.
ქრონიკული პანკრეატიტის მიმდინარეობას რამდენიმე ეტაპად ყოფენ.
დაავადების საწყისი ეტაპი გრძელდება საშუალოდ 1-5 წელი (ზოგჯერ - 10 წლამდე). ამ პერიოდში უმეტესად თავს იჩენს სხვადასხვა ინტენსივობისა და ლოკალიზაციის ტკივილი:
დაავადების სურათი სრულფასოვნად შედარებით გვიან ყალიბდება და გრძელდება დაახლოებით 5-10 წელი. ძირითადი სიმპტომებია ტკივილი, გარესეკრეტორული უკმარისობა, ინკრეტორული უკმარისობის ელემენტები (სისხლში შაქრის დონის მატება ან შემცირება). ყველაზე მკვეთრია გარესეკრეტორული უკმარისობის ნიშნები.
პათოლოგიური პროცესის ჩაცხრობა ან გართულება დაავადების დაწყებიდან 7-15 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. შემთხვევათა 2/3-ში შეინიშნება პათოლოგიური პროცესის ჩაცხრობა ავადმყოფის ქრონიკულ პანკრეატიტთან ადაპტაციის გამო (ალკოჰოლური აბსტინენცია, ბილიარული სისტემის სანაცია, დიეტის დაცვა), შეთხვევათა მესამედში კი ვითარდება გართულება. მკურნალობის გავლენით იცვლება ტკივილის ინტენსივობა ან მისი ირადიაცია და დინამიკა.
ქრონიკული პანკრეატიტის გართულებებია:
ლაბორატორიული გამოკვლევები. სისხლში ამილაზისა და ლიპაზის აქტიურობა მხოლოდ გამწვავების პერიოდში იმატებს. შრატის ტუტე ფოსფატაზის აქტიურობა და ბილირუბინის დონე იმატებს, როცა ნაღვლის საერთო სადინარი იჭყლიტება ან ვითარდება აღნიშნული მიდამოს ანთება. მრავალ ავადმყოფს დარღვეული აქვს ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. განავალში მომატებულია ცხიმის გამოყოფა (სტეატორეა), რაც შორსწასულ ფორმაზე მიუთითებს.
ქრონიკული პანკრეატიტისთვის სპეციფიკურია სისხლის შრატში ტრიფსინის დონის დაქვეითება.
ფუნქციური ცდები. პანკრეასის ეგზოკრინული (გარეგანი სეკრეციის) ფუნქციის დასადგენად სპეციალური მეთოდით ხდება პანკრეასის წვენის გამოკვლევა.
ინსტრუმენტული მეთოდები. მეტად ინფორმაციულია ექოსკოპიური, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა.
დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს მწვავე პანკრეატიტის, პეპტიკური წყლულის, ბილიარული პათოლოგიების, აორტის განშრევების, პანკრეასის კიბოს და ზოგიერთი სხვა დაავადებების მიმართ.
მკურნალობა. გაურთულებელი ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობა კონსერვატიულია და მიმართულია:
ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების მკურნალობა სასურველია ჩატარდეს სტაციონარში. პირველი ორი დღე მიზანშეწონილია შიმშილი და მცირე რაოდენობით სითხის მიღება. ნებადართულია დღეში 2-3 ჭიქამდე მსუბუქი, დაუტკბობელი თბილი ჩაი. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს სპეციალური დიეტის მიხედვით (დიეტას ქვემოთ მოგაწვდით), ცილების რაოდენობა დღე-ღამეში 100-200 გ უნდა იყოს. იკრძალება მაგარი ჩაი,Yყავა, კაკაო და შოკოლადის ნაწარმი.
მედიკამენტური თერაპია კომპლექსური უნდა იყოს და სტაციონარში ჩატარდეს. ტკივილის მოსახსნელად ინიშნება ანალგეტიკები (მორფინი უკუნაჩვენებია ოდის სფინქტერის სპაზმის გამო).
ტკივილს ეფექტურად ხსნის ნოვოკაინით ბლოკადა. ტკივილს ამცირებს ასევე ფერმენტებისა და ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღება.
კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეციული უმარისობის ნიშნების არსებობისას (გახდომა, სტეატორეა, აირების დაგროვება) საჭიროა ლიპაზის შემცველი პრეპარატებით ჩანაცვლებითი თერაპია, რაც ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის დარღვევისა და სტეატორეის კორექციას უწყობს ხელს. გამოიყენება მიკროგრანულებიანი პრეპარატი, რომელიც მოთავსებულია სპეციალური საფარის (კრეონი) მქონე კაფსულაში. კაფსულა ხელს უშლის ლიპაზის დეზაქტივაციას კუჭის მჟავე გარემოში.
გარესეკრეციული აქტივობის დათრგუნვა ხდება შიმშილით, ქოლინოლიზური საშუალებებით. ადგილობრივად, მუცელზე, ედება ცივი. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ინსულინიც.
ინფექციის თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები, დეზინტოქსიკაციის მიზნით - გადასხმა (მაგალითად, ჰემოდეზი) და სხვა. გართულებული ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.
დიეტა ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში
ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში სრულ გამოჯანმრთელებამდე ინიშნება დიეტა, რომელიც ხელს უწყობს კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობას. იზღუდება პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ასევე - ქოლესტერინის შემცველი საკვები. სასურველია კვება მცირე ულუფებით და ხშირად (დღეში 5-6-ჯერ).
აკრძალულია: მსუქანი ხორცი, ხორცისა და თევზის ბულიონი, ერბოზელილი ცომის ნაწარმი, ახალი პურ-ფუნთუშეული, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, ახალი რძე, პარკოსნები, კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი, ხახვი, მჟავე და მეტისმეტად ტკბილი ხილი, სუნელები, კონსერვები, შაშხი, გაზიანი, ცივი სასმელები, ალკოჰოლი.
ნებადართულია: გამომშრალი ხორბლის პური, ბოსტნეულის წვნიანი ბურღულითა და მაკარონით, მჭლე ხორცის ფარში, კვერცხის ცილის ომლეტი, წყალში გაზავებული (1:1) რძე, რძემჟავა პროდუქტები, უცხიმო ხაჭო, სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ძალიან მწიფე (მჟავე არა!) გაფცქვნილი ხილი, ბურღულეული, მაკარონი, ნაღების კარაქი, მცენარეული ცხიმი, ბაცი ჩაი, ჩირის კომპოტი, ასკილის ნახარში. სანიმუშო მენიუ:
საუზმე: ორთქლზე მომზადებული ხორცის სუფლე, რძეზე მომზადებული ჰერკულესის ფაფა, ჩაი;
სამხარი: ხაჭო, ბოსტნეულის წვენი (იმავე ოდენობის წყალში გაზავებული), ორცხობილა;
სადილი: ბურღულის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული ხორცის ბლინები, ჩაშუშული ბოსტნეული, ახალი ვაშლი;
მეორე სადილი: ცილის ომლეტი, 1 ჭიქა ასკილის ნახარში, ორცხობილა;
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, სტაფილოს პიურე, ხაჭოს ნამცხვარი, ჩაი;
ღამით: 1 ჭიქა მაწონი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });