/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ენალაპრილი - ENALAPRIL - ЭНАЛАПРИЛ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი; ორგანიზმში მისგან აქტიური მეტაბოლიტი ენალაპრილატი წარმოიქმნება; ამგვარად, ენალაპრილი არააქტიური წინამორბედია („პროდრაგი“). სავარაუდო, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება აგფ-ს კონკურენტული დათრგუნვით და, ამის შედეგად, ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის შეფერხებითაა განპირობებული;

ანგიოტენზინ II მძლავრი სისხლძარღვთა შემავიწრობელი მოქმედებით გამოირჩევა. ანგიოტენზინ II დაქვეითებული კონცენტრაცია მეორადად იწვევს რენინის გააქტივებას სისხლში, ვინაიდან მისი გამოყოფის შემზღუდველი უარყოფითი უკუკავშირი ისპობა (ან სუსტდება); ერთდროულად დაქვეითებულია ალდოსტერონის სეკრეციაც, რომლისთვისაც ანგიოტენზინ II-ით სტიმულაციაა საჭირო. ენალაპრილატის გავლენა, სავარაუდოდ, ვრცელდება კინინ-კალიკრეინის სისტემაზეც და ხელს უშლის ბრადიკინინის დაშლას.

სისხლძარღვებზე გამაფართოებელი მოქმედების გამო მცირდება სისტემური სისხლძარღვოვანი წინაღობა (პოსტდატირთვა, უკუდატვირთვა), წნევა ფილტვის კაპილარულ სისტემაში (წინადატვირთვა) და სისხლძარღვოვანი წინაღობა ფილტვებში; საბოლოოდ ამ მოვლენათა შედეგად გულის წუთმოცულობა იზრდება და უმჯობესდება ტოლერანტობა დატვირთვისადმი.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული ენალაპრილის დაახლოებით 60%  სწრაფად შეიწოვება ნაწლავიდან; საკვების ერთდროული მიღება მის შეთვისებაზე არ ახდენს გავლენას. ღვიძლში გარდაიქმნება ენალაპრილატად, რომლის ფარმაკოლოგიური აქტივობითაც ჰიპოტენზიური ეფექტია უზრუნველყოფილი.

პლაზმის ცილებს ენალაპრილატის 50-60% უკავშირდება. ენალაპრილატის ელიმინაციის ნახევარპერიოდი 11 საათია, მაგრამ თირკმლის უკმარისობის პირობებში გახანგრძლივებულია. მიღებული დოზის 60% თირკმელებით გამოიყოფა (20% ენალაპრილის ფორმით, 40% - როგორც ენალაპრილატი). ვენაში შეყვანილი ენალაპრილატის 100% უცვლელად გამოიდევნება თირკმელებით.

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია (რენოვასკულარულის ჩათვლით);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში).

დოზირების რეჟიმი

- მიღებას იწყებენ 2.5-5 მგ დოზით 1-ჯერ დღეში. საშუალო სადღეღამისო დოზაა 10-20 მგ განაწილებული 2 მიღებაზე.

- ვენაში შეყავთ 1.25 მგ ყოველ 6 საათში;

- გადაჭარბებული ჰიპოტენზიის გამოსავლენად ავადმყოფებში, რომლებსაც ნატრიუმის დეფიციტი და დეჰიდრატაციის მდგომარეობა განუვითარდათ, აგრეთვე თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში ვენაში ჯერ 0.625 მგ შეჰყავთ. თუ კლინიკური შედეგი არაადექვატური აღმოჩნდა, დასაშვებია აღნიშნული დოზის განმეორებითი შეყვანა 1 სთ-ის შემდეგ და მკურნალობის გაგრძელება 1.25 შეყვანით ყოველ 6 საათში.

- ზემოაღნიშნული დეჰიდრატაცია და ნატრიუმის დეფიციტი მოსალოდნელია დიურეტიკებით წინასწარი თერაპიის შედეგად, ან დიურეტიკების ერთდროული მიღების შემთხვევაში.

- მაქსიმალური დოზა: შიგნით მისაღებად - 80 მგ/დღეღამეში.

გვერდითი მოვლენები

ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში:

მოსალოდნელია თავბრუ, თავის ტკივილი, დაღლილობა. იშვიათად დიდი დოზით მიღების შემთხვევაში - ძილის დარღვევა, ნერვიულობა, დეპრესია, წონასწორობის დარღვევა (შექანება), პარესთეზიები ყურებში შუილი.

სისხლის მიმოქცევის სისტემაში: მოსალოდნელია ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გულის წასვლა (სინკოპე), გულის ფრიალი, ტკივილი გულის არეში; უიშვიათესად, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში - ალები.

მომნელებელ სისტემაში: გულისრევა; იშვიათად - პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციური მოშლილობა, ღვიძლის ტრანსამინაზების გააქტივება და ბილირუბინის მომატებული კონცენტრაცია სისხლში, ჰეპატიტი, პანკრეატიტი; უიშვიათესად, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში - გლოსიტი.

ნივთიერებათა ცვლაში: ჰიპერკალიემია.

სისხლის წარმომქნელ სისტემაში: იშვიათად  - ნეიტროპენია, აუტოიმუნური დაავადებების დროს - აგრანულოციტოზი.

შარდის გამომყოფ სისტემაში: თირკმლის ფუნქციური მოშლილობა, პროტეინურია.

სუნთქვის ორგანოთა სისტემაში: მოსალოდნელია მშრალი ხველება.

რეპროდუქციულ სისტემაში: უიშვიათესად, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში - იმპოტენცია.

დერმატოლოგიური რეაქციები: უიშვიათესად, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში - გამელოტება.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება.

სხვა: იშვიათად - სპაზმი კუნთებში.

უკუჩვენებები

* ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში;

* თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის * არტერიის სტენოზი;

*  ჰიპერკალიემია;

* ორსულობა;

* ჭარბი მგრძნობელობა ენალაპრილისადმი და სხვა აგფ-ინჰიბიტორებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია დაორსულების შემთხვევაში, ენალაპრილის მიღება დაუყოვნებლად უნდა შეწყდეს. ენალაპრილი დედის რძეში გამოიყოფა;

აუცილებელი მიღების შემთხვევაში ძუძუთი კვება აღარ უნდა გაგრძელდეს.

განსაკუთრებული მითითებები

განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ რიგ პათოლოგიურ მდგომარებაში, როგორიცაა:

♦ ავტოიმუნური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის ფუნქციური მოშლილობანი, აორტის სტენოზის მძიმე ფორმები, გარკვეული წარმოშობის სუბაორტალური კუნთოვანი სტენოზი, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, სითხისა და მარილების დაკარგვა.

♦ სალურეტიკებით წინასწარ ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში, მაგალითად - გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში. იზრდება ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის რისკი; ამიტომ, ენალაპრილით მკურნალობის დაწყებამდე დაკარგული სითხისა და მარილების აღდგენა აუცილებელია.

♦ ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში პერიფერიული სისხლის პერიოდული ანალიზი უნდა ჩატარდეს.

♦ ენალაპრილით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არტერიული წნევის მნიშვნელოვან მომატებას არ გამოიწვევს. თუ ენალაპრილით მკურნალობის პერიოდში ქირურგიულმა ჩარევამ არტერიული ჰიპოტენზია გამოიწვია, მდგომარეობა შესაბამისი მოცულობის სითხეების გადასხმით უნდა გამოსწორდეს.

♦ ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციური გამოკვლევის წინ ენალაპრილის მიღება უნდა შეწყდეს.

♦ ბავშვებში ენალაპრილით მკურნალობის უვნებელობა და ეფექტურობა არაა დადგენილი.

♦ სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა მართვაში ან სხვა სამუშაოთა შესრულების დროს, რომლებიც გამახვილებულ ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან მოსალოდნელია თავბრუ, განსაკუთრებით ენალაპრილით მკურნალობის დასაწყისში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- ენალაპრილთან ერთდროულად მიღებული სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, დიურეტიკები, ოპიოიდური ანალგეტიკები და სანარკოზო საშუალებები ჰიპოტენზიურ ეფექტს აძლიერებენ.

- ენალაპრილისა და აასს-ების ერთდროულად მიღების შემთხვევაში მათი ეფექტები შეიძლება დაქვეითდეს;

- კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში კალიემიაა მოსალოდნელი, ხოლო იმუნოდეპრესანტებმა შეიძლება ძვლის ტვინზე დამთრგუნველი მოქმედების რისკი გაზარდოს;

- ენალაპრილის გავლენით ერთდროულად მიღებული ლითიუმის გამოყვანა ორგანიზმიდან შეფერხებული იქნება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები