/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ათეროსკლეროზი - Atherosclerosis - атеросклероз

ათეროსკლეროზი - Atherosclerosis - атеросклероз

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ.

განსაკუთრებით სარისკოა ასაკის (35 წლის ზემოთ) და სტრესის თანხვედრა. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადებაც, მათ შორის  შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, პოდაგრა, ნაღველკენჭოვანი დაავადება. დაავადების კიდევ ერთი რისკფაქტორია  მაგრამ არა უშუალო მიზეზი  ცხოველური ცხიმის ჭარბი მიღება.

ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობის სიმცირე, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ნერვული სისტემის ტრავმა, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ხმაური, სპეციფიკური სამუშაო გარემო და სხვა.

დაავადების განვითარების მექანიზმი. ჯანმრთელი ადამიანის სისხლი თავისუფლად მიედინება არტერიებში, აღწევს სხეულის ყველა უბანს და მას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. სისხლში არსებული ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირზე ილექება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც უმთავრესად ცხიმისა და კალციუმისგან შედგება. დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ზედაპირზე ილექება თრომბოციტები (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის ელემენტები) და ცილები. ჩნდება თრომბი.

თრომბი, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად ავიწროებს არტერიის სანათურს, იმითაც არის საშიში, რომ შეიძლება მოსწყდეს ნაწილი, რომელიც სისხლის ნაკადის მეშვეობით მანამდე გადაადგილდება სისხლძარღვში, ვიდრე სადმე არ გაიჭედება. დახშული სისხლძარღვი სისხლის მიმოქცევას მკვეთრად არღვევს. რომელიმე ორგანოს (ან მის ნაწილს) სისხლი აღარ მიეწოდება და ის კვდება.

გულის მკვებავი სისხლძარღვის დაზიანებისას მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება, ხოლო თუ ათეროსკლეროზმა თავის ტვინის მკვებავი არტერია დააზიანა, მოსალოდნელია ინსულტი.

დაავადება წლობით მიმდინარეობს, ნელ-ნელა პროგრესირებს და უფრო და უფრო მეტ სისხლძარღვს აზიანებს.

როცა სისხლძარღვის სანათური   2-ჯერ შევიწროვდება, ადამიანი ამა თუ იმ ქსოვილის ან ორგანოს სისხლით მომარაგების უკმარისობის პირველ ნიშნებს შეიგრძნობს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

ათეროსკლეროზის გამოვლინება მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.

  • აორტის ათეროსკლეროზი ვლინდება თანდათანობით მზარდი არტერიული ჰიპერტენზიის სახით. უარეს შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს აორტის აშრევებადი ანევრიზმა  აორტის კედელი მეტისმეტად თხელდება, შიგნიდან კი თრომბი აწვება, ამიტომ მოსალოდნელია აორტის გახეთქვა.
  • აორტის რკალის ათეროსკლეროზი იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვოვან უკმარისობას, რაც თავბრუხვევას, გულის წასვლას განაპირობებს. მოსალოდნელია ინსულტიც.
  • გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი გულის იშემიური დაავადების მიზეზად იქცევა.
  • ჯორჯლის არტერიის (ნაწლავების მკვებავი არტერიის) ათეროსკლეროზმა შეიძლება გამოიწვიოს:
  1. არტერიის ტოტების თრომბოზი, რაც, თავის მხრივ, ნაწლავის კედლისა და ჯორჯლის ნეკროზს განაპირობებს;
  2. მუცლის კოლიკის (ჭვალის) მსგავსი შეტევა, რომელიც ჭამის შემდეგ იჩენს თავს, არცთუ იშვიათად თან სდევს ღებინება და მუცლის შებერვა.
  • თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზის დროს თირკმელებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რაც მყარ, მკურნალობისადმი დაუმორჩილებელ არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს. მისი შედეგი ნეფროსკლეროზი და თირკმელების ქრონიკული უკმარისობაა.
  • სასქესო ასოს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, რომელიც თამბაქოს წევის, შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტენზიის ფონზე ვითარდება, ერექციის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.
  • ქვედა კიდურთა არტერიების ათეროსკლეროზს ავლენს წვივების ქრონიკული ტკივილი, რომელიც სიარულისას აღმოცენდება და დასვენებისას ქრება. სიარულის დროს ფეხის კუნთების ტკივილი ადამიანს შეჩერებას აიძულებს. ამას ხანგამოშვებით კოჭლობას უწოდებენ.

დიაგნოსტირება. ავადმყოფის ჩივილების საფუძველზე ექიმი გამოკვლევის გეგმას ადგენს. პირველ ყოვლისა, აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ქოლესტერინის დონის განსაზღვრა. შემდეგ, საჭიროებისამებრ, ტარდება გამოკვლევა. მაგალითად, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი შესაძლოა კარგა ხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ კვლევის თანამედროვე მეთოდი ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. სისხლძარღვთა მდგომარეობის შესასწავლად მიმართავენ კორონაროგრაფიას, რომლის მეშვეობითაც ზუსტად განისაზღვრება ათეროსკლეროზული ფოლაქის ადგილმდებარეობა.

მკურნალობა

ათეროსკლეროზს და მის შედეგებს ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ, რომლის მიზანია შევიწროებული სისხლძარღვების ბალონური გაფართოება, ათეროსკლეროზული ფოლაქის მოცილება, სისხლძარღვის დაზიანებული ნაწილის სტენტირება, სისხლის ნაკადისთვის ახალი გზის შექმნა და ა.შ.

პროფილაქტიკა. ჯანმრთელობის შენარჩუნება ამ რადიკალური ჩარევის გარეშეც შეიძლება. მაგალითად, თუ ფეხების ტკივილი იგრძენით, სიარულს კი არ უნდა მოუკლოთ, არამედ მოუმატოთ. ტკივილის აღმოცენებისას შეისვენეთ, შემდეგ კი, როცა ტკივილი გაგივლით, ოდნავ უფრო ნელ ტემპში განაგრძეთ სიარული. სიარული კოლატერალური სისხლძარღვების ამუშავებას უწყობს ხელს და მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება.

დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს: ჯანსაღ კვებას, სიგარეტის მიტოვებას, ექიმთან დროულ ვიზიტსა და პროფილაქტიკურ გამოკვლევას. არსებობს პრეპარატებიც, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს.

 

 

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები