/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი - Irritable Bowel Syndrome - Синдром Раздражения Кишечника

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) მსხვილი ნაწლავის ფუნქციურ მოშლილობათა კომპლექსია. ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციური მოშლილობა სამ თვეზე მეტხანს გასტანს. ვლინდება მუცლის ტკივილითა და დისკომფორტით, რომელიც დეფეკაციის შემდეგ ქრება. დეფეკაციის სიხშირე და განავლის კონსისტენცია ცვალებადია. ტკივილს თან სდევს ტენეზმი, ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება, დეფეკაციისას ძალდატანება, ლორწოს გამოყოფა, მეტეორიზმი.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უმეტესად 25-45 წლის ქალებში გვხვდება, შედარებით იშვიათად - ბავშვებსა და მოხუცებში.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია რამდენიმე მიზეზი:

- ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა;

- ცენტრალური ნერვულ სისტემის მდგომარეობა. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უმეტესად ემოციური ფსიქიკის პატრონებს უვლინდებათ. ავადმყოფს ხშირად აქვს დამძიმებული ფსიქოსოციალური ანამნეზი, საჭიროებს ფსიქოთერაპიულ და ფსიქიატრიულ დახმარებას.

ნაწლავის გაღიზიანების სინდრომით დაავადებულებს დაქვეითებული აქვთ შრომის უნარი, ხშირად ეუფლებათ დეპრესია, თავს მძიმე ავადმყოფებად მიიჩნევენ, თუმცა მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

- ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა. ნაწლავი ადვილად ღიზიანდება, ამიტომ ჩვეულებრივი ოდენობის განავლოვანი მასებიც კი ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამ ძირითად ვარიანტს:

1. უპირატესად დიარეით მიმდინარეს;

2. უპირატესად შეკრულობით მიმდინარეს;

3. უპირატესად მუცლის ტკივილითა და მეტეორიზმით მიმდინარეს.

აღსანიშნავია, რომ ღამით დაავადების სიმპტომები ცხრება.

ნაწლავის გაღიზიანების სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

- ტკივილი, რომელიც ასიდან 50-96 შემთხვევაში აღმოცენდება, ლოკალიზდება ჭიპის ირგვლივ ან ქვემოთ, ქრება დეფეკაციის შემდეგ;

- დეფეკაციის მოშლა - შეკრულობა ან დიარეა, რომელიც ასიდან 55 შემთხვევაში აღინიშნება. დიარეა თავს იჩენს უეცრად, ჭამის შემდეგ, ზოგჯერ - დღის პირველ ნახევარში. განავლის რაოდენობა 200 გ-ზე ნაკლებია. ხშირად წააგავს თხის კურკლს, შეიცავს ლორწოს. დეფეკაცია უმეტესად ჭამისთანავე ვითარდება. ხშირია ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა.

გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, ავადმყოფი უჩივის: ეპიგასტრიუმის არეში სიმძიმეს, გულისრევას, ბოყინს, ასევე - ნევროზულ მოვლენებს: თავის ტკივილს, ყელში ლუკმის გადაცდენის შეგრძნებას, ჰაერის უკმარისობას და სხვა.

დიაგნოსტიკა. დიაგნოზი ეფუძნება სისხლის ანალიზის, განავლის ანალიზის, რენტგენოლოგიური გამოკვლევის, რენტგენომანოსკოპიის შედეგებს. ზოგჯერ საჭიროა კოლონოსკოპია.

მკურნალობა. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა საკმაოდ ეფექტური. შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ავადმყოფისა და ექიმის შეთანხმებულ მოქმედებაზე.

მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის შერჩევას. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები. მედიკამენტების მიღებას მაქსიმალურად უნდა ვარიდოთ თავი (გარდა აუცილებელი შემთხვევებისა). ტკივილის შემთხვევაში ინიშნება სპაზმოლიზური პრეპარატები, საჭიროებისამებრ - ცენტრალური ნერვული სისტემის მარეგულირებელი საშუალებებიც, ძლიერი ფაღარათის შემთხვევაში - შესაბამისი მედიკამენტები. მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები